"ეგებ ეს თაობა მაინც წავიდეს ილიას გზით" - კვირის პალიტრა

"ეგებ ეს თაობა მაინც წავიდეს ილიას გზით"

ძვირფასო რედაქცია, ეს ფოტო საგურამოში, ჩემი შვილის ექსკურსიაზე ყოფნის დროს გადავიღე. როცა ბავშვები ილიას ქანდაკებას შემოეხვივნენ, გულმა თითქოს სხვანაირად დამიწყო ცემა.

სათითაოდ მიდიოდნენ, "გვერდით" უსხდებოდნენ და ფოტოებს იღებდნენ. ეს მათთვის არავის დაუვალებია, თავად მოუნდათ ასე. ამის შემხედვარემ, მეც გავიფიქრე, ეგებ ეს თაობა მაინც წავიდეს ილიას გზით-მეთქი. ვნახოთ... და რახან არ მეგულება ქართველი, ეს რომ ჩემსავით არ უნდოდეს, ამ ფოტოს იმიტომაც გიგზავნით.

ნინო ალავიძე