დაპაუზებელი მსოფლიო - ბრუნავს დედამიწა?
დაპაუზებელი მსოფლიო - ბრუნავს დედამიწა?
ფოტო:ნუცა შავლაძე
ახალი რეალობა, რომელშიც 21-ე საუკუნის მსოფლიომ გაიღვიძა, სიურეალისტურ სამყაროს უფრო ჰგავს, ვიდრე სწრაფი ტემპების (Speed of life) ეპოქას, სადაც საზოგადოებრივი და ეკონომიკური განვითარების ტემპი იმდენად მაღალია, რომ რობოპერსპექტივა ყველასთვის თვალსაჩინო და რეალისტური გახდა, რისი ნათელი მაგალითიც არის იაპონია, სადაც 400 წლის წინანდელ ბუდისტურ სალოცავში მნახველებს შეუძლიათ ჩაის ჭიქით ხელში იდუმალ სამყაროში მოუსმინონ ბუდიზმის უჩვეულო მქადაგებელს, ანდროიდს სახელად, მინდარი. დარწმუნებული ვარ, მსგავსი სურათი წარმოუდგენელი იქნებოდა ბუდიზმის მქადაგებლებისთვის, რომლებმაც 400 წლის წინ
ააგეს ეს ტაძარი. თუმცა თანამედროვე სამყაროს ტემპი და ტექნოლოგიები არ იძლევა მომავლის დანახვის სხვა შესაძლებლობებსა და პერსპექტივას, რადგან ტემპი იმდენად მაღალია, რომ საეჭვოა ადამიანმა შეძლოს ამ გამოწვევესთან მარტო, დახმარების გარეშე გამკლავება.

ცხოვრების ტემპის აჩქარებასთან დაკავშირებით მთელი მსოფლიო ალაპარაკდა. მწერლებმა დაწერეს წიგნები, რეჟისიორებმა გადაიღეს დოკუმენტური და
მხატვრული ფილმები, მუსიკოსებმა დაწერეს სიმღერები და ჩვენ ყველანი ერთად მთელი ძალისხმევით ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ თანამედროვე მსოფლიოს.

ამასთან დაკავშირებით შეწუხდნენ არა მხოლოდ ხელოვანები, არამედ მეცნიერებიც, რომლებმაც ჯერ კიდევ 1999 წლის 1-ლ მარტს გამოაქვეყნეს კვლევა, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, რომ მსოფლიოს ყველა ქალაქს თავისი ტემპი აქვს, რომელიც განსაზღვრავს ქალაქების ცხოვრების სტილს, განვითარების დონესა და ყოველდღიურ რუტინას.

ბრიტანეთის საბჭოს მკვლევარების კვლევაში მონაწილეობა მიიღო 32-მა ქვეყანამ, კონკრეტულად დაკვირვების ობიექტები იყვნენ დიდი ქალაქები. საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომ დიდ ქალაქებში ცხოვრების ტემპი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე პატარა ქალაქებში ან სოფლად. კვლევის დაკვირვების ძირითად საგანს წარმოადგენდა ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების საშუალო სიჩქარე, საფოსტო კლერკების სამუშაოს შესრულების სიჩქარე და საზოგადოებრივი საათების სიზუსტე.
ცხოვრების ტემპი, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მაღალი აღმოჩნდა ეკონომიკურად განვითარებულ ქალაქებში: სინგაპური, კოპენჰაგენი, მადრიდი, გუანჯოუ (ჩინეთი), დუბლინი, კურიტიბა (ბრაზილია), ბერლინი, ნიუ-იორკი, უტრეხტი, ვენა. ხოლო ყველაზე მაღალი მაჩვენებლი ქვეყნებს შორის 1999 წლის მარტში დაფიქსირდა იაპონიაში, რაც ალბათ საგულისხმოა, თუკი გავიხსენებთ, დღეს იაპონიის ტექნოლოგიური განვითარების დონეს. ეს ყოველივე კი იმას გულისხმობს, რომ იაპონია რობოტექნოლოგიებს სიზარმაცისა და უსაქმურობის გამო კი არ მიმართავს, არამედ საკმარისი მუშახელის არ არსებობიდან გამომდინარე, რაც, რასაკავირველია, სწრაფ განვითარებასთან არის დაკავშირებული.

