როგორ მშურს იმ ქვეყნების, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გრძნობ, რომ ადამიანი ხარ, ანუ რამდენიმე ამბავი ადამიანთა უპასუხისმგებლობაზე
როგორ მშურს იმ ქვეყნების, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გრძნობ, რომ ადამიანი ხარ, ანუ რამდენიმე ამბავი ადამიანთა უპასუხისმგებლობაზე
შესაძლოა დღეს სხვა პოლიტიკურ საკითხზე ღელავს საზოგადოება, მაგრამ მე რამდენიმე ამბავზე უნდა დავწერო, რომლებიც პირდაპირ ასახავს თუ რამდენად არის ადამიანი - მთავარი ფასეულობა ჩვენს ქვეყანაში. რამდენად არის ადამიანის ღირსება დაცული.

მავანმა ეს მაგალითები შესაძლოა წვრილმან პრობლემებად აღიქვას, მაგრამ აქვე განვმარტავ, ასეთ ფაქტებზე დგას განვითარებული ქვეყნები.
10 წუთი გავუძელი გადაჭედილ, გაჩერებულ ვაგონს რუსთაველის მეტროსადგურში და მერე გული, რომ არ წამსვლოდა დავტოვე ვაგონი. დავინახე, რომ მოპირდაპირე მხარესაც იგივე ხდებოდა. სრული ქაოსია ბაქანზე,
ჩანს მეტრო პარალიზებულია და არავინ გაყენებს საქმის კურსში რა ხდება. ხალხი ერთმანეთს ვეკითხებით ხომ არ იცით რა ხდება? ჩაირთვება თუ არა?

ნელ-ნელა დავიძარი ესკალატორისკენ. ამოვედი ზევით და ვხედავ, მოქალაქეები ჩვეულებრივ იხდიან თანხას, რომ მეტროში მოხვდნენ. მათ არ იციან რა ხდება ქვემოთ. მოვახერხე და ვუთხარი რამდენიმე
მათგანს, რომ არ ჩასულიყვნენ, რადგან მეტრო პარალიზებულია.
ყველა განვითარებულ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს მეტროს პარალიზება, მაგრამ ჯერ ერთი: შეუძლებელია მძღოლი არ გაყენებდეს საქმის კურსში. განვითარებულ ქვეყნებში რამდენიმეწამიანი შეფერხების შემდეგ, ეგრევე გიცხადებს მძღოლი იმ წუთისთვის რა ინფორმაციაც აქვს, ეს დივერსიაა, ტექნიკური პრობლემაა, გაუმართაობის ბრალია თუ სხვა. ასევე, გეუბნება სავარაუდოდ რამდენი ხანი ვერ წავა. შენ კი იღებ გადაწყვეტილებას დაელოდო თუ სხვა გზა იპოვო დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად.

ასეთი დამოკიდებულება მაჩვენებელია იმისა, რომ ისინი ემსახურებიან საკუთარ მოქალაქეებს და მათი ღირსება მთავარია. არავინ დაგაყენებს გაჩერებულ ვაგონში იმის იმედად, რომ იქნებ ეხლა ჩაირთოს და გზა გააგრძელო.

ეხლა მეორე როცა ბაქანი გადაჭედილია, შეუძლებელია თანამშრომელს მაინც არ ჰქონდეს ინფორმაცია და არ უთხრას მგზავრებს, რომ არ გადაიხადონ თანხა, არ ჩავიდნენ ქვემოთ, რადგან არავინ იცის რამდენ ხანში ჩაირთვება სადგური. მივედი და მეტროს თანამშრომელს ვეკითხები: იცით რა ხდება ქვემოთ? რატომ არ კეტავთ აქ ჩასასვლელს და არ აძლევთ ინფორმაციას მოქალაქეებს? ხალხი ბაქანზე ვერ ეტევა. ჯერ გაბრაზებული სახით მიყურა და მერე მითხრა რა შენი საქმეაო.

მარტივია არა? თავიდანვე ჩანს, - ადამიანი, როგორც მოქალაქე ჩვენს ქვეყანაში არაფრად ღირს. როდესაც ხელისუფლების წევრებს მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდებათ ლამაზი სიტყვები: ჩვენთვის მთავარი ადამიანის ღირსებააო, საქმეში ეს არ ჩანს. საქმეში სწორედ ამგვარი პრობლემების გამოსწორებაში გამოჩნდებოდა.

და, როგორ მშურს იმ ქვეყნების სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გრძნობ, რომ ადამიანი ხარ!
როგორ გული მწყდება, - მოქალაქეებსაც არ უჩნდებათ სურვილი, მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში პასუხი მოითხოვონ. არც ერთი მოქალაქე არ მინახავს, რომელიც ითხოვს პასუხს არასწორ მომსახურებაზე, ან თანხის დაბრუნებაზე. შესაძლოა ამის იმედიც არ აქვთ, ან უბრალოდ შევეჩვიეთ ასეთ ცხოვრებას.

