ევროპულ ოჯახებში ნაკლებად ნახავთ "სტენკას" "სერვანდს"... ეს საბჭოურ-მეშჩანური ქცევები ჩვენს სულებშია მოკალათებული, ანუ "გაჭინთული პატივმოყვარეობა"
ევროპულ ოჯახებში ნაკლებად ნახავთ "სტენკას" "სერვანდს"... ეს საბჭოურ-მეშჩანური ქცევები ჩვენს სულებშია მოკალათებული, ანუ "გაჭინთული პატივმოყვარეობა"
უცნაური ჩვევა ჰქონდა ბებიას. წაკითხული გაზეთებიდან რაც მოსწონდა გარკვეული მოსაზრებები იქნებოდა ეს თუ კულინარიული რეცეპტები, ჭრიდა და უჯრაში ინახავდა. ხანდახან დავცინოდი კიდეც, როდესაც აღმოვაჩენდი ერთ კუშად შეკრულ გაზეთებიდან ამოჭრილ პატარ-პატარა ქაღალდების გროვას. ერთ დღეს, როდესაც უჯრას ვულაგებდი საკმაოდ საინტერესო მოსაზრება ვიპოვე და ის ჩემთვის შევინახე. ეს ამბავი მაშინ გამახსენდა, როცა სულ ახლახან საკუთარ წიგნებში ბებიის მიერ გამოჭრილი, უკვე გაყვითლებული გაზეთის ნაჭერი ვიპოვე.

მოკლედ, ეს არის 1990 წლით დათარიღებული ერთ-ერთ ჟურნალში
გამოქვეყნებული მერაბ მამარდაშვილის ინტერვიუდან ბოლო ციტატა, საკმაოდ დამაინტრიგებელი სათაურით: "შპიონის ცხოვრება". ის თბილისის ურბანულ გარემოს აფასებდა.

"შეხედეთ თბილისის სახლებს, ტროტუარებს, საზოგადოებრივ სივრცეს. ეს ფიზიკური გამოხატულებაა ჩვენი ურთიერთობებისა Respublicas-თან, საზოგადოებრივ საქმესთან. ბინძური ალაყაფის კარები, დაძველებული სახლები, ვირთხებიც კი, დანგრევის პირას მისული კედლები.. ასეთია გარეგანი სახე. სამაგიეროდ,
შიგნით - ნივთებით, მაღალხარისხიანი იმპორტული აპარატურით გამოტენილი კეთილმოწყობილი ბინები... ეს ატმოსფერო ასახავს ქართველების თვითპატივისცემას, რომელიც, როგორც გითხარით ნაკლებად აქვთ რუსებს. ეს გაჭინთული პატივისცემა, რომელიც აკვიატებას ესაზღვრება..."

ბუნებრივია, ამ სიტყვების გამოქვეყნებიდან დღემდე მკვეთრად შეიცვალა საცხოვრისის სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, ყურადღება მიექცა ბინების შიდა-ფუნქციურ გეგმარებით წყობას, დედაქალაქის ურბანიზაციას და ასე შემდეგ, მაგრამ არ შეცვლილა ყველაზე მთავარი ჩვენს მენტალიტეტში. საკითხი, რომლის გარშემოც მუდამ მინდოდა დამეწერა დიდი ფილოსოფოსის ამ სიტყვებმა კიდევ უფრო წამახალისა. ეს არის ქართველების ქცევა, რომელიც მუდამ მეჩოთირებოდა და ახსნას ვერ ვუძებნიდი.

ერთგვარი "კულტურა" რომელიც ჩვენს ყოფით ცხოვრებას მუდამ სდევს საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, ეს არის ჩვენი "გამოტენილი" სახლები. ყველაზე ვწერ, ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე. არ არის აუცილებელი ძვირადღირებული ნივთი იყოს. ის უნდა იყოს გამოცალკევებული სხვა დანარჩენისგან. ხელმომჭირნე ოჯახსაც კი უნდა ედგას ე. წ "სერვანდი", სადაც გამოფენილია ჭურჭელი, რომელსაც ზოგჯერ ისე იხოცებიან, რომ არ ხმარობენ. თუნდაც ბებიას რაღაც ნივთები საგანგებოდ და დიდხანს ჰქონდა გადანახული პრინციპით: "ამის ხმარება არ შეიძლება" და რომ გარდაიცვალა ვერც ის გადანახული ტანსაცმელი ჩავაცვით, ჭურჭელი ხომ საერთოდ ვეღარ ვიპოვეთ.
რაიონებში "გაწყობილ" ოთახებს ეძახიან. ერთი "გაწყობილი" ოთახი ხომ გაქვთ? მოულოდნელად გეკითხებიან... ყველას აქვს მსგავსი მიუხედავად იმისა უჭირს თუ არა, სადაც მკვდარს თუ დაასვენებენ რამდენიმე დღით, თორემ ოჯახის ყველა წევრს ეკრძალება იქ ცხოვრება. რამდენ ოჯახში ნახავთ მუზეუმივით გამოფენილ ჭურჭელს, რომელიც თითქოს ადამიანების თვალში გამაღლებს.

არ მინდა ევროპელები გავაფეტიშო, მაგრამ ისინი აქაც ძალიან პრაქტიკულები და რეალისტები არიან. დამიჯერეთ! ნაკლებად ნახავთ მათ ოჯახებში "სტენკას" "სერვანდს" "ზეაღმატებულ ჭურჭელს"... მე ვფიქრობ, რომ ეს საბჭოურ-მეშჩანური ქცევები ჩვენს სულებშია მოკალათებული. "გამოტენილი სახლები", რომელიც მძიმედ აისახება ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზეც.

წელს დიდი დოზით მომიწია საქართველოს კუთხეებში ხეტიალი. მათი "გაწყობილი ოთახები" მუზეუმივით თუ არა უფრო დაბალ რანგში, თუნდაც ცალი თვალის შევლებით შეგიძლია შეათვალიერო. მოსახლეობას, რომ ვეკითხები რას ჰგავს სოფლის ინფრასტრუქტურა? მასიურად ყველას პასუხია: აი ამ ხიდის, გზის, წყლის მილისა თუ ფასადის სახელით, ბოლო 20 წლის განმავლობაში 20-ჯერ მაინც გამოიყო თანხა, მაგრამ საქმის მეოთხედიც ვერ გაკეთდა. სამაგიეროდ, საქმეში ჩართული პირები ვინც საჭირო იყო თუ არა გამდიდრდა.

ჰო, რა თქმა უნდა, რა ბრიყვი ვარ. რას ვკითხულობ, როგორ უძლებთ გული თანამდებობის პირებს, როცა თავისი გამოტენილი სახლებიდან გამოდიან სოფელში თუ ქალაქში და იქ არაფერი ხვდებათ. არაფერში - 21-ე საუკუნისთვის შეუფერებელ გარემოს ვგულისხმობ. ან მოქალაქეებს, როგორ უძლებთ გული იმ გულგრილობისთვის, რომელიც მის უბანში შესაძლოა ხდებოდეს და თვითონაც უდიერად ექცეოდეს თუნდაც გარემოს, საზოგადოებრივ სივრცეს... სამაგიეროდ სახლში ეგულებოდეს "გამოტენილი ოთახები"? ან თუნდაც "ზეაღმატებული ჭურჭელი" რომელიც ათქმევინებს, რომ ისინიც დასაფასებლები არიან... ამ ყველაფერზე ხომ პასუხი ერთია: " ეს გაჭინთული პატივმოყვარეობა" .

საზოგადოება, რომელიც კვლავ ცდილობს მატერიალური ნივთებით გამოტენოს სახლი. კვლავ ცხოვრობს პრინციპით: "ყველა საკუთარი თავისთვის". კვლავ ცდილობს საკუთარი თავი გადაარჩინოს ნაცნობებით და ნათესავებით სავსე განცალკევებულ ნავში. თუ იკითხავთ რისგან? ეს კარგად აქვს დიდ ფილოსოფოსს მოხსენიებული Respublicas-გან, ანუ საერთო საქმისგან, საზოგადოებრივი სივრცისგან.
სწორედ გარკვეული ჯგუფებისთვის მოქმედებს ინდივიდუალური კანონი და გავლენები ყველგან და ყველაფერში. ეს ჯოგურ პრინციპებს არ ჰგავს, რომელიც არადა არ მოგვბეზრდა?

როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეშიც კარგად გამოგვდიოდეს სახლში წაღება. სახლიდანაც "ვიღაცისგან" რაღაცის გადამალვა.
უკლებლივ ყველა ბოლოდროინდელი ხელისუფლებების მხრიდან ქალაქის ან რაიონის მომხმარებლური გამოყენება.
ქვეყნის ინტერესის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებთან მასიური შეუთავსებლობა.

ჰო, ეს არის! თქვენი "გაჭინთული პატივმოყვარეობა" უკიდურესი თვითპატივისცემა საკუთარი თავისა, რომელიც მუდმივად ამუხრუჭებს ჩვენს ქვეყანას.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (23)
თამარი
14 ნოემბერი 2019 07:08
სადარბაზოში შესვლა და სტუმრის დაპატიჟეს მეშინია რას გაქვს სადარბაზოები მერე ზოგი ერთმა საკუჭნაოს მოწყობა რომ გადაწყვიტა და ისედაც პატარა სადარბაზოში. ნაგავს რომ ახუჭუჭეს და აგროვებს შავი დღის თვის . შემზარავია . აი მათ სახლის კარებს რომ გადაღება მიმიქარავს ამერიკელი ევროპელი მილიონრების სახლები რემონტში და ავეჯში გენაცვალე .
მარი-ს
25 სექტემბერი 2019 14:45
იმას არავინ ამბობს ქონება არ დააგროვოთო. საქმე იმაშია რომ როცა გაქვს (ჭურჭელი, ავეჯი, ტანსაცმელი) უნდა გამოიყენო. თორემ, ცხოვრება ზოგჯერ ისე გადის ვერ ვიყენებთ იმიტომ რომ ,,მომავლის დღეებით'' ვცხოვრობთ რომელიც ზოგჯერ არასოდეს დგება. და ოხრად რჩება ყველაფერი
მარი
25 სექტემბერი 2019 12:47
ქალბატონ ცხვარაშვილს და არქიმანდრიტ შიოს ერთნაირი აზრები მოსვლიათ, რად გინდათ ქონებაზე ზრუნვა, მაინც დაიხოცებითო- და ერთდროულად გვამცნეს ეს სიბრძნე. დასკვნა- ეკლესიის ბლოგერი ყოფილა ქალბატონი ნინო, მე თავისუფალი მოაზროვნე მეგონა. ადმინ , არ დაბლოკო, ამ ბოლო დროს არ უშვებ ჩემს კომენტარებს.
tm
24 სექტემბერი 2019 17:18
კომენტარებიდან ჩანს, რომ ჩვენს საზოგადოებას არაფერი ეშველება (ჯერჯერობით მაინც). "შემოდგომის აზნაურობა" გვღუპავს ქართველებს
დალი-ს
24 სექტემბერი 2019 09:58
გეთანხმებით ეგრეა. იმის ნაცვლად რომ ადამიანები ვცდილობდეთ, უფრო გვიყვარდეს ერთმანეთი. ვაფასებდეთ ერთმანეთს, პატივისცემა და თბილი ურთიერთობები გვქონდეს,
ამის ნაცვლად სისულელეებით ვიტენით თავს. ვავსებთ სახლს ,,საჭირო'' ნივთებით. რომლებსაც, ზოგჯერ ისე ვკვდებით მართლაც ვერ ვხმარობთ. სიძულვილით სავსეები და ბოღმიანები ვართ. შური და ამპარტავნება გვახრჩობს.

ამ დროს ცხოვრება მიქრის შეუსვენებლივ. ეჰ, მართლაც რაში ვკარგავთ დროს. . .
დავითი
23 სექტემბერი 2019 21:36
ჩვენს სამშობლოში ეს ძალიან დიდი ხნის პრაქტიკაა. ჭირისთვის გადანახული ფული და ლხინისთვის გადანახული ჯამ-ჭურჭელი, ავეჯი, ტანსაცმელი… არადა, ეს ლხინიც ძალიან იშვიათად დგება, ჭირი კი იცოცხლე… ის, ვინც მომავლის მოლოდინით ცხოვრობს, მისთვის მომავალი არასდროს დგება.
ნინო ცხვარაშვილი ავტორი
23 სექტემბერი 2019 12:02
მეგობრებო სად წერია აქ, რომ სუფთა ოთახი არ გქონდეთ? სტუმარი არ გიყვარდეთ? ან განსაკუთრებით არ დახვდეთ? ნიფხავი არ გაირეცხოთ ან სექტემბრისთვის არ მოემზადოთ.....?
სად წერია, რომ ყველაფერი უცხოური მომწონს? ან ის, რომ რაც ევროპაში მოსწონთ მაინცდამაინც ის მოგვწონდეს?
ვერ ვიტან მსგავს იდენტობებს და მოვიცლი ერთ დღეს და დავწერ რაც არ მომწონს ევროპის ცხოვრებაში? ვამბობ რომ ისინი უფრო პრაქტიკულები არიან და რეალისტები.

