"შენ რა უნდა გელაპარაკო, ქალი ხარ!" - როდის დაემთხვევა ჩვენს ქვეყანაში ერთმანეთს სადღეგრძელო და საქმე?!
"შენ რა უნდა გელაპარაკო, ქალი ხარ!" - როდის დაემთხვევა ჩვენს ქვეყანაში ერთმანეთს სადღეგრძელო და საქმე?!
"შენ რა უნდა გელაპარაკო, ქალი ხარ!" - იმის ნაცვლად რომ ამიხსნას, სექსისტური განცხადებებით მამკობს. რა ვიცოდი ჩემს ცხოვრებაშიც თუ ასე მოხდებოდა, ელიავაზე აღმოვჩნდებოდი, რაღაც მასალები უნდა მეყიდა და არც ერთმა გამყიდველმა "დალაგებული" პასუხი არ გამცა, თუნდაც ისეთ მარტივ შეკითხვაზე, როგორიც არის: - ეს ჯობს თუ ის, თქვენ რომელს მირჩევდით..? პასუხები: "წადი ხელოსანი მოიყვანე და იმას დაველაპარაკები", "მე მოცლილი კი არ ვარ", "შენ რა უნდა გელაპარაკო, ქალი ხარ!"

არ მითხრათ ახლა
ელიავას ბაზრობის "ყველაფერჩიკებისგან", აბა, რას უნდა ელოდოო, მაგრამ ასე არ არის. ეს, რიგითი მაგალითია, ქალი ვიყავი და ძალიან გამიჯანჯლეს საქმეები, თორემ ჩვენი საზოგადოება ხომ კვლავ ცხოვრობს სტერეოტიპულ გარემოში, სადაც ქალის უფლებები მუდმივად ირღვევა და აღნიშნული ფაქტი ჩვეულ ქმედებად აღიქმება.
ქართველი კაცები, რასაც ქალის პატივისცემას ეძახიან, მათ
დამცირებას უფრო ჰგავს. ის ფრაზები კი, რაც ზემოთ მოვიყვანე, ხშირად მესმის საზოგადოების სხვადასხვა წევრების მისამართით.

ჩვენი კაცები ვერ გათავისუფლდნენ "კლიშეების" ზეგავლენისგან. "საძმაკაცო რას იტყვის?" "ქალის ნათქვამზე მიდიხარ?"
ქალი ხშირად ითანხმებს კაცის საქმეს, მაგრამ კაცს მსგავსი რამ უხერხულობას უქმნის. საბოლოოდ ამ "კლიშეებისა" და სტერეოტიპების მსხვერპლი ხდება, მაგრამ არაფერს ცვლის.

ჩვენი დასავლური კურსის მიუხედავად, ჩვენი საზოგადოება რატომღაც აღმოსავლური კულტურის ზეგავლენას მეტად განიცდის, სადაც ქალი, მამაკაცის მონა უფროა ვიდრე, თანასწორი და თანამეინახე.

ჰო, ის ამბავი გამახსენდა მაშველ გოგონებთან დაკავშირებით. ორად გაყოფილი საზოგადოება და არც ერთი ჩემი მოსაწონი, რადგან მეორე მხარე ვინც, ვითომ გოგონების დაცვა სცადა, ამბობდა: "რა გინდათ ნორმალური გოგონები არიან!?" ეს ამბავი ღია მაგალითი იყო იმისა, რომ ყველაფერი დადის სექსუალურ მომხმარებლობამდე. ეს უარყოფითი ტალღა ამ გოგონებზე გადავიდა, თორემ გახსოვთ, საქართველოში ასეთივე რეაქცია იყო პატრულ ქალებზე, სამხედრო ქალებზე და ასე შემდეგ. საზოგადოება მათ პირველ რიგში სექსუალურობას სთხოვდა და არა პროფესიონალიზმს.

ამ დაქცეულ ქვეყანაში კაცს სასმელთან თუ დაინახავთ წელგამართულს, ამაყად მდგარს ჭიქით ხელში. რაც დრო გადის უფრო მეტად ვგრძნობ, რომ არც ერთი სადღეგრძელო რეალობას არ ემთხვევა.

არა, ქართული სუფრის მიმართ აგრესიულად არ ვარ განწყობილი, მაგრამ როგორი მოსაწყენია ეს სტერეოტიპული სადღეგრძელოები. არ გეწყინოთ, მაგრამ ჩვენი საზოგადოება ამ მხრივაც ვერ გამოდის საბჭოური მენტალიტეტიდან.

ადრე კე-გე-ბე იყო ჩასაფრებული ყველგან და ქართული სუფრაც აქედან გამომდინარე იყო პერსონიფიცირებული, სტანდარტული სადღეგრძელოებით საკმაოდ მოსაწყენი. ყოველგვარი ემოციისგან დაცლილი. სუფრაზეც, რომ ვერ იტყოდი ღიად რამეს.

დღეს ერთობ სასაცილოა მსგავსი რამ, არაფრისმთქმელი სიტყვები, მით უფრო როცა რეალობისგან მკვეთრად აცდენილია. უკვე მერამდენე ადამიანისგან ვისმენ ბრტყელ-ბრტყელ სადღეგრძელოებს, მთვრალ კაცებთან ჩამწკრივებულ დედას, ცოლს და შვილს, ჩემი მეზობლის არ იყოს, მერე ერთი კარგად რომ დაცეცხლავს, ან დედას აგინებს.

ისე, ქართულ სუფრაზე ცალკე ბლოგია დასაწერი. აქ უფრო აქცენტს ქალების მიმართ დისკრიმინაციაზე ვაკეთებდი და ხშირ შემთხვევაში მათ მიმართ ყალბ დამოკიდებულებაზე ვწერდი. მაგრამ, სამშობლოს მიმართაც იგივე არ ხდება?

ბოლო დროს რამდენჯერ ვნახე კაცები, რომლებსაც შრომა ეთაკილებათ, იმიტომ კი არა, რომ სამსახური არ აქვთ, არამედ ძველბიჭობენ და მუშაობა "უტყდებათ", სამაგიეროდ იქნებ მოისმინოთ როგორ სადღეგრძელოს სვამენ ქვეყნის შესახებ, როგორ აწყობენ მის კეთილდღეობას ფანტაზიებში.

იმის ნახევარს, რომ აკეთებდეს ქართველი კაცი რეალურ ცხოვრებაში, რასაც სადღეგრძელოში აქსოვს იქნებ ჩვენს ქვეყანასაც ეშველოს რამე. მართლაც, როდის დაემთხვევა სადღეგრძელო და საქმე ჩვენს ქვეყანაში ერთმანეთს?!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

123
22 სექტემბერი 2019 12:24
რა სისულელეა. არსად არ უთავამთ ქალი ხარ რა უნდა აგიხსნა და მსგავსი რაღაცეები. ვისთან კონტაქტობთ, სად ცხოვრობთ. კარგით რა.
ირმა
25 აგვისტო 2019 14:30
გეთანხმებიი 100%

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?