მომავალ მეუღლეს 6 წლის ასაკში შეხვდა, 15 წლისამ მასზე იქორწინა, წყვილმა ერთად 73 წელი გაატარა - ქალი, რომელმაც შავ-თეთრი ფოტოების ეპოქა შექმნა
26-08-2019
მომავალ მეუღლეს 6 წლის ასაკში შეხვდა, 15 წლისამ მასზე იქორწინა, წყვილმა ერთად 73 წელი გაატარა - ქალი, რომელმაც შავ-თეთრი ფოტოების ეპოქა შექმნა
ფოტო:ლილიან ბასმანი და პოლ ჰიმელი
"1960-იან წლებში გატუტუცებული მოდელების ყურება მომბეზრდა, თავები ვარსკვლავები ეგონათ, ისინი არ იყვნენ ჩემი მოდელები, მე მაძლევდნენ მითითებებს, იმის ნაცვლად, რომ ჩემი დირექტივები შეესრულებინათ, მე ასეთ მუშაობას ვერ ვეგუებოდი", - ეს სიტყვები ეკუთვნის ქალს, რომელმაც მოდის ისტორიაში შავ-თეთრი ფოტოების ეპოქა შექმნა.

ლილიან ბასმანი უკრაინიდან ამერიკაში ემიგრირებული ებრაელების ოჯახში, 1917 წელს დაიბადა.

1940 წელს, მისი ნიჭით აღფრთოვანებულმა "ჰარპერ ბაზარის" არტდირექტორმა გოგონას მოდური გამოცემის ფოტოგრაფობა შესთავაზა. ასე შეიქმნა მე-20 საუკუნის ყველაზე დახვეწილი ქალის
სახე, რომელიც, თავად ლილიანის აზრით ფირის გამჟღავნების პროცესში გამოძერწილი არსებები იყვნენ.


"ჰარპერ ბაზარში" 20-წლიანი მუშაობის შემდეგ, 1970-იან წლებში მაღალანაზღაურებადი მოდელების ამბიციებით შეწუხებულმა ლილიან ბასმანმა განაცხადა, რომ ის ტოვებდა მოდის სამყაროს... მან  100-ზე მეტი ნეგატივი სახლის სარდაფში გამოკეტა, მოდელებზე გულაცრუებულმა ხელოვანმა პეიზაჟებისა და ნატურმორტების გადაღება დაიწყო.


1990-იან წლებში ბასმანის მიერ მივიწყებული ნეგატივები ერთ-ერთმა გამომცემელმა აღმოაჩინა, გადაყრილი ფირები ლილიანისთვის ახალი შთაგონების წყარო აღმოჩნდა.

ლილიანის ნამუშევრები ბევრი ცნობილი ფოტოხელოვანის ინსპირაციის წყაროდ მიიჩნევა, მათ შორის არის რიჩარდ ავედონიც.

ლილიან ბასმანი: "ფირის გამჟღავნების მეთოდით გაცილებით მეტად დავინტერესდი, ვიდრე ფოტოების გადაღებას დავიწყებდი, სილუეტიდან შუქზე მსუბუქი გადასვლა და სინათლის როლი ფოტოს ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, ის, რაც კამერამ დაინახა შეიძლება უფრო საინტერესოდ წარმოჩინდეს ფირის გამჟღავნების პროცესში".

ლილიან ბასმანი თავისი შავ-თეთრი ნამუშევრების გარდა რომანტიული პირადი ცხოვრებით გამოირჩევა. ის მომავალ მეუღლეს პოლ ჰიმელს პირველად კონი-აილენდზე 6 წლის ასაკში შეხვდა, მეორედ 13 წლის რომ იყო მაშინ, 15 წლის ასაკში კი, სამი წლით უფროს პოლ ჰიმელზე იქორწინა.
ლილიან ბისმანი და პოლ ჰიმელი

პოლ ჰიმელმა ასევე ფოტოგრაფმა, დოკუმენტალისტმა 1950-იან წლებში ფოტოგრაფიას თავი დაანება და ფსიქოთერაპიით დაინტერესდა. ახალი პროფესიის სრულფასოვნად დაუფლების შემდეგ მან ფსიქოლოგად დაიწყო მუშაობა.
ლილიან ბისმანი და პოლ ჰიმელი

წყვილმა ერთად 73 წელი გაატარა, ჰიმელის გარდაცვალებამდე (2009).

ლილიან ბასმანი 2012 წელს 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?