"გემუდარებით, არ გაიტანოთ ჩემი მიწა გასაყიდად!"
05-08-2013
"დღიდან თქვენი დაარსებისა, თქვენი გაზეთის ერთგული მკითხველი ვარ, მჯერა თქვენი, ვიცი, გლეხზე გული შეგტკივათ და იქნებ ახლაც არ დაიშუროთ, ჩვენი ხმა მთავრობას მიაწვდინოთ. ჩვენი გასაჭირი ჩვენი მიწის სიყვარულშია. მოკლედ გიამბობთ ყველაფერს... ერთი სიტყვით, მე, გიორგი დემეტრაშვილმა, ისე როგორც ბევრმა სხვა გლეხმა, 2004 წელს იჯარით ავიღე 13 ჰექტარი მიწის ცარიელი ნაკვეთი, რომელზეც სამი წლის განმავლობაში მომყავდა მარცვლეული კულტურა. 2007 წელს ხუთ ჰექტარზე გავაშენე ხეხილის ბაღი, პარალელურად, - საყარაულო და დამხმარე სათავსი
ხილის შესანახად. მოგეხსენებათ, ხეხილის ბაღის გაშენებას წლები სჭირდება.

მალე ყველაფერი აირია და ჩემი, ისე როგორც სხვა მოიჯარე გლეხების გეგმები წყალს მიეცა. მთავრობამ პირობა დაარღვია, - 25-წლიანი იჯ
არა 10 წლამდე დაიყვანა. 2011 წლის ბოლოს კი 10-წლიან იჯარაზეც გამოგვიცხადეს, - საერთოდ ვაუქმებთ მიწის იჯარას და თუ მიწებს არ შეისყიდით, აუქციონზე გაიყიდებაო. ამ "სასიამოვნო" ცნობის შემდეგ მიწის იჯარა ერთ კვირაში გაგვიუქმეს. რა ფულით უნდა შეგვესყიდა მიწები? თავდაპირველად საიჯარო გადასახადი გაგვიდიდეს, - 2011 წლამდე ჰექტარზე 38 ლარს ვიხდიდით, 2011 წლის დასაწყისში კი გადასახადი 82 ლარი გაგვიხადეს. ანუ ვიდრე გამოაცხადებდნენ, მიწა შეისყიდეთო, მანამდე გაგვატყავეს. სანამ 2007 წელს დარგული ხეხილი მოსავალს მომცემდა, სულ მცირე 2 წელიწადი უნდა გასულიყო (ყველა ამ საქმის მცოდნე კაცმა იცის რომ ხეხილიდან მოსავლის მიღებას 5-7 წელიწადი სჭირდება)! მერე ყველასთვის ცნობილი მოვლენები, უცხოელებზე მიწების მიყიდვაც დაიწყო. ყოველი გათენების მეშინოდა, რომ ის მიწაც არ გაყიდულიყო, სადაც ოფლი ვღვარე, სადაც ჩემი შრომითა და წვალებით გახარებული ხეხილი ხარობს. ამიტომაც გულდასმითა და რუდუნებით გთხოვთ, მიაწვდინოთ ხმა მთავრობას, გემუდარებით, არ გაიტანოთ აუქციონზე გასაყიდად ჩვენი მიწა. მოგვცენ დრო, ფული დავაგროვოთ, მიწა შევისყიდოთ და ჩვენვე მოვუაროთ.
გიორგი დემეტრაშვილი, კასპის რაიონის სოფელი თელიანი"


P.S. ბატონი გიორგის გულისტკივილს ჩვენც ვინაწილებთ და ამ წერილს სიამოვნებით ვბეჭდავთ. როგორც ცნობილია პარლამენტმა მიწის გასხვისების წესების მოქმედება 2014 წლამდე შეაჩერა. შემდგომ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, მიწის კანონი აუცილებლად ჩვენი გლეხების სასარგებლოდ გადაიხედება. იმედი გვაქვს, იმ მიწას, რომელზეც მრავალი წელიწადი ღვრიდა ოფლს, გიორგი დემეტრაშვილი თვითონვე შეისყიდის.
თერგდალეული
11 სექტემბერი 2013 04:03
ქართული მიწების გაყიდვა (მითუმეტეს სახნავ–სათესის) უცხოელ მოქალაქეებზე ეს არის უდიდესი ბოროტმოქმედება და სამშობლოს ღალატი!
= ასეთი კანონის მიმღებები უნდა გამოვლინდნენ, მიენიჭოთ სამშობლოს მოღალატის სტატუსი და სამაგალითოდ დაისაჯნონ, როგორც სამშობლოს მოღალატეები და გამყიდველები!
= ასევე მათ კარგად რომ შეიგნონ თუ თითოეული კვადრატული ქართული მიწა რამდენი წინაპრის გმირული სისხლით არის მორწყული, სასჯელის მოხდის მთელი პერიოდის განმავლობაში იძულების წესით, ყოველდღიურად აიძულონ იკითხონ საქართველოს ისტორია, რომ გაიგონ და შეიგრძნონ ბოლომდე, თუ რა ბოროტება და გამყიდველობა ჩაიდინეს სამშობლოს წინაშე!
= ჩვენი ბოროტების ბუდე=რუსეთი, რომელსაც მიწები აოხრია იმდენი, რომ მილიარდობით ადამიანის დაბინავება და გამოკვება შეუძლია ამ მიწებზე, სახნავ–სათეს მიწებს განიხილავს როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს და მისი გაყიდვა უცხოელებზე ა კ რ ძ ა ლ უ ლ ი ა!!!მხოლოდ არენდით გაიცემა იქ მიწები უცხოელებზე!
=აი რას ნიშნავს ქვეყნის ინტერესები და სამშობლოს სიყვარული!
ჩვენ ი დამპალი და გადაგვარებული ხელისუფლება და ჩინოვნიკი კი დღევანდელ იორ კაპიკის გამორჩენის მიზნით ხელაღებით ყიდის იმ მცირე მიწას უცხოელზე, რომელსაც საქართველოსთვის ოქროს ფასი ექნება მ ო მ ა ვ ა ლ შ ი !!!!!!!!!
giorgi
08 აგვისტო 2013 13:21
ასეთივე მდგომარეობა გვაქვს ჩვენც. აღებული გვქონდა იჯარით მიწა, დღემდის ვიხდით იჯარის გადასახადს. გავიდა საიჯარო ვადა, ეკონომწური კრიზისის გამო ვერ შევისყიდეთ მიწა. იქნებ მიიღონ ისეთი კანონი, რომელიც გლეხის სასარგებლოდ გადაწყვეტს საქმეს. ასეთ მდგომარეობაში კი საკმაოდ ბევრი ფერმერია!!!!
nari
06 აგვისტო 2013 05:12
რამდენიმე ტვის წინ გამოცხადდა ,რომ მტავრობამ მიიგო გადაწყვეტილება მიწების გაყიდვის სეწყვეტის სესახებ 4 წლის ვადიტ,მისი გასვლის სემდეგ ალბატ უფრო გონივრულ გადაწყვეტილებას იიგებენ.საქარტველოს არ აქვს მიწები უცხოელებზე გასაყიდი...იფიქრეტ ქარტველ გლეხზე და სოფელზე რომელიც ოდიტგან არცენდა ქალაქს..

რედაქტორის რჩევით