კითხვები, რომლებიც მკითხველს აინტერესებს - კვირის პალიტრა

კითხვები, რომლებიც მკითხველს აინტერესებს

გამუდმებით გვესმის ლევილის სასაფლაოს შესახებ, გაიყიდაო. გვაინტერესებს ყოველივე სიმართლეს შეესაბამება თუ არა და კიდევ - აქვს თუ არა ლევილის გაყიდვას კავშირი გურამ შარაძის მკვლელობასთან?

მუხრან გულაღაშვილი,  დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე:

- ლევილის მამული არ გაყიდულა. იგი კვლავ რჩება ძველი მფლობელების საკუთრებაში, რომელიც ეკუთვნოდა 1921 წელს საქართველოდან დევნილ მთავრობას და მათ შთამომავლებს. დღევანდელ მფლობელებს (5 ადამიანი), აქვთ სურვილი, რომ ლევილის მამული გადმოსცენ საქართველოს. ამ საკითხთან დაკავშირებით 2012 წლის დეკემბერში პარიზში ვიმყოფებოდიIთ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე და მე. ლევილის გადმოცემის პროცესი დაწყებულია, ამ პროცედურისთვის საჭირო დოკუმენტების ნაწილი მზად არის და მიმდინარეობს დანარჩენი საკითხების მოგვარება. საფრანგეთის მხრიდან პროცესში ჩართულია ქალბატონი ირენ ციციშვილი, აგრეთვე ტიერი ბერიშვილი და ეთერ ფაღავა. შეთანხმება შემდეგი შეხვედრის შესახებ მიღწეულია და, საჭიროებისამებრ და დროის შესაბამისად გაიმართება.

რაც შეეხება კავშირს ლევილის გაყიდვასა და გურამ შარაძის მკვლელობას შორის, ეს გამოძიების საკითხია და ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს.