ნამდვილია თუ ყალბი? - კვირის პალიტრა

ნამდვილია თუ ყალბი?

ცნობილმა ფრანგულმა გაზეთმა "ლიბერასიონმა" სენსაციური მასალა გამოაქვეყნა. თურმე პარიზის ინვალიდების სასახლეში დაცული ნაპოლეონის ნიღაბი ყალბია!

ისტორიკოს ბრუნო რუა-ანროს თავისი მოსაზრების დასამტკიცებლად მოჰყავს შემდეგი არგუმენტები: პირველი, ნაპოლეონს მარცხენა ლოყაზე ჰქონდა ნაჭრილობევი, რომელიც კარგად ჩანს ინგლისელი მხატვრის ჩარლზ ისტლეიკის 1815 წელს შექმნილ ნახატზე. მუზეუმში დაცულ ნიღაბს კი მსგავსი კვალი არ ამჩნევია. მეორე, გარდაცვლილი იმპერატორის თავის მოყვანილობა ბრაქიცეფალის ტიპს მიეკუთვნება (თავის ქალის მოკლე გრძივი დიამეტრი, ფართო სახის ქვედა ნაწილი და დიდი თავი). ნიღაბი კი სულ სხვა ფორმის არისო, - ასკვნის მეცნიერი. დაბოლოს, იგი მოითხოვს, ნიღაბი რაც შეიძლება მალე გაიტანონ მუზეუმიდან. ნიღაბი განსვენებული იმპერატორის სახიდან აიღო მკურნალმა ექიმმა აბტომარშიმ. მკვლევრის აზრით, ნამდვილი ნიღაბი 1947 წლიდან 1973 წლამდე იყო ლონდონის მუზეუმის კოლექციაში, შემდეგ გაქრა... და გამოჩნდა 2004 წელს, ნიუ-იორკის "კრისტის" აუქციონზე, სადაც ის უცნობმა პირმა შეიძინა. ასეა საქმე და იქნებ ამ თვალსაზრისით ზუგდიდში, დადიანების სასახლეში დაცულ ნაპოლეონის მეორე ნიღაბს მიექცეს ყურადღება.

მედეა თავდიშვილი

... ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ნაპოლეონის მეორე ნიღაბი ჩვენში  ნაპოლეონ ბონაპარტეს ოჯახიდან მოხვდა - იმპერატორის დისწული, პრინცი აშილ მიურატი იყო სიძე სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის, დავით დადიანისა - ცოლად ჰყავდა მშვენიერი სალომე დადიანი. დანარჩენს კი, ალბათ სპეციალისტები იტყვიან.