რუსი, რომელიც 44 წელია რუსეთში არ ყოფილა - კვირის პალიტრა

რუსი, რომელიც 44 წელია რუსეთში არ ყოფილა

ქერი ბრედშოუ და ალექსანდრე პეტროვსკი ერთმანეთს პირველად გალერეაში ხვდებიან, ასე იწყება სერიალის "სექსი დიდ ქალაქში" ბოლო სეზონის პირველი სერია. მათი სიყვარულის ისტორიას სევდიანი დასასრული აქვს, თუმცა როგორც მიხეილ ბარიშნიკოვი ამბობს ახალი თაობისთვის ის კერი ბრედშოუს მეგობარი მამაკაცია და არა მოცეკვავე.

"არ მკითხოთ რამდენი შვილი ჰყავს მისტერ ბიგსა და ქერის, არ ვიცი. იცით რამდენჯერმე მკითხეს ეს",  - ბარიშნიკოვი

მიხეილ ბარიშნიკოვი, რიგაში, ლატვიაში დაიბადა, მისი კარიერა კი, პეტერბურგში, მარინის თეატრში გაგრძელდა, მაგრამ 1974 წელს კანადაში გასტროლის შემდეგ, ბარიშნიკოვი რუსეთში აღარ დაბრუნებულა.

"სიმაღლის გამო (მ 1,65) ბარიშნიკოვი წარმატებას რუსეთში ვერ მიაღწევდა, ამიტომაც წავიდა ამერიკაში" - ბალერონის მისამართით ასეთი შეფასებები რუსული მედიის მხრიდან ხშირად ისმის. რუსული მედიისგან განსხვავებით მას ყველაზე სრულყოფილი მოცეკვავე უწოდა" ნიუ-იორკ თაიმსმა", ხოლო ჯორჯ ბალანჩინმა ცეკვის უბადლო შემსრულებელი და უნიჭიერესი მოცეკვავე. ბარიშნიკოვს, თავის კრიტიკული შეხედულება საბჭოთა რეჟიმის მიმართ არაერთხელ გაუხმოვანებია სხვადასხვა მედიასთან საუბარში. ერთერთ ბოლო განცხადებაში კი ტრამპი საბჭოთა მმართველს შეადარა.

"42 წლის წინ მე დავტოვე ქვეყანა, რომელიც საზღვრებს უკეტავდა ადამიანებს. მაგრამ დღეს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს, პირველად მესმის ის რიტორიკა, რომელიც ჩემი ახალგაზრდობის საბჭოთა კავშირს მახსენებს, სადაც ეს იყო დანაშაული და დღესაც არის, განსხვავებული ფორმით. ათასობით ადამიანმა დატოვა  საკუთარი ქვეყნა ტოტალიტარული მმართველობის გამო, ისეთივე როგორიც დღეს ტრამპის პრეზიდენტობისას ყალიბდება. ნუ მივცემთ ნებას, რომ იგივე დაემართოს ჩვენს მშვენიერ ამერიკას!"

"მეგობრული ყოფილები" მიხეილ ბარიშნიკოვი და ჯესიკა ლანჟი

მიხეილ ბარიშნიკოვი პატარა ქალიშვილ შურასთან ერთად

"მეგობრული ყოფილები" - ამ სათაურით 2014 წელს მედიაში მიხეილ ბარიშნიკოვის და ჯესიკა ლანჟის ფოტოები გავრცელდა, წყვილი არასდროს ყოფილა ქორწინებაში, მათ საერთო შვილი ყავთ - 37 წლის შურა ბარიშნიკოვა, რომელმაც მშობლების მსგავსად სამსახიობო კარიერა აირჩია.

ამჟამად მიხეილ ბარიშნიკოვი მისი სახელობის ხელოვნების ცენტრს ხელმძღვანელობს. მისი ერთ-ერთი ბოლო პერფორმანსის "ბროდსკის" პრემიერა 2015 წელს, მოცეკვავის მშობლიურ ქალაქ რიგაში შედგა. წარმოდგენა ნობელის პრემიის ლაურეატი პოეტის, იოსიფ ბროდსკის ლექსების მიხედვითაა დადგმული.

იოსებ ბროდსკი და მიხეილ ბარიშნიკოვს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდათ.

ჯესიკა ლანჟი ქალიშვილ შურასთან ერთად

"პოეზია ხმამაღლა უნდა იკითხებოდეს და იოსებს, რომელიც ვერ იტანდა სხვა მსახიობების წაკითხულს, მოწონდა ჩემი. ეს იყო დიდი ბედნიერება. მე არ ვიყავი ისეთი განათლებული ბიჭი როცა ჩვენ ერთმანეთი გავიცანით. იოსები არაორდინალური იყო, ის იყო ჩემი უნივერსიტეტი, ის იყო ჩემი უფროსი ძმა."

მიხეილ ბარიშნიკოვი და ლიზა რაინჰარტი

ყოფილ ბალერინას, ამერიკელ ლიზა რაინჰარტს და მიხეილ ბარიშნიკოვს მრავალწლიანი ურთერთბა აკავშრებთ ერთმანეთთან.

მიხეილ ბარიშნიკოვი და ლიზა რაინჰარტი, შვილებთან ერთად მათ სამი შვილი ყავთ. 2002 წელს ლარიკინგთან ინტერვიუში ბარიშნიკოვმა განაცხადა, რომ არ სწამდა ოფიციალური ქორწინების, თუმცა 2006 წელს მან და ლიზამ იქორწინეს. წყვილი დღემდე ბედნიერად ცხოვრობს.