ძარცვა "ფოსტის" სახელით - როგორ შემრჩა ძვირფასი სუნამოს ნაცვლად იაფფასიანი თმის გელი
26-01-2015
ძარცვა "ფოსტის" სახელით - როგორ შემრჩა ძვირფასი სუნამოს ნაცვლად იაფფასიანი თმის გელი
"ამანათი გავხსენი და გულს შემომეყარა, ხელში ძვირფასი სუნამოს ნაცვლად რუსულწარწერებიანი თმის მოვლის საშუალება  შემრჩა!"

საქართველოს ფოსტის" მომხმარებელთა ნაწილი ორგანიზაციას მომსახურების დაბალი დონის გამო უჩივის. ამის შესახებ განცხადებებს მრავლად ნახავთ სოციალურ ქსელებში, მათ შორის - "საქართველოს ფოსტის" ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზეც".  ერთ-ერთმა დაზარალებულმა მომხმარებელმა წერილით ჩვენც მოგვმართა, რათა მოქალაქეებმა თავი დაიცვან მოსალოდნელი უსიამოვნებებისგან.

"2014 წლის 26 ნოემბერს, მიუნხენიდან გერმანელმა მეგობარმა დაბადების დღისთვის საჩუქრად ძვირფასი სუნამო გამომიგზავნა. დიდხანს ველოდი საჩუქრის მოსვლის შესახებ შეტყობინებას. კარგა
ხნის შემდეგ თვითონ დავრეკე ფოსტაში და მითხრეს, საჩუქარი ჩამოსულია და "საქართველოს ფოსტის" კახეთის გზატკეცილზე, #21-ში მდებარე ფილიალს მიაკითხეთო.

ასეც მოვიქეცი. ოპერატორმა შემომიბღვირა, შეტყობინება თუ არ მოგსვლიათ, რატომ მოხვედითო? ავუხსენი, რომ ცენტრალური ფილიალიდან მომცეს ჩემი გზავნილის ნომერი და ვალდებული იყვნენ, პასუხი გაეცათ. აი, ნომერიც-მეთქი. დაიწყეს ამანათის
ძებნა, თუმცა, ამაოდ. კარგა ხნის შემდეგ ერთ თანამშრომელს გაახსენდა, რომ უკან გასაგზავნების ყუთში ჩადო. გზავნილი თბილისში თურმე 5 დეკემბერს ჩამოვიდა, მაგრამ  ამის შესახებ რომ არ შემატყობინეს, ამანათის წაღება დაგვიანდა და თანამშრომელმაც  უკან დასაბრუნებელ ამანათებში ჩადო.
როდესაც ვიკითხე, შეტყობინება რატომ არ მომივიდა-მეთქი, ოპერატორმა ხმა აიმაღლა, მე ჩემი სამუშაო შევასრულე, შეტყობინებაზე კი პასუხს არ ვაგებო. 

ამანათი რომ გამოვართვი, რატომღაც დავეჭვდი -  არ მომეწონა ამანათის ფორმა და წონა, თანაც შეფუთვა ნაწვალებს ჰგავდა. შენობიდან გამოსულმა მაშინვე გავხსენი და გულს შემომეყარა, ხელში ძვირფასი სუნამოს ნაცვლად რუსულწარწერებიანი თმის მოვლის საშუალება შემრჩა! ევროპაში რუსულენოვანი ქვეყნებისთვის დამზადებულ პროდუქციას გერმანიის ტერიტორიაზე ვერ ნახავთ და ჩემს მეგობარს თუ მაინცდამაინც ამ ტიპის საჩუქრის გამოგზავნა სურდა, ევროკავშირის ქვეყნებისთვის დამზადებულს იყიდდა. 

