"ბიუჯეტშიც მილიონობით ლარი შეგვაქვს, მაგრამ ჩვენი პრობლემები ვის აინტერესებს"
12-08-2013
"ბიუჯეტშიც მილიონობით ლარი შეგვაქვს, მაგრამ ჩვენი პრობლემები ვის აინტერესებს"
"ფოთში ჩამოვა თუ არა მანქანა, იწყება ნამდვილი "გაწეწვა"

მიუხედავად სირთულეებისა, ქართველი კაცი ნაბიჯ-ნაბიჯ სწავლობს გადარჩენას - იმ ადამიანებს, რომლებმაც თავის დროზე უცხოეთიდან ავტომანქანების ჩამოყვანას ოჯახების საარსებოდ მიჰყვეს ხელი, დღეს სახელმწიფოს ბიუჯეტში უმნიშვნელოვანესი წილი შეაქვთ. ამის სანაცვლოდ კი სულ უბრალო რამეს ითხოვენ, - სახელმწიფო მათზე ზრუნავდეს.

მე ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვინც სხვებთან ერთად, უდიდესი რისკის ფასად შეუდგა უცხოეთიდან მანქანების იმპორტირებას და  დღეს ბიუჯეტშიც მილიონობით ლარი შეგვაქვს.

ადამიანი, რომელიც უცხო ქვეყანაში ავტომანქანას
მხოლოდ იტერნეტში განთავსებული ფოტოსა და მონაცემების მიხედვით ყიდულობს, არაფრისგან არის დაზღვეული - ხშირად მანქანა ფოტოზე მოგვწონს, ვიყიდით, მაგრამ ჩამოვა და უკვე გაძარცულია. უცხოელი დილერები ჩვენ მიერ საიტებზე შერჩეულ ათასობით ავტომანქანას საზღვაო ტრანსპორტით გვიგზავნიან, უმეტესობა ფოთის პორტში შემოდის. ახლა აღარაფერს მოვყვები, რამდენი თაღლითი გვანერვიულებს, სანამ ჩვენი
ტვირთი პორტამდე ჩამოაღწევდეს, მაგრამ ფოთში იწყება ნამდვილი "გაწეწვა".
დავიწყებ "შაბაშნიკებით", ანუ ტერმინალის გარეთ მდგომი იმ ათობით ადამიანით, რომლებიც მანქანების შეკეთებას იქვე გთავაზობენ, რათა უპირველესად ადგილიდან დაძრა. ამ "შეკეთებაში" კი, რომელიც ხშირად 2-3 ლარი ღირს, ათჯერ მეტს იღებენ, ვიდრე იქვე, თუნდაც ფოთის "პროფილაქტიკების" ხელოსნები.

მეტი სიცხადისთვის: მანქანის მხოლოდ დაქოქვა, როცა "დამჯდარ" აკუმულატორს სხვა მანქანის აკუმულატორს უერთებ და ელექტროდენი გადმოგყავს, 3 ლარი ჯდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მანქანა რამდენჯერაც ჩაქრება, იმდენი სამი ლარი უნდა გადაიხადო და თუ მანქანის დაქოქვა არ გჭირდება, ეს ადამიანები ძალზე მოხერხებულად პოულობენ სხვა "გასატყავებელ" გზას, -  ტერმინალის მოსამსახურეებთან არიან შეკრული და წამებში იპარავენ საბურავის გასაბერი მილების საცობებს. ამით გაიძულებენ მასში 15-20 ლარი გადაიხადო, როცა სინამდვილეში სულ 2-3 ლარი ღირს.

საბედნიეროდ, მერე ბაზრობებამდე თითქმის ცუდი არაფერი გვემუქრება, მაგრამ იქ კი ნამდვილი ჯოჯოხეთი იწყება. ამ ჯოჯოხეთის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია ე. წ. საიდენტიფიკაციო "ვინ" ნომრები. ეს ნომრები მანქანას რამდენიმე ადგილას აქვს დატანილი. როცა უკვე კლიენტი გვყავს და გაყიდვის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს, მანქანა საბოლოოდ მოწმდება. ვაი ჩვენი ბრალი, თუკი ეს ნომერი რაიმე დაზიანების გამო რომელიმე ადგილას არის გადაცრეცილი, - თუნდაც დანარჩენ ცხრა ადგილას ყველგან წესრიგში იყოს, მანქანას კლიენტის წინ წაგვართმევენ და საჯარიმოზე აყენებენ. ასე იწყება  თვეობით გაჭიანურებული სასამართლო პროცესი, სადაც ბოლოს აღმოჩნდება, რომ თურმე მანქანის გაყიდვა შესაძლებელი ყოფილა, მაგრამ რაღა დროს, - კლიენტიც დაკარგული გვყავს და ასეულობით ლარის ჯარიმაც გვაქვს აკიდებული.

კიდევ ერთი დიდი პრობლემა: გაყიდვამდე შეგვიძლია 45 დღე მანქანა განუბაჟებლად ვიყოლიოთ, ამ დროის გასვლის შემდეგ შეგვიძლია კიდევ დავიმატოთ 45 დღე განბაჟების გარეშე, რაშიც უკვე 500 ლარია გადასახდელი! ეს მცირე თანხა არ არის და ამიტომ გაყიდვას ვჩქარობთ. უბედურება კი ის არის, რომ ჩქარობენ ე.წ. შუამავლებიც, - ქართული ენის მცოდნე მოძმე აზერბაიჯანელები და სომხები, რომლებიც მთელ ბაზრობაზე დაძრწიან და ყველა ჩვენი მანქანის განბაჟების ვადა ზეპირად იციან.  წიხლს მაშინ გვაჭერენ, როცა დრო აღარ იცდის - კლიენტს დაბალ ფასზე ჩვენ მაგივრად უთანხმდებიან, ამისთვის გასამრჯელოს იღებენ და სწორედ მაშინ გვაყენებენ თავზე, როცა უდროობით დანა ყელზე გვაქვს მობჯენილი. ასე იყიდება ჩვენი ნაწვალები ნახევარ ფასად, ჩვენ ვზარალდებით, ისინი კი ჩვენს ხარჯზე მდიდრდებიან. ამ ყველაფერს განუბაჟებლად 90 დღემდე უფასოდ ვადის გახანგრძლივება უშველიდა, მაგრამ ვის სცალია ჩვენთვის! აქეთ საგადასახადო დეკლარაციებით სირბილმაც დაგვტანჯა, - ნუთუ არ შეიძლება, რომ ფიქსირებული გადასახადი გადაგვახდევინონ?

რეალურად ავტომანქანების ექსპორტი ქვეყანაში ხომ პირველ ადგილზეა. ჩვენ ყველაზე დიდი თანხა შეგვაქვს ბიუჯეტში და ასეულობით ადამიანი გვყავს  დასაქმებული!
პატრიოტი
11 სექტემბერი 2013 04:25
იმის გამო რომ ავტობიზნესში ჩახედილი არ ვარ ღრმათ, ბევრს ვერ დავწერ, მაგრამ ფოთის ტერმინალთან რაც ხდება, ის უნდა აღიკვეთოს ან პრობლემების გადაწყვეტის ცივილიზირებული პირობები უნდა შექმნას ქვეყანამ, რამეთუ საქართველომ არ უნდა დაკარგოს რეგიონალური ლიდერის როლი!
= რაც შეეხება განბაჟების ტარიფებს, ავტობიზნესით დაკავებულმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველოში განბაჟების ტარიფები არის ძალიან იაფი–რომ იტყვიან ჩ ა ლ ი ს ფ ა ს ი–, განსაკუთრებით კი 12 წელზე მატი ასაკის ავტომობილებისათვის! მ
= მე ბევრ ყოფილ მოძმე რესპუბლიკებში მიხდება ყოფნა და ყველანი საქართველოს შემონატრიან, რამეთუ ზოგიერთ რესპუბლიკაში ნახმარი ავტომობილების განბაჟება მინიმუი 4–5–ჯერ მაღალია, ვიდრე საქართველოში!
= ქვეყნის და პირველ რიგში კი დიდი ქაალაქების ეკოლოგი სისუფთავის თვალსაზრისით 12 წელს გადაცილებულ ავტომობილებზე განბაჟების ფასები პირიქით უნდა გ ა ი ზ ა რ დ ო ს !!!!!!!!!!!!!!!!
ssd
14 აგვისტო 2013 20:53
რა სასაცილოა ყურადღებას არავინ გვაქცევსო წერს ვიღაც, 2010წელს განბაჟების ვადა რო 20 დღე, დამატებით ფასიანი ვადის გაგრძელება რო არ იყო და ტერმინალში დგომაც კი რო შეზღუდული იყო და ეგ ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ რო შეიცვალა მაგას რატო არ წერ ან/და ვადა გადაცილებულ დღეზე რო ჯარიმა განახევრდა ეგ არაფერი???
განა თქვენ არ იყავით ოღონდ 45დღე გახდეს ვადები და მეტი არაფერი გვინდაო რო ამბობდით , თუ მაგ ვაადაში ვერ გავყიდეთ და დავწვავთ მანქანებსო რო გაიძახოდით.
პირობები შეგიმსუბუქდათ და უვარგისი მანქანების (ჩაძირულ დასტუკულ ნაფორთხიალები ) ჩამოყვანა დაიწყეთ მეტი გამორჩენის მიზნით .
ან ერთ მანქანაზე ნეტა ფიქსირებულ გადასახადს რამდენს გადაიხდით კმაყოფილი რო იყოთ და თან სამართლიანიც რო იყოს (ბოლო მოდელის ავთომობილის ჩამომყვანი და 1996 წლის გამოშვების OPEL_ის ჩამომყვარი ერთნაირად რო არ დაიბეგროს)
P.S. ისე კი ღმერთმა ქნას ბიუჯეტი ჯარიმებით არ ივსებოდეს , განბაჟებე რეგისტრაცია სიმბოლურ ფასად ხდებოდეს, ქართველი ადამიანი წესრიგს მარტო ჯარიმის შიშის გამო არ იცავდეს, ღვთის წყალობა, სამართალი ,ერთობა , დოვლათი და ბარაქა ყოფილიყოს სრულიად საქართველოში და თითოეული ქართველის ოჯახში

რედაქტორის რჩევით