"რა იქნებოდა, სამშობლოდან გაქცევა არ დამჭირვებოდა!"
12-08-2013
"რა იქნებოდა, სამშობლოდან გაქცევა არ დამჭირვებოდა!"
"მე ჯერ ქართველი ვარ და მერე ამერიკელი"

როცა ქვეყნის ბედ-იღბალზე ვლაპარაკობთ, ხშირად არც კი ვგულისხმობთ უცხოეთში გახიზნულ საქართველოს მესამედს.


"გამარჯობა, საქართველო! მე დღეს დედამიწის უძლიერესი ქვეყნის, ამერიკის მოქალაქე გავხდი. წესით, გული სიხარულით უნდა მევსებოდეს, მაგრამ ამის ნაცვლად ტკივილს ვგრძნობ, - რა იქნებოდა, სამშობლოდან გაქცევა არ დამჭირვებოდა! ჩემს კლასელებს, ალბათ, ახსოვთ, როგორ მინდოდა მთებში წავსულიყავი ქართულის მასწავლებლად. არ გამოვიდა. შემდეგ ხან სად ვმუშაობდი, ხან - სად. სამი თვე კაზინოშიც ვიმუშავე, როცა
მანამდე მის ახლოს გავლისაც მეშინოდა.


ძვირფასო რედაქცია, ამ წერილში ბევრი რამის დაწერა მინდოდა, მაგრამ ამისთვის არც დრო მყოფნის და არც ნერვები... არადა,  მინდოდა, აღმეწერა,  როგორ დავტოვე გულგასივებულმა შარშან დაცარიელებული ზემო იმერეთი; აღვწერდი, ვინც დარჩა, ისიც რა თავქუდმოგლეჯილი გარბის ჩემი სამშობლოდან; გარბის ყველა, ვისაც გაქცევა შეუძლია...

მეც გამოვიქეცი. ამერიკაში უდიდესი გეგმებით ჩამოვედი, მაგრამ დასაწყისში, როგორც ემიგრანტების უმრავლესობის, ჩემი იმედიც დაიმსხვრა. ბედმა რამდენიმე თვის შემდეგ გამიღიმა, -  რუსი ქალის დახმარებით სამუშაო ვიშოვე, სადაც დღესაც ვმუშაობ. თუმცა ეს უკვე მეორეხარისხოვანია... მთავარი ის არის, რომ ამ უცხო ქვეყანაში ადამიანად ვგრძნობ თავს და ამას საკუთარ სამშობლოში ვერ ვეღირსე. ჰო, ასეა, - აქ, ამერიკაში, მე ადამიანი ვარ! მაგრამ უბედურება ის არის, რომ ამის გამო სინდისი მქენჯნის. მე არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვინც ამ დღეშია. თუმცა ამ შეგრძნებას ჩემთვის შეღავათი როდი მოაქვს.  და მაინც, მე მიყვარს ამერიკა, სადაც გვარიც კი გამოვიცვალე. სადაც დავიფიცე, რომ ამ ქვეყნის კანონებს დავიცავ. მე ახალ ცხოვრებას ვიწყებ. მაგრამ... მე ხომ ჯერ ქართველი ვარ და მერე ამერიკელი, ჯერ საქართველო მადარდებს და მერე ამერიკა. ამიტომაც, როცა აქედან ვუყურებ იმ ადამიანობადაკარგულ ქართველებს, რომლებიც საკუთარ ხალხს არაფრად აგდებენ, მირჩევნია, ისევ შორს ვიყო, რათა გული არ გამისკდეს.

მაინც მიყვარხარ, საქართველო, და მუდამ მეყვარები! მაპატიე, რომ მიგატოვე, რომ სხვა შემიყვარდა და ბედნიერი ვარ!

ლელა მანაგაძე"
lali
05 თებერვალი 2016 18:32
მეც ემიგრანტი ვარ 7წელი.გვარის შეცვლა კი არა ხეც მეჯავრება,ქვაც,წყალიც.გადასარევი ქვეყანა და ხალხია შეუდარებლად თბილი,მოსიყვარულე დაგაწონასწორებული.ერთი დღეც არ მიგრძვნია თავი ბედნიერად.გული მტკივა რომ ჩემი ქვეყნის ნოსტალგიით გულდამძიმებულმა ამ ხალხის შეყვარების,თავის ბედნიერეად გრძნობის საშუალება არ მომცა.
JONI
10 სექტემბერი 2013 01:50
GVARI AR UNDA GAMOGECVALA ADRE IYAVI KARTVELI AXLA XREN IVOZNAET GVARI MAINC SHEGENARCHUNEBINA TU GIUVARS SAKARTVELO?!!!!!!!!!!!!!!
osi
04 სექტემბერი 2013 17:32
არ გამკვირვებია აქ დაწერილი წერილის,მეც ამერიკაში ვარ და არაქართველი 15 წლის წინ ჩამოსული და არც გრინ კარტა მომპიქრებია და არც ამათი მოქალაქეობა ვინაიდან ველოდებოდი ჩაწყნარდებოდა ვნებათა ღელვა და არეულობა განუკითხაობა საქართველოში და დავბრუნდებოდი სამშობლოში აცაემს ოჯახთან ერთად.არ შემიცვლია ამერიკაში არც გვარი და არც სახელი მაგრამ ზვიადის დროს იძულებული გავხდი შემეცვალა გვარი,ანუ ევა დაბოლოებას შვილი დაემატა და დღესაც ვნანობ, რომ დავბრუნდები უკან გადავალ ჩემს გვარზე.ბევრი ვიცი რომ ოსობა დაიბრალა და აქ გრინ კარტები აიღეს.

რედაქტორის რჩევით