უკან შევბრუნდი. როგორც კი საქმის გარკვევა ვცადე, თავს დამესხნენ, თქვენ ხომ გარეთ გახვედით და იქ გახსენით ამანათი, ჩვენ პასუხს აღარ ვაგებთო. განსაკუთრებით ის ოპერატორი აქტიურობდა, რომელიც ვალდებული იყო, ჩემთვის შეტყობინება გამოეგზავნა. დამცინა კიდეც, "ვის რაში სჭირდება თქვენი სუნამოო". მოკლედ, ამიხსნეს, რომ ჩემი პრეტენზიებით ვერაფერს გავხდებოდი, რადგან ამანათი გამოგზავნილი იყო რბილი შეფუთვით და არ იყო დაზღვეული. გამომგზავნს უნდა სცოდნოდა, რომ ძვირფასი ნივთის ამ ფორმით გამოგზავნა არ შეიძლებაო... საბედნიეროდ, აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც ააწონინა "ჩემი საჩუქარი" და აღმოჩნდა, რომ გამოგზავნილის და მიღებულის წონა ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ამის მიუხედავად, დანარჩენებმა ირონიულად მითხრეს, ახლა რა აზრი აქვს წონის კონტროლს, საჩუქარი გარეთ გახსენი და რომელი სიმართლის დამტკიცებას ითხოვო?
სხვა გზა არ დამრჩენოდა, დავწერე განცხადება და მოვითხოვე, ჩაეტარებინათ შიდა მოკვლევა. ცენტრალურ ფილიალშიც დავრეკე და ავუხსენი მდგომარეობა; იქიდანაც მხოლოდ იმით მანუგეშეს, ამიერიდან მომხმარებელს ბანერებს დავახვედრებთ, რათა გზავნილი ადგილზე შეამოწმონო.

მოკლედ, შთაბეჭდილება იქმნება, რომ თუ ნივთი დაზღვეული არ არის, ხელმრუდ თანამშრომლებს მწვანე შუქი აქვთ ანთებული. ვთხოვ ყველას, ვისაც ოდესმე შესაძლოა, მოუწიოს„"საქართველოს ფოსტის" მომსახურებით სარგებლობამ: გახსენით ამანათი კამერის წინ, ფოსტის თანამშრომლის თანდასწრებით და თუ წინააღმდეგობას მაინც გაგიწევენ, ნუ გაიმეორებთ ჩემს შეცდომას, ნუ დაიბნევით და გამოიძახეთ საპატრულო პოლიცია. მე რომ მაშინ სამართალდამცველები მეხმო, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა".

თამილა ლომიძე


ჩვენ საქართველოს ფოსტის ხელმძღვანელს, ლევან ჩიკვაიძეს დავუკავშირდით, რომელიც მცირედი კომენტარით შემოიფარგლა:
„- გზავნილში სუნამოს ნაცვლად თუ გელი დევს, ფოსტა ვერაფერს გააწყობს...


