სიხარულისთვის ცოტაც კმარა
24-03-2014
სიხარულისთვის ცოტაც კმარა
ძვირფასო რედაქცია, დღეს ბევრი ამბობს, ღიმილი გაგვიიშვიათდა, ხალხს უჭირს, ბევრი სტრესი აქვს, მოწყენილი და დაღონებული დადისო... არადა, ირგვლივ ბევრი რამ არის დამაიმედებელი. მაგრამ ამისთვის საჭიროა, საკუთარ თავში იმ უნარის გაღვიძება შევძლოთ, რომელიც საიმედოს შეამჩნევს და პატარ-პატარა სიხარულით ტკბობას შეგვაძლებინებს.  რამდენიმე დღის წინ, მცხეთაში, სოფელ ძეგვში,  ფოტო გადავიღე და მას რომ დავხედავ, ახლაც კი გულს სილამაზითა და სიმშვიდით მივსებს: მაღლობზე ერთად ანათებდნენ და გარემოს იმედს ფენდნენ აღდგენილი ღვთისმშობლის კარის ეკლესია და
გალავანზე გადმომდგარი აყვავებული ტყემალი - რაც უნდა გვიჭირდეს, ყოველთვის მოვა გაზაფხული, რომელიც  გვიბიძგებს, მიწას მივმართოთ და პური ჩვენი არსებობისა მოვიპოვოთ. ეს მარადიულობაა და ჩვენ ამ მარადიულობის ნაწილი ვართ - ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით...

Lika
31 მარტი 2014 06:03
რა ლამაზია,მადლობტ. უფალი სიყვარულია,ბუნება საოცრებაა

რედაქტორის რჩევით