საზოგადოების სწორად ფიქრი და აქტივობა ჩვენი ჯანსაღი ცხოვრების და ცნობიერების წინაპირობაა. გესმით, რაზე ვდარდობ? აღარ მინდა, ეს ფიქტიური და მოჩვენებითი ამოცანები. აღარ მინდა, ეს გულგრილი დამოკიდებულებები.

ადიხარ ტრანსპორტში და არაფერს ვამბობ, თუ როგორი შეურაცხმყოფელია ქართული ტრანსპორტით მგზავრობა. მით უმეტეს, თუ სამარშრუტო ტაქსიში ფეხზე დგახარ. და, რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა მოგექცეს მძღოლი, ან როგორ ცუდადაც არ უნდა გამგზავროს, ბედს უნდა შეეგუო, რადგან ცხელი ხაზიც ფორმალურია და ვიღაცისთვის პასუხის მოთხოვნაც.

მომსახურებაც ხომ რუტინული გვაქვს. არაერთ ფაქტზე გამიმახვილებია ყურადღება ჩემს ბლოგებში. მაგალითებს აქ არ ჩამოვთვლი. მხოლოდ ხაზგასმით ვიტყვი, საბჭოთა მიდგომაა: სისტემა იმსახურებდეს, აბუჩად იგდებდეს და "საკუთარ თავზე ივლებდეს" მომხმარებელს და მოქალაქე, როგორც ინდივიდი არაფრად ღირდეს!

ევროპული მიდგომაა: სისტემა თავად ემსახურებოდეს მომხმარებელს, უქმნიდეს მაქსიმალურ პირობებს და მოქალაქე, როგორც ინდივიდი ყველაფრად ღირდეს!
გესმით?! აბსოლუტურად უნდა შეიცვალოს ჩვენი აზროვნება და მიდგომები. ჩვენი ცხოვრების წესი არის საზოგადოებრივი მანკიერება. თუ გვსურს განვითარება, ეს მანკიერება უნდა დავამარცხოთ.

შესაძლოა ეს წვრილმანი პრობლემებია ვიღაცისთვის, მაგრამ მერწმუნეთ ასეთი მომსახურების მოგვარებით იწყება განვითარებული ქვეყნები. ჩვენთან კი, ამგვარი ფაქტების იგნორირება იწვევს ქაოსს.

ვფიქრობ, რომ მთავარი ცვლილებები იწყება ზემოდან. ამიტომ, მესია და ლიდერი კი არა, ერთი 10-კაციანი პატიოსანი და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანების ჯგუფი სჭირდება ქვეყანას, ვისაც კორუფციას და გავლენების გაფართოებას ქვეყანა ურჩევნია, რომ ეს ძირმომპალი მიდგომები მოარყიოს და თითოეული ადამიანის ღირსება მართლაც ფასეული გახადოს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ელდარი
25 სექტემბერი 2019 11:18
რუტინული კი არა მოსაწყენი ქალბატონო
მართალია
16 სექტემბერი 2019 02:42
,,ფიქრობ, რომ მთავარი ცვლილებები იწყება ზემოდან. ამიტომ, მესია და ლიდერი კი არა, ერთი 10-კაციანი პატიოსანი და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანების ჯგუფი სჭირდება ქვეყანას, ვისაც კორუფციას და გავლენების გაფართოებას ქვეყანა ურჩევნია, რომ ეს ძირმომპალი მიდგომები მოარყიოს და თითოეული ადამიანის ღირსება მართლაც ფასეული გახადოს.,,



ათიც არააა საჭირო......ოღონდ იყოს და ხუთიც საკმარისია
ზუსტად ამასააა რომ ვჩივივარ.................უკვე ოცი წელია
მანამდე კიდევ მქონდა ხოლმე ,,მთავრობის,, იმედები, მან არ დავრწმუნდი რომ ნებისმიერ საქმეში პიროვნების როლია მთავარი...
კახიშვილმა ეს აზრი ათმაგად განმიმტკიცა.......
09 სექტემბერი 2019 14:25
საზღვარ გარეთ მცხოვრებ ჩემს შვილს ვკითხე_ რა ხდება შვილო? საზღვარგარეთ ყოფნა საიქიოსავით გახდა_ ვინც მიდის უკან აღარ ბრუნდებიან? დეე... იქ ადამიანებად გვთვლიანო. ვაი ჩვენ საბრალოები რა მცირედს, მაგრამ მნიშვნელოვანს ვითხოვთ

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?