1954 წელს, როდესაც ამერიკელმა გამომგონებელმა, ჯორჯ დევოლმა პირველად შექმნა ინდუსტრიული რობოტი, მან კარგად იცოდა, რომ ასწლეულის შემდეგ მისი გამოგონება ფრთებს შეისხამდა და მისი სახელიც სათანადოდ იქნებოდა დაფასებული. ჩვენთვის ამის ნათელი გამოვლინებაა რობოტი სოფია, რომელიც ესტუმრა საქართველოს და პრესკონფერენციაც ჩაატარა. თუმცა მსოფლიოს მასშტაბით არსებობენ ჩვენთვის უამრავი უცნობი რობოტები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით, აქტიურად უმსუბუქებენ ადამიანებს ყოველდღიურობას.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ახალი მეგობრები უფრო და უფრო პოპულარულები ხდებიან. რობოტიკის საერთაშორისო ფედერაციის მონაცემების თანახმად, პროფესიული მომსახურების რობოტების რაოდენობა 2018-2020 წლებში საშუალოდ 20 - 25 %-ით გაიზარდა (წელიწადში საშუალოდ 397 000 ერთეული), მათი რიცხვი 2017 წელს 78 700 იყო. 2018-2020 წლებში მათი საერთო ღირებულება 19 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ამათგან, პროფესიული მომსახურების რობოტების 54% იწარმოება ამერიკაში, 27% - ევროპაში, ხოლო 19% - აზიაში.

და, აი, სწორედ ამ დროს, როდესაც მსოფლიო ასეთი ტემპებით მიისწრაფის ტექნოლოგიური განვითარებისკენ, სწორედ ასეთ დროს გვიწევს სიურეალისტურ ეპოქაში დაბრუნება COVID 19-ის უდროო სტუმრობის გამო. რასაც მოყვა შესაბამისი რეაქცია, შეჩერებული ეკონომიკური განვითარების ტემპები, გადავადებული მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, ხელოვნება, სპორტი, გადადებული ომი თუ ტერორიზმი. თითქოს COVID 19-მა დააპაუზა მსოფლიო და შეაჩერა დრო, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად გამალებით მივდევდით და ვერ ვეწეოდით. თითქოს კორნავირუსმა ყველას მოგვცა ამოსუნთქვის და ფიქრის, აზროვნების დრო. თითქოს ეს პაუზა აუცილებელი იყო დღეს და ახლა.

დიახ, ახალმა კორონავირუსმა გვაიძულა დაგვენახა და დაგვეფასებინა გუშინდელი დღე და კიდევ ერთხელ მოგვცა დაფიქრების საშუალება იმაზე, თუ რა არის ცხოვრებაში ყველაზე ღირებული და ფასეული. ბევრი ფიქრის მერე კი ისევ დავუბრუნდით საკუთარ თავს და ადამიანურ ღირებულებებზე დავფიქრდით. და, ალბათ, სწორედ იმიტომ, რომ ყოველ ადამიანში მზეა, მოგვეცა საშუალება ნათებისთვის. ნათებაში კი აქ ერთმანეთის მიმართ სიკეთის კეთება იგულისხმება, ნათებაში იგულისხმება ერთიანი ძალისხმევა და სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ, თანადგომა და სიყვარული. ის ღირებულებები, რომელიც თითქოს დაგვავიწყდა და აუცილებელი გახდა მათი შეხსენება.

და მაშინ, როდესაც გავიაზრეთ ჩვენი უმთავრესი ღირებულებები და მოგვინდა სიკეთის კეთება და თანადგომის გამოხატვა, აი, სწორედ ამ დროს აღმოვჩნდით იზოლაციაში, რომელიც დღეს სიკეთის კეთების ერთგვარი წინაპირობა გახდა - თუკი გინდა გააკეთო სიკეთე, უნდა #დარჩესახლში და ამით იტვირთო შენი წილი პასუხისმგებლობა მსოფლიოს წინაშე.

ადამიანის დაუცხრომელი ბუნებიდან გამომდინარე, ჩვენ დავიწყეთ თვითრეალიზაციის შემსუბუქების გზების ძიება და ამ დაპაუზებულ მსოფლიოში, ისევ მივედით ტექნოლოგიებთან, რომელიც COVID 19-ის დროს აღმოჩნდა კომუნიკაციის ყველაზე ეფექტიანი საშუალება და თქვენ წარმოიდგინეთ რამხელა სარგებელის მომტანი იქნებოდა ეს ქსელი "შავი ჭირის" დროს და რამდენად გაუმარტივდებოდა იმ ეპოქის ადამიანებს ამ უმძიმეს გამოწვევასთან გამკლავება, რომელმაც 60 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ასე რომ საყოველთაოდ ცნობილი ფრაზა, რომ 21-ე საუკუნე ტექნოლოგიების საუკუნეა COVID 19-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მეტიც თანამედროვე ტექნოლოგიები ამ გამოწვევის ფონზე მოგვევლინა, როგორც სიყვარულის გადაცემის საშუალება.

აქამდე კი სკეპტიკურად განწყობილი საზოგადოების მხრიდან მუდმივად გვესმოდა შეფასებები, რომ ადამიანებს არ დარჩათ ერთმანეთთან ურთიერთობის დრო და ამავდროულად ტექნოლოგიებმა კიდევ უფრო მეტად დაგვაშორა ერთმანეთს. ახალმა კორონავირუსმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ტექნოლოგიები კი არ აშორებს ადამიანებს, არამედ აახლოებს.

ახლა კი საინტერესოა, თანამედროვე ტექნოლოგიებისადმი სკეპტიკურად განწყობილი საზოგადოების დამოკიდებულება. აბა წარმოიდგინეთ დღეს თქვენი თავი იმ ტექნოლოგიური სიკეთეების გარეშე, რომელიც გვაქვს და გვეხმარება ამ კრიზისის დაძლევასა და გადატანაში. COVID 19-მა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ 21-ე საუკუნე ახალ ტექნოლოგიებს ეკუთვნის, რაც მნიშვნელოვანია კომუნიკაციისთვის, ინფორმაციის ეფექტიანად მიწოდებისა და სიყვარულისთვის. დიახ, სიყვარულისთვის, რადგან COVID 19 გვასწავლის დისტანციურ სიყვარულს.

თანამედროვე ტექნოლოგიები მოგვევლინა გასაღებად იმ რთულ სიტუაციაში, რომელშიც მსოფლიო აღმოჩნდა. ონლაინსივრცე და დისტანციური მუშაობის და სწავლების პრაქტიკა დღეს ისეთი მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოა, როგორც არასდროს. თანამედროვე განვითარებული მსოფლიოსთვის ეს პრაქტიკულად არ წარმოადგენს გამოწვევას, რადგან დისტანციური მუშაობისა და სწავლების გამოცდილება აქტიურად იყო და არის გამოყენებული, შესაბამისად, საქართველოსთან შედარებით გაცილებით მომზადებულნი დახვდენენ ამ საჭიროებას.

მსოფლიოს სწრაფი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ფონზე, სავარაუდოდ, ეს პაუზა აუცილებელი იყო, რათა ადამიანებს კიდევ ერთხელ მისცემოდათ შანსი ღირებულებების გადაფასებისა. სავარაუდოდ, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, გავიაზროთ რამდენად ღირებულია ჩვენთვის ადამიანი და მასთან ურთიერთობა, არა მხოლოდ ვირტუალურ სივრცეში არამედ პირისპირ. კორონავირუსი გააჩენს და განაახლებს ადამიანებს შორის მონატრების შეგრძნებას და ვიმედოვნებ, რომ ამ ჟამიანობის დასასრულს შეხვედრისას, ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდება და ვისწავლით ტექნოლოგიური სიკეთეების ზომიერად გამოყენებას. თავიდან ყველა სიახლე პანაცეაა და არც არის გასაკვირი გადაჭარბებული საზოგადოებრივი ინტერესი და გარკვეულწილად მიჯაჭვულობა ახალი ტექნოლოგიებისადმი, თუმცა ამ ვირუსმა დაგვანახა და გაგვახსენა, როგორ გვჭირდება ერთმანეთი...

ასე რომ, შესაძლებელია დაპაუზებულ მსოფლიოს ოპტიმიზმით შევხედოთ, რადგან COVID 19-მა გამოკვეთა
მსოფლიო საერთო ინტერესი და მიზანი. ამ საერთო ინტერესებისა და მიზნების სრულყოფისათვის კი აუცილებელია მოვიწადინოთ სწავლა, მეტად მოვინდომოთ ურთიერთობა, შევძლოთ ერთმანეთის დაფასება, გავიხსენოთ თანადგომის სურვილი და მოვინდომოთ ერთად ვაშენოთ უკეთესი მსოფლიო. ამ ყველაფრის რეალიზაციის პროცესში კი ჩვენი ყველაზე დიდი მეგობარი თანამედროვე ტექნოლოგიებია, რომელიც დაგვეხმარება ერთმანეთის გამხნევებასა და შიშის დაძლევაში. დაგვეხმარება პესიმიზმის, სასოწარკვეთილებისა და ნეგატიური შეფასებების განეიტრალებაში. ამას წინათ, Facebook-ზე წავაწყდი ერთ-ერთი მეგობრის პოსტს: "მგონი, დედამიწა საერთოდ გაჩერდა". არა მეგობრებო, ის არ გაჩერებულა და თანამედროვე ტექნოლოგიები ყოველდღიურად გვიდასტურებენ, რომ "ის მაინც ბრუნავს".

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

Komble
23 მარტი 2020 07:15
Me aseti azri gamovitane am tserilidan: - ghmerts rom zurgS aqcev da eshmaks chaexutebi turme Kargia.
beso
22 მარტი 2020 15:12
ასე არ შეიძლება, ეს თანამედროვეობს ერთი ცუდი შტრიხია. არ შეიზლება ერთი თემიდან მეორეზე ასე სიარული (უმეტესი მათგანიი ან გამოწვევაა ან გამოწვევას ქმნის) და ერტობლიობაში კალათში (სტატია) ჩაყრა. ეს შექმნის დეფიციტს საგნის, გარემოების დანახვაში. ასევე, წვდომისა და შეფასების უნარების დანახვასა და დიალოგის წარმოებაში. რიტმის აჩქარება პროცენტის ეკონომიკამ შექმნა და თავადვე მოახდენსმის დაცემას. ამისათვის მსოფლიო ეკონომიკამ უნდა გაიაროს უნიფიცირების ეტაპი. მას ის ერთდროულად გადის ახლა და ხელოვნური ინტელექტის (გვერდით უამრავი პარალელია) ეპოქაში მოკლავს რიტმსა და ეკონომიკას . უფრო სწორედ როდესაც დაიწყება მშპ-ს კლება არა კეთილდღეობის, ეს იქნება ნიშანი ახალი ერის დაწყებისა, მაგრამ მანამდის მას ექნება გამოწვევებიც. ერთ ასეთ გამოწვევას წავაწყდით ახლა. ჩემთვის ის ძველია. უნიფიცირებული სახის საბაზრო ფორმატის მედიცინა, რომელიც ებრძვის ვირუსის გეოგრაფიას გეოგრაფიას წინააღმდეგობაში მოვიდა პროცენტის ეკონომიკასთან, რომლის ფორმატში მიმდინარეობის მსოფლიო ეკონომიკის უნიფიცირება, თანაც მეცნიერულ ტექნიკური პროგრესის მე-5-6 სტადიაზე. ვირუსის ბუნებიდან გამომდინარე, ვირუსი გამოსვლიდან (კიდევ რამდენი გამოვა, ან მზადაა გამოსასვლელად), სანამ გაშინაურდება გაივლის მოსახლეობის დაახლოებით 70 %-ს , ანუ ის ივლის ჩვენს გარშემო (ანუ ვირუსი უკეთესია ადრე შეგხვდეს, ანტისხეული შექმნას, ანუ იმუნიტეტი), სანამ გაშინაურდება. ანუ ვირუსს ჩვენთან არა აქვს საერთოდ ადაპტირება დაწყებული და ამდროს ავღმოჩნდით უძლური და ჩემთვის გაუგებარია რას ვებრძვით ან როგორ ვებრძვით. გაუგებარია ზოგადად ადამიანის და სისტემური მიდგომები. ასევე, გაუგებარი იყო ის კაკანასა და ღღუტუნას დროსაც. ხოლო სისტემური კრიზისის გააზრება არც მაშინ მოხდა არც დღესა აქვს ადგილი და ჩვენ ასეთი მოსაზრების წინაშე აღმოვჩდებით შემოდგომა ზამთარში, სანამ ვირუსი გაშინაურდება ჩვენთან(ესაა ვირუსის ბუნება). რა არის ჩემთვის ეკონომიკა(პრაფანი????).? ეკონომიკა რა სახითაც გვაქს (რობიზონ კრუზოს ეკონომიკა ერთერთ კუნძულზეა შრილანკასთან. ამ ხალხს არანაირად არ უნდა დანარჩენ ადამიანებთან კავშირი. პარადოქსია) აქვს ასეთი ფორმულა: მრავალფეროვანება წარმოშობს დამოკიდებულებას (მინდა), დამოკიდებულება გაცვლას, გაცვლა მონობას, ხოლო მონობა მშპ-ს. შექმნილ ვითარებაში ამ ფორმულიდან კომპონენტები გაქრა ან გაქრება ვირუსების გაშინაურების პერიოდებში. რა მოუვა ტრანსაქციების ეკონომიკას (მშპ-ი მარქსისტულად კი არ ითვლება თანამედროვე პრაქტიკაში, არამედ ტრაანსაქციებით). თუ ჩარჩო გადაწყვეტა არ გვექნა მიდგომებში, ანუ პერსპექტიული ხედვა საშინელება ვერ აგვცდება, სანამ მას დავინახავთ. ის ფორმატის ჩართვა, რაც უკვე გამოცდილია 2008-2010 წლებში მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისში დაგვანახებს რა ვადებში შესაძლებელია ვირუსამდე რიტმის დაბრუნება. ამიტომ დღეს სახლებში ჯდომის პარალელურად უნდა ვეძებდეთ (ფორმულას) გამოსავალს. უნდა ვეძებდეთ კითხვას სად გვაქს შეცდომები მიდგომებში. არც მაშინ 2002-2005 წლებში და არც შემდგომაც არ იქნა ზემოხსენებული გაკეთებული და ასე აღმმოვჩდით იტალიისა და ესპანეთის პრაქტიკაში და არავის უნდა შეხედოს ვიეტნამის პრაქტიკას. რუსეთი ბევრს დაგვანახებს, მაგრამ ეს არ მოგვცემს გააზრების საშუალებას, რადგან ის იტრიალებს ერგვარ სიმბიოზში ( სათქმელი ახალი არ ითქმება) ნახევარსიმართლეში და ისევ მივადგებით ახალ ასეთგამოწვევას. დიდი მადლობა, მაგრამ თქვენი მონამორჩილი ამ სურათის გარეთაა. ეს ვირუსი და სხვა ვირუსი ერთი ბუნებისაა და მას ერთნაირი მოშორება აქვს 24 საათში. ხოლო ასეთი მიდგომა მოითხოვს 5 ან 10 გვერდიან ინსტრუქციას,მაგრამ ამ ინსტრუქციით ჯანდაცვის სისტემა გადადის უკან წინა ფორმატში ძველი და ახალი ცოდნის გაერთიანებით. რა მოხდა იტალიაში, ან რა ხდება 55 ან 70 წლის ადამიანებში და რატომ არიან ისინი მოწყვლადი, ან რას ნიშნავს მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში დიარეა? სწორედ შხამის (ლიმფური) გამოტანის სისტემამ შექმნა სპაზმები ამ ადამიანებში და ამითაა განსხვავება წლოვანებებში გამოწვეული. გვერჩია დალიეთ რეგიდრონი, შევხვდეთ ვირუსს გამართული ლიმფური სისტემით, გააგრძელეთ ვირუსის შემთხვევაში და იმავდრულად იმოქმედეთ ანტისეპტიკებით. ვირუსი მოგცილდებათ 24 საათში ან უარეს შემთხვევაში 2-3 დღეში დანარჩენს ისედაც უნდა მიხედოს ლაბორატორია ან სტაციონარმა. მისი პაციენტი ყველა შემთხვევაში იქნება, მაგრამ არა სახალხო პანიკა და არა იტალია და საფრანგეთი, სადაც იბუპროფენი და კორტიზონი მისცეს კორონას საწინააღმდეგოთ(საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება). რაშია მსოფლიო და ამასთან ჩვენ და რა რის გამო დატრიალდება გაუგებარია
იალონი
22 მარტი 2020 11:50
ყოჩაღ, ძალიან კარგი მიმოხილვაა!