გამოგვეპარა, რომ რობერტ სტურუას "თამაშის დასასრული" - კაცობრიობის სიტყვაა ანუ რას ვიტყოდი ძალადობაზე
გამოგვეპარა, რომ რობერტ სტურუას "თამაშის დასასრული" - კაცობრიობის სიტყვაა ანუ რას ვიტყოდი ძალადობაზე
ნუთუ დავაგვიანე? იქნებ ჩემი ხმაც მივაწიო-მეთქი ნინუცა მაყაშვილის ამბავს... შესაძლოა, საზოგადოებამ ორთქლი გამოუშვა და ძერასავით ახალ "მსხვერპლს" ეძებს "დასაკორტნად", მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, ასე დავიწყებ: ვგმობ ძალადობას, მით უფრო - ქალის მიმართ ჩადენილს, მაგრამ ბავშვმა რა დააშავა ან კაცმა? ვფიქრობ, საზოგადოებას ამა თუ იმ პირის ლინჩის წესით გასამართლება და ერთჯერადად ორთქლის გამოშვება უფრო იზიდავს, ვიდრე - სისტემური ცვლილებები.

ირონია იქით იყოს და, ვიდრე სისტემური ცვლილებების საკითხთან მივალ, უნდა ვთქვა, რომ ძალიან
ძნელია ძალადობაზე ხმამაღლა საუბარი, მით უფრო, როცა მოძალადე არის შენი ოჯახის წევრი. როდესაც შენ ხარ მსხვერპლი, დამნაშავედ შენვე გრძნობ თავს, "პატარავდები", შენვე გრცხვენია და ხმას ვერ იღებ...
მაგრამ ნინუცას შემთხვევაში მაინც დამრჩა განცდა, რომ უკვე გამარჯვებული იყო ის ამ სტრესთან, ტვირთი უკვე მოხსნილი ჰქონდა, ჰკითხეს
ერთ-ერთ გადაცემაში სპეციფიკიდან გამომდინარე და თამამად მოყვა, და არა ის, რომ შენ ხმას ვერ იღებ და მე ეს შევძელი.

შეიძლება ვცდები, მაგრამ, წესით, ყველა უნდა ვხვდებოდეთ, რომ მოძალადე საზოგადოებაში ვცხოვრობთ. ამ საზოგადოებას თუ სჭირდება, სალანძღავი სიტყვა კრიტიკული ხდება, კრიტიკული - სალანძღავი. როდესაც სჭირდება, თავისუფლება ეზღუდება, სჭირდება - პირად ცხოვრებაში ცხვირს გიყოფს, როცა სჭირდება, ეს - დარღვევა ხდება, როცა არადა - სიძულვილის და ძალადობის ლექსიკის მთელი კასკადი ისმის...

მე ის პატარა გოგო - ნინი გამახსენდა, სულ ცოტა ხნის წინ უარყოფილი რომ აღმოჩნდა მთელი საზოგადოებისგან. საზოგადოება რა? მთავარია, რა ხდება ოჯახში. ვფიქრობ, რომ თუ ოჯახს ნორმალური ურთიერთობა აქვს შენთან, ცხოვრებაში რა პრობლემაც უნდა შეგხვდეს, არასოდეს გახდები არც მოძალადე და არც თვითმკვლელი. ის ოჯახმა გაწირა, მაგრამ რა ქნა საზოგადოებამ? - კიდევ ერთხელ ბოლის გამოშვება სცადა. როგორ მინდოდა მიტინგზე გასაპროტესტებლად წასვლა, მაგრამ ოპოზიციურ მიტინგს შეერია და თემა ჩაიკარგა. დაანონსებული აქციები (არამომგებიანობის თვალსაზრისით) გააუქმა. ეს ერთი მხარეა, ცხელ გულზე შესაძლოა გააპროტესტო, მაგრამ ქუჩით ხომ ვერ მართავ საკითხს, არა? არადა - ასეა. თუ ამ კუთხით ჩაცხრა სიტუაცია, საკითხიც არააქტუალური ხდება, ძალადობა კი ძალადობას მოსდევს. საქმე ის არის, რომ მიტინგზე რა უნდა მოვითხოვოთ, ისიც არ ვიცით. სად არიან კომპეტენტური და დაინტერესებული პირები, რომლებით დასხდებიან და ჩამოაყალიბებენ, რაში უჭირს სისტემას.
ბესო ზანგურს პირადად არ ვიცნობ, სპექტაკლში მყავს ნანახი, მაგრამ თუ არ ვცდები, თავის დროზე თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა. გამოდის, რომ ოდესღაც თვითონაც ძალადობის მსხვერპლი იყო... ერთმა ძალადობამ კი მეორე ძალადობა შვა...

საერთოდ, არ ფიქრობთ, რომ ქართველი კაცების უმრავლესობას კომპლექსები სჭირს? როდესაც ვადანაშაულებთ, გაიხსენეთ ვინ და როგორ ზრდის მათ. პასუხისმგებლობის უდიდესი წვლილი ქალებზე მოდის. დედებს ჰგონიათ, რომ ბიჭი-შვილები მათი საკუთრებები არიან (მამებსაც), მერე ისინი იზრდებიან და ცოლები ჰგონიათ საკუთრება. ბიჭებს ოჯახში თავიდანვე უნერგავენ, რომ ისინი არიან მთავარნი. ოჯახში ტვინს უჭედავენ, რომ ისინი კაცებად უნდა გაიზარდონ და არა - ადამიანებად. მოკლედ, ბევრი ფაქტორია, რაც შესაძლოა აყალიბებდეს მათ მოძალადეებად.

შესაძლოა, საკითხს ბევრ სხვადასხვა კუთხით ვეხები, მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს ერთი მთლიანი ჯაჭვია. 2006 წელს საქართველოს პარლამენტმა პირველად მიიღო კანონი ძალადობის შესახებ. მას შემდეგ რატომ დაგვჭირდა 10 წელი იმისთვის, რომ შსს-ში ჩამოყალიბებულიყო სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც გენდერული ნიშნით გამოიკვლევდა საქმეს. რატომ დაგვჭირდა კიდევ რამდენიმე წელი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მეტად ამუშავებულიყო და მსხვერპლისთვის თავშესაფარი გაჩენილიყო? კიდევ რამდენი წელი გვჭირდება, რომ სისტემის ხარვეზები ამოვავსოთ? როდის აღარ დაგვაკმაყოფილებს ძალადობაზე ძალადობის ლექსიკით ლაპარაკი და ქუჩაში ბოლის გამოშვება მხოლოდ? როდის მივეჩვევით, რომ ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ გადავვარდეთ?

როდის დადგება ის დღე, როდესაც ვიღაცის კომენტარები კი არ იქნება მთავარი, ან მთელი საზოგადოების გალანძღვა, არამედ - კანონი და სისტემა, რომელშიც განისაზღვრება: ჩაიდინა დანაშაული? რა სიმძიმის არის, რა ეკისრება, რამდენი ხნით და როგორ? მთელი ცხოვრება უნდა დავსაჯოთ და მთელ მის სამსახურს ბოიკოტი ვუცხადოთ პერიოდულად? არა, ბატონებო, რაღაც არ მგონია სწორი. ამას წინათ ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას ფრაზა - "ძილის ყაყანი" გამოვიყენე და სწორედ ამ აჟიტირებულმა საზოგადოებამ ამ “ძილის ყაყანს“ დაარქვა სამართლიანობა, დემოკრატია, თავისუფლება... სინამდვილეში რეალობა სხვაა. ჩვენ თვითონ ვირჩევთ იმას, რაც ხდება ჩვენს თავს, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ოჯახებში...
ამ "ძილის ყაყანში" კი გამოგვეპარა, რომ რობერტ სტურუას "თამაშის დასასრული" - კაცობრიობის სიტყვაა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (1)
არა ტროლი
13 ივნისი 2021 11:20
ვინაა?
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები