მოხარული ვარ, რომ ახლა ჩემს ბლოგს კითხულობ, რომელიც პოლიტიკის გარდა, ყველა აქტუალურ საკითხს შეეხება, ესაა: სოციალური პრობლემატიკა, პირადი საკითხები, სიყვარული, მოგზაურობა, საინტერესო ფაქტები და ა.შ
"1960 -იან წლებში გატუტუცებული მოდელების ყურება მომბეზრდა, თავები ვარსკვლავები ეგონათ, ისენი არ იყვნენ ჩემი მოდელები, მე მაძლევდნენ მითითებებს, იმის ნაცვლად, რომ ჩემი დირექტივები შეესრულებინათ, მე ასეთ მუშაობას ვერ ვეგუებოდი"
მსახიობი და მოდელი პეგი ლიპტონი ძირითადად დევიდ ლინჩის სერიალ "ტვინ პიქსში" შესრულებული როლით არის ცნობილი, თუმცა თავის დროზე მომღერლის საკმაოდ წარმატებული კარიერაც ჰქონდა. ის ქუინსი ჯონსის მეუღლე გახლდათ.
თუ ჯერ კიდევ მწეველი ხართ, შევეცდები ჩემს დღევანდელ ბლოგში ის სასარგებლო რჩევები გაპოვნინოთ, რომელიც სიგარეტისთვის თავის დანებებაში დაგეხმარებათ. ადამააებმა, რომლებმაც დაამარცხეს სიგარეტი, თავიანთ დღიურში აღწერეს გამოცდილება, რომელიც სხვებს ძალიან დაეხმარება.
დღევანდელ ჩემს ბლოგში, მინდა, წარმოგიდგინოთ ის ადამიანები, ვისაც მშვენივრად იცნობთ. ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებმაც დაამარცხეს მოწევის სურვილი, თავიანთ გამოცდილებას სხვებს უზიარებენ. ალბათ დაგაინტერესებთ, ვინ რა სიხშირით ეწეოდა და როგორი გზა გაიარეს ცხოვრების ჯანსაღ წესამდე.