ნანული
14 იანვარი 2017 12:06
მოდით, ძალიან მოკლედ ჩემს შემთხვევას გიამბობთ და დასკვნები თქვენთვის მომიდია.გასული წლის შუა დეკემბრის დასაწყისში სამი ამანათი გავაგაზავნე სასწრაფო მომსახურეობით საერთაშორისო მისამართებზე (შინ საახალწლო ქართული ტკბილეულობა იყო!), იმის იმედით, რომ დანაპირებ რამდენიმე დღეში მიუვიდოდა ადრესატებს (ყოველ სმთხვევაში, პირობა ასეთი იყო ფოსტიდან!). რამდენიმე ანუ 7 დღის ნაცვლად 4 კვირის შემდეგ მიიღო უკრაინამ. ლონდონის ერთმა ადრესატმა მიიღო 6 კვირის შემდეგ და მეორე ლონდონის ადრესატის ისტორია, საერთოდ ტრაგი-კომედიური გამოდგა - ჯერ შეტყობინება ამანათზე ჩემმა ინგლისელმა მეგობარმა ძალით მოიძია 7 კვირის შემდეგ, შემდეგ 20 ფუნტი გადაახდევინეს დამატებით, რატომ არავინ იცის! და რომ მივიდა ოფისში გამოსატანად საქართველოს ფოსტის მოთხოვნით უკან გამოგზავნილი დახვდა...რატომ ? ესეც ვერავინ გაიგო!7 დღიანი გზავნილი სახლში ანუ ქუთაისში 4 თვის შემდეგ მივიღე მესამე უკან დაბრუნებული ამანათი აქოთებული შიგთავსით...არადა, 100-100 დოლარი მქონდა თითოეულ მათგანში გადახდილი დამატებით სწორედ 7 დღიანი მომსახურეობისთვის! მთელი ამ ხნის განმავლობაში 4 ჯერ ოფიციალურად მივმართ საქართელოს ფოსტას და მხოლოდ ერთხელ და სასაცილო პასუხი მაქვს ხელზე - მოვძებნით და პასუხს შეგატყობინებთო! იცით, რას გეტყვით, ეს ორგანიზაცია საერთოდ დასახურია, რადგან მანდ მომხმარებელს მასხრად იგდებენ... ვინ და რატომ? ეს მისმა პატრონმა ანუ სახელმწიფომ გაარკვიოს...ძალიან მეპარება ეჭვი, რომ საქართელოს ფოსტას, საერთოდ პატრონი ყავდეს?!
maia
05 მარტი 2015 19:45
ქალბატონ ნანის მინდა გამოვეხმაურო. ქალბატონო ნანი რომ გვიწერთ მენეჯერებმა ტესტირებები და ფსიქოლოგთან გასაუბრებები გაიარესო, იცით თუ არა , რომ ქალბატონი სალი რომელ ფილიალზეც საუბრობდა გუშინ გავარკვიე, რომ იმ ქალბატონს ტესტირებაც უმდაბლესი ქულებით აქვს ჩაბარებული, ფსიქოლოგთანაც ვერ გაიარა გასაუბრება და უცხო ენაზე ხომ ზედმეტია საუბარი ქალაქს და ქყვეყანას ვერ არჩევს თურმე! ვიღაც მფარველობს ალბათ თორემ ასეთი დაბალი განვითარების მენეჯერი რატომ უნდა ჰყავდეთ. ზოგადად მე კმაყოფილი ვარ საფოსტო მომსახურებით და მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი :)
sall
03 მარტი 2015 00:41
მე 3-4 დღის წინ შევესწარი ერთ ძაან სასაცილო ფაქტს,ჩემი მეგობარი რომელიც ცხოვრობს 8-ე ლეგიონში გავყევი, გამოწერილი ნივთი უნდა აეღო, კაცი აგზავნიდა წერილს, ოპერატორები დაკავებულები იყვნენ, ბევრი ხალხი იყო და უფროსმა გადაწყვიტა დახმარება, გამოართვა წერილი მოკალათდა კომპიუტერთან და დაიწყო ტარიფის ძებნა დიდხანს ეძებდა ჩვენ ვუყურებით,ვეერაფერს ვერ გახდა და ერთერთ ოპერატორს თვალით ანიშნა, რა ხდებაო ოპერატორმა, ბრიუსელში უნდათ წერილის გაგზავნა ვეძებ ქვეყნებში და ვერ ვპოულობო, ოპერატორმა გაოცებულმა შეხედა ბრიუსელი ქვეყანა არ არის ქალაქია და როგორ მოძებნიო, მენეჯერი დაიბნა და ხმა ვერ ამოიღო დაჯდა ოპერატორი და მან გააგრძელა წერილის გაგზავნა, იქ სიტუაცია იყო ძლივს შევიკავეთ თავი რომ არ გვეხარხარა, ოპერატორებიც ჩვენს დღეში იყვნენ. სერვიცცენტრის უფროსმა არ იცის ბრიუსელი ქალაქია თუ სახელმწიფო, სირცხვილია ბატონებო სირცხვილი, ეს თქვენი სირცხვილია ბ-ნ ლევან, აკიმენეჯერები 2უცხოურ ენას ფლობენო? უცხოური კი არა ქართულად ვერ ლაპარაკობენ თქვენი მენეჯერები. ამ იფორმაციის გადამოწმება ადვილად შეიძლება, ყველას ახსოვს ეს დღე ოპერატორებსაც და მომხმარებელსაც. ვაი სირცხვილო. ვაი თქვენს პატრონს, მენეჯერი კი არა 20-ე საუკუნის ფოსტის გამგე უფრო დახვეწილი იყო ვიდრე ეს მენეჯერი!

რედაქტორის რჩევით