მგონია, რომ მხოლოდ სათაურს კითხულობთ და ეგრევე კლავიატურას ეცემით.
2-3 ადამიანის გარდა არ გინდათ მიხვდეთ რაზეა აქცენტი:)

1-საბჭოთა და საბჭოური მენტალიტეტი ერთმანეთისგან განასხვავეთ. ჩვენ ამ საბჭოური მენტალიტეტით ვცხოვრობთ დღესაც

2- მამარდაშვილი პირველ პრეზიდენტს კი არ ებრძოდა, აბსოლუტურად სწორ შენიშვნებს იძლეოდა. თქვენ ეს სიმართლე დღესაც გაღიზიანებთ:) კარგი ცხოვრება გინდათ მაგრამ ხლამიდან გამოსვლა არა!

3-მეზარება ბლოგის განმარტებები თავიდან გავაკეთო. გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ..გშიათ და მაინც ქვას გახეთქვათ და "ზეაღმატებულ ჭურჭელს" ყიდულობთ, რომელსაც ისე იხოცებით, რომ არ ხმარობთ..:))) ერთმანეთის გავლენიანი წრეებიდან ვერ გამოდიხართ...

ხანდახან მაინც გაიხედეთ თქვენს სადარბაზოებში, ეზოებში, შეხედეთ ერთმანეთს თქვენს დამოკიდებულებებს ხალხიდან დაწყებული პოლიტიკოსებით დასრულებული ამ ქვეყანას რომ ძარცვავთ:) აღარ გავაგრძელებ...

ლალუკა
22 სექტემბერი 2019 22:22
ძალიან კარგადაც აქვთ, ზუსტადაც საჭირო იყო, იმერეთში დავიბადე და გავიზარდე, გაწყობილი ოთახიც გვქონდა, სტუმრისთვის ცალკე ჭურჭელი, თეთრეული, საპონი და პირსახოციც კი ცალკე გვქონდა, ჩაის ჭურჭელი სტუმრისთვის, და ეს ყველაფერი სერვანდში და ანტიკვარული ბუფეტიც და შკაფიც გვქონდა. მაგიდა, რომელზეც 12 კაცი ეტეოდა და რომ გავშლიდით 30 კაცი. ეს იყო ცხოვრება, აბა ისაა დღეს სამზარეულო და მისაღები რომ ერთადაა და მიცვალებული სად წაიღონ არ იციან.
ლალი
22 სექტემბერი 2019 20:58
ქართულ ოჯახებში ყოველთვის განსაკუთრებით ემზადებოდნენ სტუმრის მისაღებად. პროდუქტის დასასმელების საუკეთესო მარაგი არსებობდა. სოფლებში იკერებოდა სასტუმრო ლოგინები, ატლასის საბნები ,ბატის ბუმბულის ბალიშები მატყლის ლეიბები,შესაბამისად ზალაც ეგრეთწოდებული სტენკებით სტუმრის პატივსაცემად უნდოდათ- არ იყო ადვილი,ზომაზე მეტს შრომობდნენ რომ მისულიყვნენ სტუმრები და კარგი სადილით დახვედროდნენ და გაკრიალებულ საძინებელში მოესვენებინათ.
ეხლა რას სთავაზობთ სტუმარს- რესტორანში სადილს და სასტუმროში ძილს უკეთეს შემთხვევაში.
მე ვხედავ სხვაობას უარესობისაკენ
giorgi 777
22 სექტემბერი 2019 20:17
მაშინ გვიკარნახეთ რა ვიყიდოთ? როგორ გავაწყოთ? ნუთუ ვინმე ისეთი არ გყავდა რომ ეთქვა ეს სისულელე არ დაგეწერა ?
ყველამ ჭკუა როგორ უნდა ასწავლოთ ამ საწყაალ ხალხს ,ევროპაში არ მინახავსო ამბობ და მეორადი ავეჯით გატენილია საქართველო....... ავღანელებს ხალიჩა აქვთ და არ ჭირდებათ მეტი...... რამდენად სწორია თქვენი შენიშვნა მთელ ერზე თავად გადაწყვიტეთ, არა მგონია თქვენი საქმე იყოს სტენკას დავდგამ თუ პალმას დავრგავ ზალაში,ყველას თავისი გემოვნება აქვს......მაგრამ ეტყობა ევროპაში მეტი ვერაფერი ნახე ადმ არ დამბოკავ როგორც იცით ხოლმე წაიკითხოს ამ გოგომ ყველას აზრი და თავად ჩაწვდეს მის აზრს.......................

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები