ილონ მასკის ცდა ძაღლებზე, ანუ იქნება თუ არა მეორედ მოსვლა?
22-09-2021
ილონ მასკის ცდა ძაღლებზე, ანუ იქნება თუ არა მეორედ მოსვლა?
"ქვეყანაში არსებული კანონები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ღვთისგან დადგენილ კანონებს. სხვა შემთხვევაში, როგორი განვითარებულიც უნდა იყოს სახელმწიფო მატერიალურად, დიდი სულიერი პრობლემების წინაშე დადგება. ვაფრთხილებ ჩვენს ხალხს, ჩვენს მორწმუნეთ, იყავით დაკვირვებული, ნუ დაკარგავთ ჩვენს სარწმუნოებას, მიწიერ საცდურზე ნუ გაცვლით მარადიულ ცხოვრებას, თორემ მერე გვიან იქნება..."
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.

წარმოვიდგინე, ამ სათაურის ქვეშ და განვითარებული მოვლენების ფონზე, უმრავლესობამ, როგორი ცინიკური სახით შესაძლოა წაიკითხოთ ჩვენი პატრიარქის ეს სიტყვები. არა
და, აქ საუბარია უფალზე და არა რომელიმე სასულიერო პირის სურვილებზე.

ჯერ კიდევ ალბერტ ნობელი (რომელმაც დინამიტი გამოიგონა) წერდა: დინამიტის გამოგონების შემდეგ აღარ იქნებოდა ომები, რადგან კაცობრიობა თვითონ გაინადგურებდა თავის თავს. ამ სიტყვების შემდეგ დინამიტი ბევრჯერ კი გამოიყენეს სასტიკ ომებში, მაგრამ კაცობრიობა საკუთარი თავის განადგურების გზას, მართლაც, კარგა ხანია,
დაადგა და ეს სიმძაფრე თვალშისაცემია თანამედროვე მსოფლიოში. რაში შეიძლება გამოიხატებოდეს განადგურება? სინდისის დახშობა, სიყვარულის განელება და სიბილწის გამრავლება ყველგან, - ეს არის მოკლე პასუხი შეკითხვისა. ახლა კი ვრცლად.

თითქოს არ გვახსოვდეს, სასულიერო პირების დასაცავად "გამოფენილი" ტელევიზიები, ერთი წლის წინ როგორ ამცირებდნენ და ბნელებად მოიხსენიებდნენ მათ. დღეს კი ორი კურდღლის დაჭერას ფიქრობენ: წარმოაჩინონ ეკლესია ყველაზე ბინძურ ინსტიტუციად და თან გვითხრან, მერე რა რომ მღვდელი, მაგალითად, პედოფილია, რა უფლებით უზღუდავს სახელმწიფო მას თავისუფლებას?

მცნებებიდან მოხერხებულად აშორებენ ღვთიური ჭეშმარიტებების კრიტერიუმებს და მარტივად მივყავართ შიზოფრენიის აზრამდე, რომელსაც დღეს საზოგადოებას აჯერებენ ( ადამიანმა თავად შექმნა რწმენა, როგორც ილუზორულ-საინფორმაციო ფუნქცია და ასე შემდეგ) ცრუ სამართლიანობისთვის ბრძოლა ცრუ-რელიგიასთან ერთად, არაერთხელ ყოფილა ომების მიზეზი და დღესაც ასეთი რწმენა წარმოადგენს კაცობრიობის ერთ-ერთ გამყოფ ფაქტორს.
ერთობ ცოტაა სასულიერო პირი, რომელიც სასულიერო საქმეს მხოლოდ ღმერთის სიყვარულით შეუდგა, მაგრამ საერო პირი, თუნდაც მკვლელი, თუკი რეალური სინანულის გზით მივიდა ამ საქმიანობამდე, არანაკლები სათნოებაა.
მიშას დროს დაიწყო ცრუ მღვდლების "ჩანერგვა" საპატრიარქოში და დღეს მართლა სულიერი ადამიანები საშინელ ზეწოლას შეიძლება განიცდიდნენ. მორალი, როგორც ადამიანის მოქმედების შეფასების სისტემა, საფუძველს იღებს მხოლოდ ღმერთში, რომელიც ქმნის სიკეთის აბსოლუტურ კატეგორიას. დღევანდელი მორალი კი არ მიუთითებს ადამიანებს, იარონ აბსოლუტური სიკეთის გზით, არამედ - ასრულებს მათი ავხორცობის დასაკმაყოფილებელ ფუნქციებს. ჰუმანურად მიიჩნევს: სექსუალურ აღვირახსნილობას, ცოლქმრულ ღალატს, აბორტს, სიცრუეს, ცილისწამებას... დასახული აქვთ მიზნად, დააკარგვინოს ადამიანებს ყოველგვარი ღვთიური...

აქედან გამომდინარეობს ის აზრი, რომ თითქოს, განსაკუთრებით ქრისტეს რელიგია ეწინააღმდეგება თანამედროვეობას, განვითარებას. ეს სრული სისულელეა. რა თქმა უნდა, არ არის საჭირო, გაექცე სამყაროს და ჩაეფლო მისტიკური სიმბოლოების ძიებაში და ებრძოლო მათ, როგორც დონ კიხოტი ებრძოდა ქარის წისქვილებს, მაგრამ ქრისტიანმა იცის, რომ სამყაროში სიკეთის გარდა არსებობს ანტი-პოდ-საწინააღმდეგო ძალები.

უშუალოდ მართლმადიდებლობა არ გამოდის პროგრესის წინააღმდეგ, არ აცდენს ხალხს "ნათელი" მომავლის გზიდან, არ აშინებს ჯოჯოხეთური ტანჯვების ფანატიზმით... თუკი ასეთი შთაბეჭდილება გაქვთ, ეს წლების წინ დანერგილი შეფასებებია, - დაეჯერებინათ ხალხისთვის, რომ ეკლესია "ბნელია". ქრისტიანის, როგორც მშიშარას წარმოჩენა, ამ პანდემიის პერიოდშიც ხდებოდა. არადა, ნამდვილმა ქრისტიანმა იცის, რომ შეგნებულად, გონებით უნდა უარყო ღმერთი, რომ ჩაბარდე ეშმაკს.

მსოფლიოს ყველა განვითარებულ სახელმწიფოს გააჩნია უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი - თავისუფალი სინდისის გარანტია. იმის ნაცვლად, რომ ადამიანი მიისწრაფოდეს მორალურ-სულიერი სრულყოფილების გზით უფლისკენ, ის აღმოჩნდება ცრუ სულიერების მრავალფეროვნებაში. ერთიანი, უნივერსალური რელიგიის ჩამოყალიბება - აი, მთავარი მიზანი. სწორედ, ამას ემსახურება ის პროცესებიც, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება.

ავიღოთ ევროპა. არაერთხელ დამიწერია, რამდენად ზედმიწევნით და სწორად არის ადამიანის უფლებები დაცული; რამდენად სწორად არის სისტემა აწყობილი; მაგრამ სურთ, მარადიულად აქციონ მხოლოდ მატერიალური, სიცოცხლე - ქრისტესა და სულის გარეშე.

ერთადერთი, ვინც სიმართლეს გეუბნება, ეს არის მართლმადიდებლობა. ის მთელი პასუხისმგებლობით ადასტურებს ღმერთთან განშორების საშინელ ჭეშმარიტებას. სულიერი დეზორიენტაციის პროცესი დაწყებულია და სულ უფრო ძლიერდება. მატერიალურ-ტექნიკური სამყაროს განვითარება უპრეცენდენტო ეტაპს აღწევს, ამის პარალელურად, სულიერი ცხოვრების დონე იფიტება და უარესდება.

ამასწინათ, ილონ მასკის Neuralink-მა წარმოადგინა ღორი, რომელსაც ორი თვის განმავლობაში ჰქონდა მონეტის ზომის კომპიუტერული ჩიპი თავის ტვინში, რაც აჩვენებდა ადრეულ ნაბიჯს ადამიანთა დაავადებების განკურნებისკენ, იმავე ტიპის იმპლანტით. სითხის შეყვანით კი ძაღლზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა და იქ მიიყვანა, რაზეც ინფორმაცია თავად გადასცა. ფულიანები ფიქრობენ, რომ მსოფლიოს მართვა უღმერთოდ შეუძლიათ...

არ არის გამორიცხული, რომ ადამიანის გონებაზე დაიწყონ ზემოქმედება წლების შემდეგ. ტექნოლოგიური განვითარება არ არის ცუდი! გააჩნია, რისთვის და როგორ გამოიყენებ! ამასთანავე, არ უნდა დავივიწყოთ, - ადამიანს აქვს ღვთისგან მინიჭებული თავისუფალი ნება. შეუძლებელია ყველაფერი რობოტულ-ტექნიკურ ჭრილში გადავიდეს. ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევნის, სიყვარულის, სინანულის უნარი, გრძნობა, რომელსაც დღეს უჩლუნგებენ.
ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ტექნიკა ზღუდავს სულიერებას. ახალი აღთქმის საღვთო წერილები გვამცნობს (თესალ. 5,21), "ყველაფერი გამოსცადეთ, მაგრამ მისდიეთ კეთილს". არც იოანე წინასწარმეტყველი "აპოკალიფსში" არ გვაშინებს ჩვენ მოჩვენებითი საშინელებებით. გვეუბნება, რომ ადამიანი ეშმაკის ცდუნებას მიეცემა ნებით და გათელავს ქრისტეს სულში. დაცარიელებული სული გადაიქცევა ამაზრზენი ვნებების ბუდედ და ადამიანები, მატერიალური კეთილდღეობით დამშვიდებულნი, სრულიად უარყოფენ ღმერთს.

ვინ - ვინ და, მარგინალური ჯგუფები, რომელსაც წამება პოლიტიკის რანგში ჰქონდათ აყვანილი, მეორე მხარეს ეძახიან, შე ცოდვილოო. ხომ მცირე ფიქრია საკმარისი, მიხვდეთ, რამდენჯერ დაგიდგათ ცხოვრებაში "პური ან სულის" საკითხი? რამდენჯერ ირჩევთ ფულს სულის სანაცვლოდ. ყოველდღე ხდება ჭეშმარიტი ღმერთის უარყოფა, ბატონობს დეგრადირებული მორალი, კაცობრიობის უმრავლესობა მატერიალური კეთილდღეობის სანაცვლოდ, ყოველდღე უარყოფს ქრისტეს...

"მიწიერი სამოთხე" ერთ დღეს ნამდვილად შეიქმნება, მაგრამ უდავოდ მოვა ქრისტე მეორედ, რომ ადამიანები, ვისაც სული და გრძნობა ექნება შერჩენილი, გაიყვანოს... კაცობრიობაში სინდისის ქენჯნამ შესაძლოა, შესთხოვოს ცოდვაში გახლართულ სულს, დარჩეს ქრისტესთან, მაგრამ ადამიანების უმრავლესობას სინდისის ხმა დახშული ექნება...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ლაშა
27 სექტემბერი 2021 10:19
მართალია. ბევრი უნდა ვიფიქროთ ჩვენს ცხოვრებაზე და მოვინანიოთ.
nn
24 სექტემბერი 2021 17:46
სრულიად ვეთანხმები

რედაქტორის რჩევით
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თვის კითხვადი სტატიები