ვაქსერები ანტივაქსერებს .... და მე ვინ ვარ ამ დროს?
19-08-2021
ვაქსერები ანტივაქსერებს .... და მე ვინ ვარ ამ დროს?
რატომ არ აღმოჩნდა ჩემს სივრცეში ის ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც იმ აბსურდულ ან გამოგონილ ტექსტებს სერიოზულად წერს, რაზეც დანარჩენი საზოგადოება ილანძღება. ტიპაჟები და ამბების ნამდვილობა მაინტერესებს. შესაძლოა, ვიღაც ეჭვს ან შიშს გამოთქვამს, მაგრამ ის, რაც აბსოლუტური დამამცირებელი ტონით იდება და მერე უშვერი სიტყვებით ილანძღება, ვიღაც ვირტუალური, მაინც მგონია, რომ ვაქსერების მოგონილია. აი, თუ მართლა მოგონილია, ვის სჭირდება ამხელა აგრესია და ხალხის ერთმანეთის დაჭმა ამ უსერიოზულეს პროცესში, მართლა მაინტერესებს.

სოციალური
ქსელი მეზიზღება უკვე, თან ეს ერთნაირი პოსტები, უკლებლივ ყველასთან დევს დიდი გონორით, - მათ იციან, შენ არაფერი იცი! მათ კითხვა არ აქვთ, შენ როგორ გაგიჩნდა შეკითხვა! ამ ადამიანებმა იციან, რომ აუცილებლად გა
დარჩებიან, როგორ მოქმედებს, რა შედეგებს მივიღებთ... იციან ის, რაც ჯერ მსოფლიოს ექიმებმა არ იციან და დაზუსტებით ვერაფერს ამბობენ.

და, მეორე წუთში ლანძღავენ იმას, ვინც ჯერ არ აიცრა, შენ გამო ვრცელდება ვირუსიო. ეს ხომ აბსურდია. ეს ერთი და კიდევ, აბსოლუტურად ნონსენსია, სრულად ვაქცინირებულს ეშინოდეს აუცრელის. ჯერ ამბობდნენ, აიცერით, აღარასოდეს დაავადდებითო. მერე, საიდან მოიგონეთ, რომ არ დაავადდებით, მაგრამ იოლად გადაიტანთო... ეჭვი მაქვს, მომავალ წელს იტყვით განა არ დაიღუპებით, მაგრამ, თქვე ბნელებო, მეხუთედ და მეექვსედ რატომ არ იცრებითო?
ჰოდა, თუ ორჯერ აცრილი ხარ და მაინც ვირუსმატარებელი შესაძლოა გახდე, როგორ არის აუცრელი ადამიანი საშიში შენთვის? ლოგიკურად, პირიქით არ არის?
მე არ ვარ ანტივაქსერი! ვერ ვიტან ამ გულგრილობას!

და, სერიოზულად ვსვამ შეკითხვებს: ვის სჭირდება ამხელა აგრესია ადამიანებში?! ვის სჭირდება ამხელა გაუკონტროლებელი ინფორმაცია? ვის სჭირდება საკითხის პოლიტიზირება? ვის სჭირდება ადამიანების დაშინება? ვის სჭირდება მოსახლეობის დაყოფა? ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ყოფილიყო სუფთა ფაქტები და პროცესების გაანალიზებით მიყოლა, ამხელა ეჭვი საზოგადოების ნაწილში ნამდვილად არ გაჩნდებოდა და დღეს გაცილებით ბევრი ადამიანი იქნებოდა აცრილი.

თან ეს აბსოლუტური შეურაცხყოფა, უმეტეს შემთხვევაში, მიდის სასულიერო პირებთან. მოდი, მე ვიტყვი ჩემს მოსაზრებას. თუმცა მანამდე კიდევ ერთხელ ვამბობს, - მე არა ვარ ანტივაქსერი. არც იმას დავწერ, ერთხელ ავიცერი თუ ორჯერ. არც ცნობას გამოვფენ ჩემს გვერდზე არასდროს და, საერთოდ, გმირობა გჭირდება, იგივე პოსტები არ წერო ან იგივენაირად არ აზროვნებდე, რასაც სხვები აკეთებენ. მე ვერ დავცინი ადამიანებს.
სასულიერო პირებთან ვკონტაქტობ და არსად გამიგია ვინმე, შიდა საუბარშიც კი უკრძალავდეს მლოცველს აცრას. როგორც მთელ მსოფლიოში, ისინიც ამბობენ, რომ ვაქცინა არის ნებაყოფლობითი. რა უფლება აქვს პოლიტიკოსს, ჟურნალისტს და მით უფრო - მოქალაქეს, ლანძღოს სასულიერო პირები იმის გამო, რომ საკუთარ მრევლს არ ავალდებულებს აცრას?

შეუძლებელია ყბადაღებულ "დაჩიპვაზეც" არ ვთქვა. ჯერ ერთი, ეს პროცესი მსოფლიოში დაწყებულია ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად. მაგრამ, რა კავშირი აქვს ამას სულიერებასთან? როცა ჩვენს ქვეყანაშიც გაჩნდება მსგავსი საშუალება, შესაძლოა ვიკითხო, მე რომ ანემია მაქვს და სხვა ჯანმრთელია, "სისტემა" რომ დახარვეზდეს, რამე გავლენას იქონიებს ჩემზე თუ არა? ჩემი ნების გარეშე ვინმე შეძლებს ჩემი მონაცემების გამოყენებას?...პირობითად ვწერ, სუფთა ტექნიკურ შეკითხვებს, რაც შეიძლება გამიჩნდეს იმ დროისთვის, მაგრამ რა კავშირი აქვს სულიერებასთან? გულიდან როგორ წამართმევთ ქრისტეს?...

"ვიღაცებს" გინდათ წარმოაჩინოთ ქრისტიანი ყველაზე ბნელ და მშიშარა ადამიანად და ეს ასე არ არის!
ამ საკითხს აუცილებლად გავშლი ერთ დღეს.
ახლა მაინტერესებს ის ტიპი, რომელმაც თქვა, რომ კოვიდი არ არსებობს. ესეც ვაქსერების მოგონილი მგონია. მე რაც გამიგია, ასეთი მოსაზრებაა, რომ თუ ეს სპეციალურად გაშვებული ვირუსი არ იყო და არ არის ბაქტეოროლოგიური ომი და არის სახეცვლილი ვირუსი, გრიპი ყოველთვის კლავდა (გადახედეთ ძველი წლების სტატისტიკას). ის ვირუსი, ჩვეულებრივ გრიპს რომ ეძახდით და 37 სიცხიანები სამსახურებში დადიოდით, ან სხვისი თანდასწრებით ახველებდით და აფურთხებდით, კლავდა, ბატონებო! როგორ შეიძლება, აი, ამ დონეზე დაამახინჯო ინფორმაცია იმისთვის, რომ სხვა დაამცირო.

ამას წინათ, ტელევიზიით "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი გამოვიდა, ჰაიტიზე ერთ დღეში ყველა აცრეს და ჩვენ ჩამორჩენილები ვართო. იმ წამსვე დავგუგლე. მოსახლეობის რაოდენობიდან დაწყებული ყველაფერი ამოვაგდე და 10 პროცენტი სიმართლე არ იყო პოლიტიკოსის ნათქვამიდან. სამაგიეროდ, ამ ე.წ. პოლიტიკოსმა მთელი საღამო ლანძღა ჩვენი ქვეყანა და ხალხი. არანაირი ანალიზი, არანაირი გამოსავლის გზები.

რაც შეეხება ვაქცინას, ეს არის ხელოვნური იმუნიტეტი. საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აუცილებელია, დავახმაროთ ის ჩვენს ჯანმრთელობას, მაგრამ კეთროვანივით გარიყული რომ ხდება ინფიცირებული ადამიანი, მეორე მხრივ, ფანატიკურად მხოლოდ აცრაზე დამოკიდებული, რაღაც ვერ მგონია საქმე კარგად. თუ არ გვექნება ჯანსაღი საკვები, თუ არ დავუბრუნდით მიწას, თუ არ ვისუნთქეთ ჟანგბადი, როგორ გადავრჩებით თუნდაც 27 ვაქცინის შემდეგ? ის, რაც ხდება ჩვენს თავს და მსოფლიოში, იმ უკუღმართი ზნეობის, გულგრილობის და უგრძნობლობის ბრალია, რასაც ყოველდღე ჩავდივართ ადამიანები.

ვთვლი, რომ მეტი კონცენტრირებაა საჭირო იმისთვის, რომ ვაქცინაციის კამპანია სწორად წარიმართოს, მაგრამ ხელისშემშლელი ფაქტორები გაცილებით მეტია. ვის გჭირდებათ ეს?

რომ ვაკვირდები, ვინმე სწორი ინფორმაციის გამოკვლევით კი არ არის დაინტერესებული, არამედ - საოცარი ფონია შექმნილი სპეკულაციებისთვის და სპეკულანტებს მოწინავე ადგილები აქვთ დაკავებული. ამიტომ, თუნდაც მცირე შიში ან გაჩენილი კითხვა მოქალაქეების მხრიდან, დასაცინი ხდება. ეს პროცესი რაღაც სხვა ამბის დასაწყისი ან საფუძველის მომზადება მგონია, რომელზეც სხვა დროს დავწერ. ეს არაზომიერება ყველაფერში კი, აშკარად უკურეაქციას ქმნის. და, მართლა არ მესმის, თუ დავივიწყეთ ურთიერთპატივისცემა და სიყვარული, რის გამოც ფასობს სიცოცხლე, მაშ რაღა აზრი აქვს რობოტად ქცეული ადამიანის გადარჩენა-არგადარჩენას?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მარი
22 აგვისტო 2021 00:18
100 %-ით ვეთანხმები ავტორს!!! მადლობა ამ სიმართლისთვის! დიდი სირცხვილი და უზნეობა მგონია ეს ვაქსერები-ანტივაქსერების დაპირისპირება. მთელი მსოფლიოს მაშტაბით ვადევნებ თვალს მიმდინარე მოვლენებს და სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება როგორც პროვაქსერების, ასევე ანტივაქსერების მხრიდან!!!
ცხვარაშვილი
20 აგვისტო 2021 16:04
"ესაძლოა, ვიღაც ეჭვს ან შიშს გამოთქვამს, მაგრამ ის, რაც აბსოლუტური დამამცირებელი ტონით იდება და მერე უშვერი სიტყვებით ილანძღება, ვიღაც ვირტუალური, მაინც მგონია, რომ ვაქსერების მოგონილია." - მეტის წაკითხვა აღარ არის საჭირო.
გიორგი
19 აგვისტო 2021 17:23
აი ეს პოსტი საქვეყნოდ უნდა გახდეს ცნობილი,აბსოლიტური ჭეშმარიტებაა აქ დაწერილი..

დიდი მადლობა ამ ადამინას ჩემგან...

რედაქტორის რჩევით
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თვის კითხვადი სტატიები