კითხვები, რომლებიც მკითხველს აინტერესებს
27-01-2014
კითხვები, რომლებიც მკითხველს აინტერესებს
- ზამთრის კურორტების სეზონი ძალაშია. მაინტერესებს, სად რა ღირს დასვენება, ფასდაკლების თვალსაზრისით, რომელი თვეა უფრო მომგებიანი.

კითხვას უპასუხებს ტურისტული სააგენტო  "როიალთრეველპულსი"

- კურორტებზე დასვენების ღირებულებას მისი მომსახურების სერვისი განსაზღვრავს. გუდაურში ათდღიანი დასვენება საოჯახო სასტუმროში ორჯერადი კვებით 35 დოლარიდან იწყება და 70 დოლარამდე ადის. კოტეჯებში ღამე შეიძლება 30 ლარადაც გაათიოთ, მაგრამ თუ პაკეტში შედის კვება და მანქანით მომსახურება, ფასი იზრდება.
ბაკურიანში ყველაზე დიდი მოთხოვნა საოჯახო სასტუმროებზეა. აქ სამჯერადი კვებით ერთი დამსვენებელი
დაახლოებით 45-50 დოლარს იხდის. შესაბამისად, ათდღიანი დასვენება 450-500 დოლარამდე ჯდება.
ზამთრის კურორტებზე დასვენების ფასი დღესასწაულებზე იზრდება. თუმცა  ფასები საოჯახო სასტუმროებმა შესაძლებელია კლიენტთან მოლაპარაკების შემდეგ მნიშვნელოვნად დასწიონ. ზოგადი ფასდაკლება კი ზამთრის სეზონის დასასრულს, თებერვალში იწყება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით