როგორ ამზადებენ კერძებს მზის ენერგიაზე მომუშავე რესტორნებში? - კვირის პალიტრა

როგორ ამზადებენ კერძებს მზის ენერგიაზე მომუშავე რესტორნებში?

თუ მომავალში მილანში, ჰელსინკში ან სტოკჰოლმში გეგმავთ გამგზავრებას, მაშინ აუცილებლად ესტუმრეთ მზის ენერგიაზე მომუშავე რესტორნებს.

კომპანია Lapin Kulta-მ მზის რესტორნების კონცეფცია პირველად 2011 წელს მილანში წარადგინა, ინოვაციურმა პროექტმა წარმატება მალე მოიპოვა, თავდაპირველად მილანში და შემდეგ უკვე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ფილიალები გახსნა.

მზის ენერგიით მომზადებული კერძი, რომ მიირთვათ, ამინდმა აუცილებლად უნდა გაგიმართლოთ, რესტორანი მზიან დღეებში დიდი დატვირთვით მუშაობს. დღის მენიუც ამინდზეა დამოკიდებული.

ღრუბლიანი დღეების მენიუ განსხვავდება მზიანი დღეებისგან. თევზისა და ბოსტნეულის ჭამა ცუდ ამინდშია შესაძლებელი, დანარჩენი კერძების კი მზიან ამინდში.

რესტორანი მზის ქურების გარშემოა მოწყობილი და აქ მოსულ სტუმარს შესაძლებლობა აქვს თვალი ადევნოს სასურველი კერძის დამზადების პროცესს.

მზის ქურები სპეციალური ლითონისგან არის დამზადებული, მათი გაცხელების შემდეგ მზარეული კერძის მომზადებას იწყებს, რომელსაც განსხვავებული გამო აქვს და რაც მთავარია ეკოლოგიურად სუფთაა.

იხილეთ ფოტოგალერეა