კვაზირელიგიის დამკვიდრება ანუ მიდის თუ არა ეკლესია სახელმწიფო რეგულაციების წინააღმდეგ
კვაზირელიგიის დამკვიდრება ანუ მიდის თუ არა ეკლესია სახელმწიფო რეგულაციების წინააღმდეგ
კვაზირელიგიის დამკვიდრება სურთ იმ ადამიანებს, რომლებიც არასოდეს ყოფილან ქრისტესთან თანაზიარებაში. უღმერთო ადამიანები შანსს არ უშვებენ ხელიდან, რომ ქრისტეს ეკლესია არ შეურაცხყონ, არ განიკითხონ... სოციალური ქსელის ჩართვა აღარ მინდა, იმდენჯერ შემხვდა ბოლო დროს სიტყვა: "ბნელი", "ბნელები", ვიფიქრე ქრისტეში თუ სიბნელეა, მაშ რაღა უნდა იყოს ნათელი.

ეკლესიის მიმართ ამ მიზანმიმართულმა აგრესიამ დამაწერინა ეს ბლოგი. ბუნებრივია, მე რომის პაპზე უკეთესი კათოლიკე არ ვარ, მაგრამ ჩემი თავი მინდა დავარწმუნო იმაში, რომ ეს არ არის
სიბრიყვით გამოწვეული, არამედ ეს არის მიზანმიმართული ბრძოლა...

ზიარების საიდუმლო არის ღვთიური საიდუმლო, რომელიც გაცილებს ცოდვებს და აქედან გამომდინარე, დაავადებებს. გაჯანსაღებს, სულიერად გაძლიერებს, გიცავს განსაცდელისგან. საღვთო ზიარებას მომაკვდავი ადამიანებიც მოუბრუნებია სიცოცხლისაკენ. სიმსივნით დაავადებულებიც განუკურნავს და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ნორმალურია, რომ განსაცდელის ჟამს ქრისტეს ეკლესიას
აკითხავენ სულის გადასარჩენად, გარეგნული ბოროტი ძალების დასათრგუნად.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღეს ადამიანებმა, რომლებიც ორი სამი კვირის განმავლობაში მარხულობდნენ იფიქრეს, შესაძლოა გართულდეს უფრო სიტუაცია, არავინ იცის როგორ განვითარდება პროცესები, არ დავრჩეთ უზიარებელი დიდ მარხვაშიო და მეორე დღეს ამის გამო მივიდნენ ეკლესიაში.

არავითარი ჯიბრი და რეგულაციების იგნორი ამაში არ ყოფილა. ეს იგივეა, თავი მტკიოდეს საშინლად, ვიცოდე სად დევს წამალი და არ მივიდე გამოსაყენებლად იმის შიშით სხვა რას იფიქრებს, ან სხვა არ იყენებდეს მას სამკურნალოდ.

მიუხედავად იმისა, რომ მრევლი ეკლესიაში გამოცხადდა (რაც გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე სხვა ადგილებში და ამაზე მოგვიანებით დავწერ) ზოგმა მოძღვარმა ზოგს უთხრა, რომ ემოციურად არ შეეხედათ ამ საკითხისთვის. შეეძლოთ სხვა დროს ზიარებულიყვნენ. მოთმინებაში გაძლიერებულიყვნენ და ბევრი ხალხი რომ არ ყოფილიყო ნაწილი სახლში გაუშვა. რამდენიმე ეკლესიამ მოახერხა და მრევლის წევრების დისტანცირება შეძლო ერთმანეთისგან.

არ არის აუცილებელი ყველა ხედავდეს სინათლეს. ყველას სწამდეს... ყველას ერთნაირად მოსწონდეს რაღაც, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ქრისტეს სისხლთან და ხორცთან ზიარება თვითონაა სიცოცხლისა და ღვთიური ენერგიის წყარო და როგორ შეიძლება ის რაიმე სახით სახიფათო იყოს?

მეორე დღესვე, როდესაც კორონა ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 47-დან 53-მდე გაიზარდა, მთელი ქარცეცხლი დაატყდა ეკლესიას და მის მსახურებს. თითქოსდა ხელისუფლების და ექიმების თავდადებას ეკლესია წყალში ყრიდა.
თუმცა, არანაირი წყაროთი არ დასტურდება, რომ კიდევ რამდენიმე ადამიანის დაინფიცირება ეკლესიის წიაღიდან მოხდა. ეს ერთი. მაგრამ მთავარი ის არის, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე ხალხის უმრავლესობა სუპერმარკეტებში გაიქცა და იქ იყო მაპატიეთ და ზედახორა. თუმც, არსად მომისმენია სუპერმარკეტის მენეჯმენტის დამცირება და ლანძღვა.

რაც შეეხება მთავარ თემას: ერთი კოვზით ზიარების ამბავი საერთოდ არ არის კორონავირუსის საფრთხეებთან დაკავშირებული. "დაგუგლეთ" გთხოვთ და ნახავთ, ვისგან და რამდენი ხნით ადრე დაიწყო ამაზე საუბარი. მაშინაც, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის საფუძვლით. კორონა ვირუსმა კი სულზე მოუსწროთ და გაამძაფრეს კრიტიკა ამ მხრივ. ეს უკვე მანიშნებელია მიზანმიმართული შეტევისა იმაზე, რაც წმინდაა და ძალა აქვს.

როგორი მატერიალისტური საზოგადოება ვართ. ვაჯერებთ ჩვენს თავს, რომ გვჭირდება საკვები, წყალი, წამლები მხოლოდ და არავითარ შემთხვევაში სული. ძალიან ხშირად ხდება, რომ ვიცავთ ცოდვას და არა სიკეთეს. ოდნავ სულიერნი რომ ვიყოთ ყველა სიტუაციაში მტრის ხატის ძიებას არ დავიწყებდით. აი, ყველა კარგად იქცევა და ის ერთი (ამ შემთხვევაში ეკლესია) წყალში ყრის ყველაფერს. სოც. ქსელი ამის ნათელი მაგალითია.

მთელი ჩემი ბლოგები მიმართულია იქითკენ, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე დადგენილ წესს უნდა იცავდეს ერიც და ბერიც. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ეკლესია სწორად მოიქცა. მას თავი არ აურიდებია სოციალური პასუხისმგებლობისთვის. არც ის უთქვამს, რომ არ ითვალისწინებს სახელმწიფო რეგულაციებს.

რაც შეეხება ზოგად წესებს ათ კაცზე მეტის შეკრების დისტანციის დაცვის, პირადი ჰიგიენის და სხვა, ყველგან ერთნაირია არა? მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღე დასჭირდათ წესრიგის დასამყარებლად სუპერმარკეტებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელიც გადაჭედილი იყო და ასე შემდეგ, აგრესია მაინც ეკლესიის წინააღმდეგ წამოვიდა.

მოკლედ, ვფიქრობ რომ რთულ სიტუაციაში სახელმწიფოც და ეკლესიაც ერთმანეთის წინააღმდეგ კი არა, როგორც ამას უღმერთოები წარმოაჩენენ და სურთ კვაზი რელიგიის დამკვიდრება, არამედ ერთად უნდა მოქმედებდეს. ოქროს შუალედი კი ქვეყნის პასუხისმგებელმა პირებმა იმ ადამიანებთან ერთად უნდა გამონახონ, ვისთვისაც საღვთო წირვა ერთი რიგითი რიტუალი, რაღაც ამოჩემებული ქცევა და დაცინვის საგანი კი არ არის, არამედ ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობის უმაღლესი საფეხურია.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

მკითხველის კომენტარი (19)
ნინო ცხვარაშვილი ავტორი
29 მარტი 2020 15:59
მკითხველს:
მე ვარ კანონმორჩილი ადამიანი და დადგენილ წესებს, ხან ვიცავ და ხან არა კიარა, სულ ვიცავ. აქ ვწერ იმ კონკრეტულ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღეზე, შანსი რომ მიეცათ იმათ, ვინც არასოდეს დადის ეკლესიაში და არ იცის რას ნიშნავს ზიარების სიხარული, გაელანძღათ მსახურნი. სადაც არ არის წმინდა ზიარება იქ არის ეკლესია.
ჩვენი რელიგია არ არის ფანატიზმი!!! ეს არ არის რიტუალი რიტუალისთვის, როდის როგორ გინდა ისე შეცვალო! როგორც პური სჭირდება ჩვენს სხეულს, ისე სჭირდება სულს საკვები! თუკი ჯერ არ ხურავენ სასურსათოებს, რატომ არის სალანძღავი ეკლესია სრულად დაიხურება თუ არა?! და თუ სრული კარანტინი გამოცხადდა ქვეყანაში, რომელმა მღვდელმა თქვა რომ არ დაემორჩილება?
დღეს ეკლესიაში მამაოებმა გააფრთხილეს, რომ ბავშვები აღარ მიიყვანონ. ეს იმიტომ, რომ შესაძლოა ბავშვს, რომელსაც გაცილებით ძლიერი იმუნიტეტი აქვს და შესაძლოა იყოს ვირუსმატარებელი არ დააინფიციროს სხვა.
დღეს რამდენიმე ეკლესია შემოვიარე და გაციებით ცოტა ხალხისა და სწორად იცავენ წესებს ვიდრე ლურჯ ავტობუსებში, სადაც თავზე მეჯდა ვიღაც.
ჰო, ეგეც უღმერთოების მოგონილია მორწმუნეთა დასაცინად, რომ მაინცდამაინც ეკლესიაბში უნდა ილოცონ. არა ბატონო, თუ ამის საჭიროება დადგება პირველ რიგში სამღვდელოება ეტყვის მრევლს. შეგიძლია ილოცო უდაბნოში და თუ წმინდაა შენი გული და საქმე შესმენილ ქინება.
რაც დღეს ხდება არის ტესტი მთელი მსოფლიოსთვის. ყველაფერს დრო გამოაჩენს.
!!!!!!!
29 მარტი 2020 15:19
ხვალ რომ ცას ანგელოზები მოეფინონ, უღმერთო გამოვა და იტყვის, ხომ გეუბნებოდით უცხოპლანეტელები არსებობენო....
დიოგენე
29 მარტი 2020 14:19
რატომ ბლოკავთ? რისი თქმა გინდა ამ სტატიით ბლოგერო ვერ გავიგე, ანუ, ეკლესიაში უნდა იაროს ხალხმა და ერთი კოვზით ეზიარონ? თუ საგანგებო მდგომარეობის დროს მოქალაქეების ქცევა დამოკიდებულია იმაზეა თუ ვის რა და ვისი სჯერა, გამოდის რომ ყველა ადამიანს შეუძლია აკეთოს ის რაც უნდა და ეს გაამართლოს იმით, რომ მას ამის სჯერა. დღეს კაცობრიობის ბრძოლა მიმდინარეობს პანდემიის წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში იზღუდება ადამიანის კონსტიტუციური უფლებები და ეს უნდა აღიაროს ყველამ, მიუხედავად იმისა ვის რისი გვჯერა. ეკლესიას რისი დამტკიცება უნდა ამ სიტუაციაში? რომ არის საზოგადოების ის ნაწილო რომელსაც პანდემიის არ სჯერა, ან არ ეშინია, თუ იმის რომ შეუძლიათ ამ პანდემიის დამარცხება? არ შევეხები "მჯერა - არ მჯერას" ან "მეშინია - არ მეშინიას" განხილვას, მაგრამ თუ ის ფიქრობს, რომ მას შეუძლია ამ პანდემიის დამარცხება, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და სახელმწიფოს შესთავაზოს ამ კრიზისული სიტუაციის მართვის საკუთარი გეგმა და ჩაანაცვლოს კრიზისების მართვის ჯგუფი საკუთარი წარმომადგენლებით და მიიღოს გადაწყვეტილებები რომელიც სავალდებულო იქნება ყველა მოქალაქისთვის (დამერწმუნებით რომ ამას არც თვითონ გაბედავენ და საბედნიეროდ არც ნებას დართავენ, მაგრამ მაინც) ამ შემთხვევაში გამოჩნდება მათი უნარი და შესაძლებლობა ამ პანდემიის დამარცხებაში. თანაც თუ ეს გამარჯვება მხოლოდ ეკლესიაში მხოლოდ კვირას მისვლით და ზიარებით შემოიფარგლება, გამოდის რომ ეს ეკონომიკურადაც არ არის წამგებიანი და სხვა ქვეყნებმაც შესაძლოა გამოთქვან სურვილი გამოცდილების მიღებისა. თუ ეკლესია არ არის მზად ამისთვის, მაშინ მან თავი უნდა აარიდოს ისეთი განცხადებების გაკეთებას რომელმაც ხელი შეიძლება შეუშალოს საგანგებო მდგომარეობის განხორციელებას და პირიქით, ვირუსის გავრცელების მთავარი წყარო კი გახდეს ამ ბრძოლაში. მთავარი იმიტომ რომ, სხვა წყაროები როგორიც არის თავშეყრის ადგილები: სასაზღვრო-გამშვები პუნქტები, აეროპორტები, გასართობი ცენტრები, კვების ობიექტები და ა.შ. დახურულია ან საგანგებო მდგომარეობის შტაბის მართვის და მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფება. თანაც როგორც კომპეტენტური პირები აცხადებენ, გავრცელების პიკი ჯერ არ დამდგარა და სიტუაცია უფრო დამძიმდება, რომელსაც უნდა შეხვდეს მზად ჯანმრთელობის დაცვის სისტემა. ამ რეალობაში ეკლესიის მოწოდება წირვაზე დასწრების შესახებ, იწვევს გაურკვევლობას და შესაბამისად ბევრ კითხვას მოქალაქეებში, მიუხედავად იმისა ვის რომელი ღმერთის და რა დონის რწმენა გააჩნია. ამ ყველაფრის შედეგად უამრავ ადამიანს ისეთი შთაბეჭდილება შეიძლება დარჩეს რომ, ეკლესია გაურკვევლობაშია და ვერ ახერხებს ჯანსაღ დისკუსიას საკუთარ რიგებში და ვერ ღებულობს საკუთარი მოქმედებისათვის საჭირო სწორ გადაწყვეტილებას. შესაბამისად სხვადასხვა სასულიერო პირების ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები და შემდეგ ამ ურთიერთსაწინააღდეგო განცხადებების განმარტებითი განცხადებები ერთის მხრივ უფრო მეტად აზიანებს ეკლესიის იმიჯს საზოგადოებაში და მეორეს მხრივ უფრო აშკარა ხდება რომ ეკლესიას როგორც სტრუქტურას ძალიან დიდი პრობლემა აქვს და ეს პრობლემა ალბათ პირველ რიგში მის საკადრო პოლიტიკაშია. რაც შეეხება ამ ბლოგის შინაარსს, ესეც ზემოთ აღნიშნული საეკლესიო პირების ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებების განმარტების მორიგი მცდელობაა, მაგრამ ამ დონის ქაოსის დალაგებას ალბათ უფრო დიდი ინტელექტუალური შრომა სჭირდება, და არა ავტორის მხრიდან, არამედ ეკლესიის სათავეში მყოფი ადამიანების მხრიდან, რათა მომავალში მაინც აიცილონ მსგავსი პრობლემები, რომელიც არამარტო მათ იმიჯს ლახავს, არამედ შესაძლოა ერისთვის უფრო დიდი ზიანის მომტანი შეიძლება იყოს.
Ლუკა
29 მარტი 2020 13:32
Ეკლესიაში თუ არ ვილოცე ღმერთი არ შეისმენს? Სულიერების ხარისხს კონკრეტული შენობა განაპირობებს? Ვისთვის ეკლესიურობა ვისთვის განათლება და შრომაა სულიერება, დავბრუნდეთ უნივერსიტეტებში, სამსახურში, ადამიანთან ურთიერთობა ხომ სულსაც და ხორცსაც საუკეთესოდ აჯანსაღებს.
giorgi
29 მარტი 2020 11:31
სტატიის ავტორს ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხზე. არაფერ შუაში არ არის აქ ეკლესიაზე და რწმენაზე შეტევა. თუ ვერ ხვდებით, მე გეტყვით რამ გამოიწვია ხალხის აღშფოთება. საგანგებო მდგომარეობის მიმართ ეკლესიის მეთაურთა აგრესიულ, ცინიკურ და არაადეკვატურ შეფასებაზე ქონდა ხალხს რეაქცია. იმაზე, რომ ეკლესიამ არ გამოხატა მკაფიო მხარდაჭერა ხელისუფლებისადმი ამ რთულ სიტუაციაში. თუ არა დღეს, მაშ როდის სჭირდება ქვეყანას ეკლესიის გვერდში დგომა?! და ამ დროს ეკლესია რას აკეთებს?!
პ.ს. გამონაკლის შემთხვევებზე არ მაქვს ლაპარაკი. საბედნიეროდ არიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე სასულიერო პირებიც ეკლესიაში და უფალმა გვიმრავლოს ასეთი მამაოები.
.
თბილისი
28 მარტი 2020 23:47
რა თქმა უნდა მიზანმიმართული ბრძოლაა! პაატა იმნაძის და ამირან გამყრელიძის მაგალითიც საკმარისია ამის საილუსტრაციოდ. ამ ხალხს ხოტბას ასხამდნენ(და იმსახურებენ კიდეც), მაგრამ ზედ გადაუარეს, როცა მათ ეკლესიის მიმართ პატივისცემა გამოხატეს.
antikorona
28 მარტი 2020 22:29
ყოჩაღ....ყოჩაღ....
შენ მერე ნახე კორონას მერე რა ამბები დატრიალდება
მერე უფრო ნათლად გამოჩნდება ვის რა უნდა და საით მიჰყავთ მსოფლიო
ადამიანი
28 მარტი 2020 19:18
ანუ, დროებით შეზღუდვებს და აკრძალვებს რაც უმთავრესია ამ ეპიდემიის შესაჩერებლად, ხან ემხრობით და ხან არა?
Elisabedi
28 მარტი 2020 16:38
100% getanxmebit,sruli simartlea!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები