სიყვარულის წყარო
სიყვარულის წყარო
"ძვირფასო რედაქცია, ამ ზაფხულს გრიგოლ ორბელიანის მიერ გამოყვანილი ოთხნაკადიანი წყარო ვნახე სოფელ კოდაში და მინდა ჩემი ემოცია გაგიზიაროთ. ეს ადგილები თავად ორბელიანებს ეკუთვნოდათ. ყოველმა კოდელმა იცის, თუ როგორ უყვარდა დიდ პოეტს კოდა, იმ პატარა ბიჭებმაც კი, რომლებიც ზაფხულობით ყინულივით წყალში ფეხებს ატყაპუნებენ... გრიგოლ ორბელიანმა კოჯრის მთებიდან ნაჟურ და სოფელ კოდაში ერთ ცივ ნაკადულად ჩამომავალ წყალს ოთხ უზარმაზარ მილში მისცა გზა, წყარო თაღქვეშ მოაქცია და ავზთან ჩასასვლელიც გაუკეთა.

თურმე აქ ხშირად
მოდიოდა - რა სჯობდა გრილ ნიავზე ამ წყაროსთან მეგობრებთან ერთად მოლხენას. ამ წყაროზე განიგრილებდა გულს, რომელსაც ნინო ჭავჭავაძის სიყვარული წვავდა - ნინოს გათხოვების (მოგეხსენებათ, იგი ცოლად გაჰყვა რუს პოეტს ალექსანდრ გრიბოედოვს) შემდეგ პოეტის გულს სხვა ქალის სიყვარულით არ უძგერია. მთელი სიცოცხლე გულის ჯიბით ატარებდა ნინოს
დაგეროტიპს (ფოტოს), თურმე ამ სურათით ხელში გარდაიცვალა... ახლა ამ წყაროს დიდი პოეტის ხსოვნის ნიშნად კოდელები უვლიან...

შალვა ხომასურიძე"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები