ცხოვრება ერთად და ცალ-ცალკე - როგორ შეინარჩუნა სამყაროს ყველაზე ექსტრავაგანტულმა წყვილმა სიყვარული?
ცხოვრება ერთად და ცალ-ცალკე - როგორ შეინარჩუნა სამყაროს ყველაზე ექსტრავაგანტულმა წყვილმა სიყვარული?
1905 წლის ივნისში დაიბადა ადამიანი, რომელიც მოგვიანებით მე-20 საუკუნის უდიდესი ფილოსოფოსი გახდა. ბლოგის ამგვარი დასაწყისი ალბათ მკითხველს დააფრთხობს, ამიტომ დღევანდელ ბლოგში მინდა შემოგთავაზოთ ყველაზე არაორდინალური წყვილის ჟან-პოლ სარტრისა და სიმონ დე ბოვუარის სიყვარულის ისტორია.

ჟან-პოლი სარტრი - მე-20 საუკუნის ფრანგული ფილოსოფიის, ეგზისტენციალიზმის და მარქსიზმის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა და სიმონ დე ბოვუარი - ფრანგი ფილოსოფოსი, ესეისტი, მწერალი და ქალთა უფლებების დამცველი ერთმანეთს სორბონის უნივერსიტეტის ეზოში შეხვდნენ, მას შემდეგ მთელი შემოქმედებითი და
პირადი ცოხვრება ერთად განვლეს.

"ყოველი ადამიანი თავისი ცხოვრების შემქმნელი უნდა იყოს",
- ამტკიცებდა სარტრი და ამ ჭეშმარიტებამდე ბავშვობაშივე მივიდა. ნაადრევად დაქვრივებულმა დედამ სარტრს პატარა ასაკში შთააგონა და გარშემომყოფებიც დაარწმუნა, რომ ის აუცილებლად გახდებოდა უდიდესი მწერალი. სარტრი თავის ერთ-ერთ წიგნში წერს:- "მე არ ამირჩევია დიდება და
აღიარება, ის მე მომაკერეს. დიდები თითით მაჩვენებდნენ ჩემს ვარსკვლავს, ვარსკვლავს ვერ ვხედავდი, მაგრამ ვხედავდი თითს და მჯეროდა მათი, ისევე, როგორც მათ სჯეროდათ ჩემი".


სიმონ და ბოვუარმა და ჟან-პოლ სარტრმა ერთმანეთი 1929 წელს გაიცნეს. ერთი შეხედვით საერთოდ არ შეეფერებოდნენ ერთმანეთს: მაღალი, ელეგანტური ბოვუარი და საშუალო სიმაღლის, ერთი თვალით უსინათლო სარტრი. ბოვუარი მოიხიბლა მამაკაცის ინტელექტით. გულისა და ხელის თხოვნის გარდა, სარტრმა ბოვუარს "სასიყვარულო მანიფესტის" შექმნა შესთავაზა, რომელიც ერთად ყოფნას და ამავდროულად ერთმანეთისთვის თავისუფლების მინიჭებას გულისხმობდა. ბოვუარს სავსებით აკმაყოფილებდა ეს შეთანხმება, მხოლოდ ერთი პირობით - არ ჰქონოდათ დამალული ერთმანეთისგან არაფერი, როგორც ინტიმურ ცხოვრებაში, ასევე შემოქმედებით გზაზე. ასე შედგა ყველაზე ექსტრავაგანტული წყვილი, რომელმაც მრავალ დაბრკოლებას გაუძლო.

1949 წელს სიმონ დე ბოვუარს დიდი წარმატება მოუტანა წიგნის "მეორე სქესის" გამოქვეყნებამ, რომელიც, პირველივე კვირაში, 22 000 ეგზემპლარად გაიყიდა. ნაწარმოები იმდენად სკანდალური აღმოჩნდა, რომ ვატიკანმა გაკიცხა კიდეც.

გთავაზობთ ამონარიდს წიგნიდან: "სიყვარული - ეს გამოვლინებაა, რომლის მეშვეობითაც უფერულ, უარყოფით მოცემულობას, რომელიც ისეთივე გამოუსადეგარია, როგორც წარუმატებელი ნეგატივი, ნათელი ენიჭება. ამის მოსვლასთან ერთად ქალის სახე, სხეული, მანერები, მოგონებები ბავშვობაზე, მთელი მისი შინაგანი სამყარო და პიროვნულობა, ყველაფერი რაც მასთან არის დაკავშირებული, თავისუფლდება შემთხვევითისგან და გარდაიქმნება აუცილებლობად. ის ძვირფასი საჩუქარია".

ქალის მდგომარეობის მისეულმა ანალიზმა, რომელიც მითების, ცივილიზაციების, რელიგიების, ანატომიისა თუ ტრადიციების საფუძველზე კეთდებოდა, ბევრში აღშფოთება გამოიწვია. ყველაზე დიდი სკანდალი მოყვა დედობისა და აბორტის შესახებ მისეულ მსჯელობას. ქორწინება კი ბოვუარს მიაჩნდა საზიზღარ ბურჟუაზიულ ინსტიტუტად, რომელიც ქალს ქმრის დომინაციის ქვეშ აყენებს
.

ორწლიანი ურთიერთიბის შემდეგ სარტრის ცხოვრებაში ისევე, როგორც ბოვუარის ცხოვრებაში სხვადასხვა ადამიანები გაჩნდნენ.

ურთიერთობის 16 წლის თავზე პარიზში ბევრს ლაპარაკობდნენ. რაც არ უნდა ეთქვათ, წყვილის ურიერთობას ვერ ავნო სარტრის რომანებმა ახალგაზრდა მსახიობებთან და ვერც 40 წლის ბოვუარის რომანმა ჩიკაგოელ მწერალთან ნელსონ ალგნერთან. ალგნერთად დაშორება ბოვუარისთვის იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა, რომ 20 წლით უმცროს მამაკაცთან გააბა რომანი. 27 წლის კლოდ ლანცმანი აღფრთოვანებული იყო ქალის ინტელექტითა და თავდაჯერებულობით. მათი უერთიერთობა 7 წელს გაგრძელდა და ერთმანეთს მეგობრულად დაშორდნენ.

ამავე პერიოდში სარტრი ალჟირელი სტუდენტით იყო გატაცებული. ის ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ცხოვრებაში ერთადერთი რამის ეშინოდა - სიმონის დაკარგვის, რომელსაც ცხოვრების არსს უწოდებდა. იგი სიმონისთვის იყო კაცი, რომლის გვერდითაც მუდმივად განვითარების შესაძლებლობა ჰქონდა.

70-იან წლებში სარტრი თითქმის მთლიანად დაბრმავდა, თუმცა ამბობდა: "მე წყვდიადშიც შემიძლია ვწერო".

ჟან-პოლი 1980 წელს გარდაიცვალა. ბოვუარისთვის ეს მძიმე დარტყმა აღმოჩნდა. მან ყველანაირი ინტერესი დაკარგა. დანარჩენი ცხოვრება გაატარა სახლში, რომლის ფანჯრებიც მონპარნასის სასაფლაოს გადასცქეროდა, იმ ადგილს, სადაც სარტრი იყო დაკრძალული. ის 6 წლის შემდეგ ზუსტად იმ პერიოდში გარდაიცვალა, როცა სარტრი... მის გვერდით დაკრძალეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ქეთი
04 ივლისი 2017 15:30
თან ერთმანეთი უყვარდათ , თან სხვებიც იყვნენ მათ ცხოვრებაში... რათქმაუნდა, არსებობს ასეთი გაორება - გაუცხოვება საკუთარი თავისა. ამას კი მხოლოდ სულიერი გამოფიტვა შეიძლება მუჰყვეს და ღრმა სინანული! და საერთოდ, როგორი ინტელექტიც არ უნდა გქონდეს, ყველაფერი ამაოა, თუ უცხოა შენთვის ღმერთი - როგორც გამოვლინება უმაღლესი სათნოება - სიყვარულისა!
qwe
04 ივლისი 2017 00:23
რასა ჰგვანანან
lia
03 ივლისი 2017 11:47
მერე, მერე რა სთქვა ქმარმა - კიდევ ბევრჯერ დართო ნება,როგორც ძმამ და მეგობარმა!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები