კითხვები, რომლებიც მკითხველს აინტერესებს
21-10-2013
კითხვები, რომლებიც მკითხველს აინტერესებს
საქორწინო კონტრაქტი ჩვენთან ახალი ხილია. მაინტერესებს, როდის (დაქორწინებამდე ან თანაცხოვრების დროს) და სად შეიძლება მისი დადება და რა პუნქტები შეიძლება მასში შევიდეს.
მანანა გორგოძე

კითხვას უპასუხებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს საქორწინო ხელშეკრულების (კონტრაქტის) გაფორმების შესაძლებლობას. კონტრაქტი შეიძლება დაიდოს როგორც ქორწინებამდე, ასევე ქორწინების რეგისტრაციის შემდეგაც. თუ კონტრაქტი დაიდო ქორწინების რეგისტრაციამდე, ის იურიდიულ ძალას შეიძენს მხოლოდ ქორწინების რეგისტრაციის შემდგომ. მხარეებს (მეუღლეებს) კონტრაქტით შეუძლიათ განსაზღვრონ თავიანთი ქონებრივი უფლება-მოვალეობები როგორც ქორწინების
განმავლობაში, ისე განქორწინებისას. საქორწინო კონტრაქტი აუცილებლად უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით და მოხდეს მისი სანოტარო წესით დადასტურება.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით