სად მიგვიყვანს რუსთავი-თბილისის გაშიშვლებული გზა
16-06-2014
სად მიგვიყვანს რუსთავი-თბილისის გაშიშვლებული გზა
"ხეების მოჭრა ეკოლოგიას შეცვლის, მთები დაიძვრება და ტრასაზე უამრავი უბედური შემთხვევა მოხდება..."

"ამ წერილს და ფოტოებს რუსთავიდან გიგზავნით. ყოველდღე  რუსთავიდან-თბილისში მიწევს მგზავრობა. ჩვენდა სამწუხაროდ, ამ ორივე ქალაქს შორის გაშიშვლებულ გზაზე ერთადერთი მწვანე მონაკვეთი მხვდებოდა და სიხარულით აღარ ვიყავი, კიდევ კარგი, ეს ადგილი მაინც არსებობს-მეთქი. აქ ჰავაც კი სხვანაირი იყო, - ჩახურებული თბილისის შემდეგ აქაური სიმწვანე გულს სალბუნად ედებოდა. რუსთავ-თბილისის ტრასაზე მდებარე მონაკვეთზე გესაუბრებით, რომლის დანახვამ ამ დღეებში დამზაფრა, - ერთ
დილას აქ ძირში გადაჩეხილი მრავალწლოვანი ფიჭვები დამხვდა. პირველად ვიფიქრე, იქნებ ხეები დაავადდნენ და იმიტომ მოჭრეს-მეთქი; რას წარმოვიდგენდი, რომ მეორე დღეს კიდევ უარესი სურათი დამხვდებოდა, - გადაჩეხილი ხეები უკვე ტრასის მეორე მხარეზეც ეყარა.

ეს საშინელება ახლა ყოველდღე გრძელდება. გულმა არ მომითმინა, მანქანიდან ჩამოვედი და ხეებზე შესეულ
მუშებს ვკითხე, აქ რა ხდება-მეთქი. მხრები აიჩეჩეს, მგონი, გზას აკეთებენო... ძალიან, კარგი, მაგრამ ნუთუ გზის გაკეთებას ტყის განადგურება სჭირდება. თავად ინჟინერი ვარ და კარგად ვიცი, რომ ასე არ არის. იქნებ გაგვაგებინოთ, რა ხდება? გარდა იმისა, რომ ხეების მოჭრა აქ ეკოლოგიას შეცვლის, ირგვლივ მდებარე მთები დაიძვრება და ამ დატვირთულ ტრასაზე უამრავი უბედური შემთხვევა მოხდება..."

rusTaveli
26 ივნისი 2014 05:38
კი მარა ისეთი რა გზა უნდა გაიყვანონ რომ ამდენი ნარგავი გაკაფეს? აქ პოსტები რომ წავიკითხე დამრჩა წარმოდგენა რომ ხალხი გადაგვარდა და სასაცილოდ მიაჩნია ეს სტატია.სადაც არის ნორმალური გზები იქ ხომ დაარბენინებთ თქვენ შვილებს და ოჯახის წევრებს 100 სიჩქარით და აღარ იღუპებიან ავტობანებზე.არა ვარ საქართველოში მაგრამ იმ სურათებს რომ ვხედავ რაც დავტოვე რაც არის ახლა მართლა გულდასაწყვეტია რომ ფეხებზე ჰკიდიათ მწვანე ნარგავები და გამწვანება.გამახსენდა შევარდნაძის პერიოდი,როცა ქალაქში ტროტუარებიც გაყიდეს და სკვერებიც,მერე მიშა რომ მოვიდა ყველა ხელმძღვანელი პირი უცხოეთში გაიქცა.
kaa
22 ივნისი 2014 11:09
იმ ზღაპარს მაგონებს ქალმა რომ ნამგალი დაინახა კოჭზე დაკიდებული და იტირა 20 წლის მერე ჩემს შვილს არ დაეცესო.. არ კეთდება საქმე იგინებით, კეთდება და გულზე ეკალი გეზრდებათ. რა გახარებთ ამ ცხოვრებაში??
საკითხავად ჩამოვედიო.. ხის დასარგავად თუ ჩამოსულხარ მანქანიდან ოდესმე??
ჰოდა დარგე ერთიორი ხე და სხვას ნუ შეჰყურებ ხელებში.
იმ გზაზე რამდენი ადამიანი სახიჩრდება იცი? დიდი ხანია დროა წესიერი გზა არსებობდეს
.
17 ივნისი 2014 21:50
"ძაან შორს არი მთა გზიდან , რამე საინტერრესო დაწერეთ." გზა შორს კი არ არის, ზედ მთაზე გადის! სხვა საინტერესოზე კიდე რაზე უნდა იწერებოდეს?! ორი პარტია როგორ ჭამს ერთმანეთს?! ძლივს ვნახე, ვიღაც ეხმაურება ამ თემას

რედაქტორის რჩევით