ამ ბინძურ თამაშებს არანაირი კავშირი არ აქვს წმინდა ეკლესიასთან, ანუ რატომ არის ყველგან შფოთი და ქაოსი
ამ ბინძურ თამაშებს არანაირი კავშირი არ აქვს წმინდა ეკლესიასთან, ანუ რატომ არის ყველგან შფოთი და ქაოსი
სერაფიმე როუზი, 20-ე საუკუნის ეს "უკიდურესი" ქრისტიანი თავის ერთ-ერთ ნაშრომში წერდა: "სამი რამ - შფოთი, მისი "სამკურნალო საშუალებები" და ურწმუნოება იმდენად მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან, რომ შეუძლებელია ისინი გავყოთ".

ის ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ვარაუდობდა, რომ სახალხო შფოთით, მღელვარებით ძალიან ოსტატურად სარგებლობენ ფაშისტური, ან ნაციონალურ-სოციალისტური რეჟიმები ან ყველა დროის დიქტატორი მმართველები და მას საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ.

ამ ერთ-ერთი შესანიშნავი მამის სიტყვებიდან არც ისე ცოტა დრო გავიდა, მაგრამ შფოთი არ დამცხრალა. პირიქით
გაძლიერდა და რაც უნდა გასაკვირი იყოს, ყველაზე მეტად იმ ქვეყნებში, რომლებშიც დემოკრატიული და ლიბერალური იდეოლოგიები განსაკუთრებით განვითარებულია...
განვითარებად ქვეყნებში კი ეს პროცესი პირდაპირპროპორციულია იმისა, თუ რამდენად უახლოვდებიან ისინი იმ მიზეზებს, რაც თანამედროვე მსოფლიოში ხდება. ის, თანამედროვე ურწმუნოების განვითარების კვალობაზე იზრდება.

შფოთმა მოიცვა არა მხოლოდ ჩვენი
ყოფა, ყოველდღიური ცხოვრება, ან პოლიტიკა, რომელიც პრიმიტიული თამაშის წესებს დაუქვემდებარეს ( მთავარია მე და არა სახელმწიფო. სიმართლეს ფულადი მოგების სიდიდით საზღვრავენ და ასე შემდეგ) არამედ შფოთი შევიდა ეკლესიებშიც და ცდილობენ სულიერება მიწიერი ღირებულებებით გადაფარონ ან განსაჯონ. და, ვინც "ხეირობს" შფოთით იერიში მიაქვს ზნეობაზე, რაც დღეს გულისხმობს ბრძოლას არა მარტო რელიგიურ მცნებებთან, არამედ ზოგადად ადამიანურ ღირებულებებთან.

შფოთი ბადებს თვითნებობას, უზნეო ქმედებებს, ეჭვს, სასოწარკვეთილებას.. ეს ის სამყაროა, რომელიც ხატოვნად აღწერა შვეიცარიელმა კათოლიკე მაქს პიკარდმა, როგორც "ღმერთისგან გაქცევა" ანუ "დანაწევრებული სამყარო", რომლის განვითარებაც შეჩერდა...

რადგან შფოთია ჩვენს ყოფით ცხოვრებაშიც, მოქალაქეებს იოლად აჯერებენ სად შეიძლება იყოს ჭეშმარიტება. არადა, სკეპტიციზმზე გაზრდილი, სერიოზულად ფიქრს მოკლებული თაობისთვის სიტყვათშეხამება "აბსოლუტური ჭეშმარიტება" ძველმოდურად ჟღერს. ადამიანთა უმრავლესობა იწყებს დაუღალავ ძიებას - რით შეიძლება შეცვალონ ღმერთი, რომელიც მათ გულებში უკვე მკვდარია.

და ეს ქრისტიანული ჭეშმარიტება, რომლის აღმოფხვრასაც ცდილობს დეფორმირებული ლიბერალიზმი, მასებში გაბატონებული ნიჰილიზმი უბრალოდ ფილოსოფიური ჭეშმარიტება კი არ არის, ესაა ცხოვრებისა და ცხონების ჭეშმარიტება. ამ დეფორმირებულ, სახეცვლილ ლიბერალიზმზე დავწერ ალბათ ერთ დღეს, მაგრამ რადგან სიტყვამ მოიტანა მოკლედ ვიტყვი, რომ ქრისტიანი ყველაფერში ღმერთს ხედავს, თანამედროვე ლიბერალი კი -მხოლოდ "რასას", "სქესს" ან "წარმოების საშუალებას"...

ის რაც ხდება დღეს, სინამდვილეში ესაა მეტაფორები, რომლებმაც უფრო ემოციური რეაქცია უნდა გამოიწვიოს, ვიდრე რაციონალური...
და დღეს, როდესაც ყველგან შფოთი და ქაოსია, უკიდურესი ამპარტავნება მართავს ყველაფერს, როდესაც მოქალაქეები აბსოლუტური ჭეშმარიტების გარეშე ისედაც ახერხებენ არსებობას, როცა თანამედროვე ადამიანისთვის მომავალი ცხოვრება, ისევე როგორც ღმერთი, მხოლოდ იდეაა, როგორ უხერხულია მათგან თითის გაშვერა მღვდლებისკენ: -თუ ისინიც აშავებენ, მაშინ ჩვენ თავისუფალი ვართ ჩვენი ცოდვებისგან.

ასევე, როგორ ირონიულად ჟღერს პოლიტიკოსების მხრიდან კამათი ან შეფასებები, რომელი სასულიერო პირი რომელ პოლიტიკურ ძალას ეკუთვნის, ან რომელ მხარეს დგას, ან ვის მეტად უყვარს პატრიარქი, ან ვის უნდა ქვეყნის გადარჩენა, როდესაც ორივე მხარე, ორივე მეუფე, ორივე პოლიტიკური ძალა, ორივე ბრძოლა მედლის ორი მხარეა და ვერასოდეს ილაპარაკებენ ჭეშმარიტებაზე, ვინაიდან ყოველ დღე ვხედავთ ისინი რამდენად იოლად გაყიდვადნი არიან, რამდენად იოლად აყენებენ წინ საკუთარ თავს და არა სახელმწიფოს და ბუნებრივია, აქედან გამომდინარე ყოფითს და არა მარადიულს...

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანი ვერანაირი თავისუფლების მიღწევას ვერ შეძლებს თუ თავისუფლებას ბოროტად იყენებს და მთავარი: ამ ბინძურ თამაშებს არანაირი კავშირი არ აქვს წმინდა ეკლესიასთან.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მარი
11 ნოემბერი 2019 11:03
ბინძურ თამაშებს თავად ეკლესია თამაშობს,შენ კიდევ რას ამართლებ მაგ ,,წმინდა ბუნაგს'', ეტყობა მაგრად ხარ დავალებული.
ქეთევანი
05 ნოემბერი 2019 11:36
კარგი გოგო ხარ და იმ სეფექალ ნონო ჯღარკავასნაირ კეკელკა სურათს ნუ დებ, გთხოვ!
ლევანი
04 ნოემბერი 2019 22:16
გეთანხმებით შეფასებებში. დავუმატებდი, რომ გაბატონებულმა ე.წ. ნეოლიბერალურმა მსოფლმხედველობამ სწორედ ზნეობას მიაყენა მოუშუშებელი ჭრილობა. აქედან გამომდინარეობს უმეტესი ასოციალური ქმედება, რასაც თქვენც აღნიშნავთ. ორი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია ჰქონდა დასავლეთის გარკვეულ წრეებს დასასუსტებელი და დასაკნინი საქართველოში - ეკლესია და ვ.ჯავახიშვილის სახ. თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი. თსუს დაკნინება მოახერხეს წინა რეჟიმის დროს. ეკლესიამ, ამ დრომდე, მძლავრი ზეწოლის მიხედავად, პატრიარქის და მრევლის წყალობით გაუძლო შემოტევას. ამიტომაც, მიმართეს მათ ამ უკიდურესად უზნეო პროვოკაციას. ერის საუბედუროდ, არცთუ უშედეგოდ.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა თუ შემცირდა თქვენი ნდობა ქართული მართლმსაჯულების მიმართ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა თუ შემცირდა თქვენი ნდობა ქართული მართლმსაჯულების მიმართ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები