"მომკლავდა, თავი რომ არ დამენებებინა" - ჰოლივუდი და სიგარეტი
"მომკლავდა, თავი რომ არ დამენებებინა" - ჰოლივუდი და სიგარეტი
დღევანდელ ჩემს ბლოგში, მინდა, წარმოგიდგინოთ ის ადამიანები, ვისაც მშვენივრად იცნობთ. ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებმაც დაამარცხეს მოწევის სურვილი, თავიანთ გამოცდილებას სხვებს უზიარებენ. ალბათ დაგაინტერესებთ, ვინ რა სიხშირით ეწეოდა და როგორი გზა გაიარეს ცხოვრების ჯანსაღ წესამდე.

გვინეტ პელტროუ, 43 წლის

მსახიობს მოწევის ხანგრძლივი სტაჟი აქვს. ის დღეში, დაახლოებით,  2 კოლოფ სიგარეტს ეწეოდა. მოწევაზე თავის დანებების მიზეზი გვინეტის ორსულობა გახდა. როდესაც მსახიობს ჰკითხეს, როგორ დაანება მოწევას
You must have Flash Player installed in order to see this player.
თავი, უპასუხა
- "აუცილებლად დაკავდით ისეთი საქმიანობით, რომელიც მოწევისგან გამოთავისუფლებულ
დროს შეგივსებთ და ჩაანაცვლებს ამ მავნე ჩვევას, დაიწყეთ ვარჯიში და ეცადეთ ჯანსაღი საკვები მოიმარაგოთ".

ჯენიფერ ენისტონი, 48 წლის
ჯენიფერი 2012 წლის შემდეგ აღარ ეწევა. რამდენიმე კილოგრამის მომატების შემდეგ პაპარაცები მსახიობის შესაძლო ორსულობაზე ალაპარაკდნენ, თუმცა ეს მხოლოდ უსიგარეტობის "ბრალი" იყო. "მინდოდა მთლიანად გამომედევნა ორგანიზმიდან ის ტოქსინები, რომელიც მწეველობის პერიოდში დამიგროვდა. კი, მე რამდენიმე კილოგრამი მოვიმატე, მაგრამ არ დავნებდი, ცხოვრების ჯანსაღი წესი ავირჩიე, დავიწყე ფიტნესზე სიარული და მალევე ყველაფერი თავის ადგილზე  დადგა, ამჯერად უსიგარეტოდ", - განაცხადა ჯენიფერმა.

ბენ აფლეკი, 44 წლის

მწეველი 20-წლიანი სტაჟის შემდეგ ბენ აფლეკმა მოახერხა და დაამარცხა ეს მავნე ჩვევა, ამის მიზეზი კი,  ფილმში "Smokin’ Aces" მისი როლი გახდა. "მთელი კვირის განმავლობაში, გადაღებების დროს ვეწეოდი 5 კოლოფს დღეში. როდესაც დავასრულე ფილმზე მუშაობა უკვე გული მერეოდა მოწევაზე, უბრალოდ აღარ მინდოდა და დავანებე თავი", - ყვება ერთ-ერთ ინტერვიუში ბენი.

შარლიზ ტერონი, 41 წლის
"ძალიან ვიყავი დამოკიდებული სიგარეტზე, ისე კი არ ვეწეოდი, როგორც ნორმალური ადამიანები ეწევიან, ძალიან, ძალიან ბევრს ვეწეოდი და ეს მომკლავდა, თავი რომ არ დამენებებინა", - ამბობს მსახიობი, რომელმაც მოწევას თავი 2011 წელს დაანება. ამბობს, რომ დღეში სამი კოლოფი არ ყოფნიდა, ამიტომაც დასახმარებლად მოწევის საწინააღმდეგო ჰიპნოზს
მიმართა, რომელსაც ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავებიც წარმატებით მიმართავენ. "არ ვიცი როგორ მოხდა, მაგრამ სურვილი აღარ მაქვს მოწევის" - შარლიზ ტერონი.

კრისტი ტარლინგტონი, 48 წლის
ფილტვების ემფიზემის (ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებების ერთ - ერთი ყველაზე ხშირი ფორმა) დიაგნოზის შემდეგ ექსმოდელმა მოწევას თავი დაანება. ტარლინგტონის მამა ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. ამერიკაში ფილტვის კიბოთი წელიწადში 150 000 ადამიანი იღუპება. ტარლინგტონმა მოწევას თავი ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ დაანება:
"ყველასთვის ცნობილია მედიცინის დამოკიდებულება სიგარეტის მავნებლობის მიმართ. ის, რასაც ადამიანები არ აღიარებენ, მიჯაჭვულობაა, მათ ჰგონიათ, რომ შეძლებენ ნებისმიერ მომენტში დაანებონ თავი, რომ ეს მარტივია, მაგრამ ასე არაა. ვიცი, ბავშვებზე რამხელა გავლენას ახდენს ტელევიზია, ფილმები და ა.შ. ისინი თვლიან, თუ სიგარეტს მოწევენ, დიდი ადამიანის იერი ექნებათ, მაგრამ არ გახდებიან თამბაქოზე დამოკიდებულები, დაანებებენ თავს მანამდე, ვიდრე მათ ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნება. ახალგაზრდებო, გირჩევთ, სჯობს არასდროს გასინჯოთ სიგარეტი, ვიდრე შემდეგ თავის დანებების მტანჯველი პროცესი გაიაროთ, ანაც სიკვდილის გზას ნაადრევად შეუდგეთ".

ენტონი ჰოპკინსი, 79 წლის

მსახიობს სიგარეტისგან გათავისუფლებაში ალან კარის ცნობილი წიგნი დაეხმარა სახელწოდებით "სიგარეტის გადაგდების იოლი გზა", რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ბესტსელერად იქცა. წარსულში მაღალკვალიფიციური და წარმატებული ბუღალტერი ალენ კარი ზომაგადასული მწეველი იყო. ეს ჩვევა სიკვდილს უქადდა. 1983 წელს, სიგარეტის გადაგდების აურაცხელი და უშედეგო მცდელობის შემდეგ, ამ ჩვევისგან სამუდამოდ გასათავისუფლებლად საკუთარი ხერხი შეიმუშავა. მან ნიკოტინისგან თავის დაღწევის მეთოდი ჩამოაყალიბა, რაც წიგნშია აღწერილი. "ეს შიშის წრედია, რომელიც ადამიანს ხელს უშლის დაანებოს თავი მოწევას, არ არის მარტივი, მაგრამ დაუჯერებლად სასიამოვნოა შედეგი", - ამბობს ჰოპკინსი.

ქეით ჰადსონი, 37 წლის

მანამდე ძალიან ბევრი მცდელობის მიუხედავად, მსახიობმა მოწევას ორსულობისას დაანება თავი: "ორსულობა იყო შესაბამისი დრო, როდესაც მივხვდი, რომ უარი უნდა მეთქვა მავნე ჩვევისთვის. შევეშვი სიგარეტს და ჩემი გადაწყვეტილებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში".

ეშტონ კაჩერი, 39 წლის
თანაცხოვრების პერიოდში დემი მურმა შთააგონა მეუღლე მოწევისთვის თავი დაენებებინა.  წყვილი დაშორდა, თუმცა ეშტონ კაჩერი ისევ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ამჟამად მილა კუნისთან, ცხოვრობს.


"უკვე მეშინოდა ჩემი ცოლის"


ბარემ აქვე გავიხსენოთ, როგორ დაანება აშშ-ის ექსპრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოწევას თავი, რომელიც თურმე თინეიჯერობის ასაკიდან ეწეოდა. 2010 წელს მიშელ ობამას დაჟინებული თხოვნის შემდეგ, ბარაკმა გადაწყვიტა მოწევისთვის თავი დაენებებინა და დაიწყო თანმიმდევრული ნაბიჯები თამბაქოს წინააღმდეგ, ერთ-ერთი ასეთი მეთოდი ნიკოტინის საწინააღმდეგო ვარჯიშები აღმოჩნდა, რომელიც ამერიკაში ძალიან დიდი პოპულარობით სარეგებლობს. ვარჯიშის დროს ნიკოტინი გამოიდევნება ორგანიზმიდან. როდესაც ჯერ კიდევ პრეზიდენტს ჰკითხეს, როგორ დაანება მოწევას თავი, მან უპასუხა: "უკვე მეშინოდა ჩემი ცოლის".

P.S. სიგარეტის კვამლი შეიცავს 7000-მდე ნივთიერებას, მათგან 260 ტოქსინია, 69 კარცენოგენი. სიგარეტის მწეველი შეისუნთქავს მის მიერ მოხმარებული ერთი ღერი სიგარეტის ბოლის 15 პროცენტს, პასიური მწეველი, ვინც აქტიური მწეველის გარემოცვაში იმყოფება, იძულებით ისუნთქავს ბოლის და შხამის 75%-ს, იძულებით უშვებს საკუთარ ფილტვებში, კანში და ზოგადად ორგანიზმში. ეს მცირე ინფორმაციაც კი კმარა იმისათვის, რომ დარწმუნდე კლავს თუ არა სიგარეტი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს


მკითხველის კომენტარი (2)
boris kvikvinia
03 ივლისი 2017 22:46
მე ჩემს თავს წავუყენე ასეთი ულტიმატუმი : თუ მოვწევდი ვიქნებოდი კახპის ნამშობი და დედის სახელს ვეცი პატივი!უკვე 20 წელია ერთი ღერი რომ ერთი ღერია არ მომიწევია!თქვენც გირჩევთ დააყენოთ საკითხი საკუთარი თავის მიმართ ასე პრინციპულად და ნახავთ შედეგიც გექნებათ,თუ რა თქმა უნდა საკუთარ თავს პატივს სცემთ1
irakli
04 მაისი 2017 17:39
ალან კარის მეთოდი არის ერთერთი ყველაზე ეფექტური ყველას გირჩევთ მე მისი საშუალებით დავანებე
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.