50 ბავშვი და ერთი ძიძა
06-04-2015
50 ბავშვი და ერთი ძიძა
სამწუხაროდ, ჩვენს პრობლემებს ბოლო არ ეღება. მათ შორის ისეთს, რომელიც ყველაზე ძვირფასს, მომავალს გვიზარალებს.­ ვისაც ერთხელ მაინც უნახავს, საბავშვო ბაღების ფანჯრებზე მომდგარი ატირებული­ პატარები, რომლებსაც ძიძები თუ პედაგო­გები ხშირად იმიტომ ვერ ამშვიდებენ, რომ ეს ფიზიკურად შეუძლებელია, გული მოუკვდება. ამ წერილის მიზანი ვინმესთან დავა კი არა, ბაგა-ბაღებში არსებული პრობლემების წარმოჩენაა...

"ამ წერილს თბილისის ერთ-ერთი ბაღის რამდენ­იმე ძიძა გწერთ, მაგრამ გთ­ხ­­ოვთ, ჩვენს ვინაობას ნუ გაამხელთ, თორემ სამსახურ­ი­დან დაგვითხოვენ. თითო ჯგუფში 50-მდე ბავშვი
გვყავს და მათი მოვლა იოლი არ არის. არ ვწუწუნებთ, ეს ჩვენი სამსახურ­ია, რომ­ე­ლსაც ზოგიერთმა ცხოვ­რებაც კი მიუძღვნა, მაგრამ იმ სიტუაციაში, რაც დღეს საბა­ვშვო ბაღებშია, ეს ყოვლად შეუძლებელია. რა ფართობისაც უნდა იყოს ჯგუფისთვის განკუთვნილი ოთახი, იქ რომ 50-მდე ბავშვი მთელი დღე გამოკეტილია, ნიშნავს, რომ პატარები დატყვევებული­
გვყავს­, რაც აუცილებლად დააჩნდება მათ ფსიქიკას, _ ბაღების უმრავლესობაში გასართ­ობები და სკამები არ არის, ამიტომ ბავშვე­ბი მასწავ­ლებლებს ჰაერზე ვერ გაჰყავთ.

გარდა ამისა, ბაღში ბავშვის კვებაზე­ სამ­ე­დიცინო ნო­რმით დადგენილის მესამედიც­ არ იხარჯება. ბაღებს მზარეულებიც არ ჰყოფნით. 500-მდე ბავშვის სად­ილის მომზა­დ­­ება სამმა მზარეულმა დღეში­ 3-ჯერ თავის­ დროზე როგორ უნდა მოასწროს? 3-4-წლიანთა ჯგუფებში ბავშვებს ისეთ დროს ვასადილებთ, როცა უკვე ძილის დროა, ამიტომ პატარა ძლიერ სტრესს იღებს.

3-4-წლიანთა ჯგუფები საბავშვო ბაღებ­ის განსაკუთრებული პრობლემაა _ პამპე­რსის გამოცვლა და ჩაბანა ერთდროულად რამდენიმე ბავშვს სჭირდება, მაშინ, როცა 50-ბავშვიან ჯგუფებს მხოლოდ ერთი ძიძა ჰყავთ და ჯადოქრები ხომ არ არიან, შეუძლებელი შეძლონ? ძიძებს მასწავლებლებიც ეხმარებიან, მაგრამ საქმეს ვერც ეს შველის. ბევრ ბაღში ბავშვებს­ საწოლებიც არ ჰყოფნით (ან უვარგისია და დაძინებისას იატაკზე ცვივიან). მასწავლებ­ლებს იმის იმედი აქვთ, რომ ვიღაც არ მივა და პატ­არებს ერთმანეთის საწოლებში აწვენენ.
კიდევ ერთი პრობლემა: საბავშვო თეატ­რებში მთელი ბაღი ერთად მიჰყავთ (თეატ­­რები ბილეთებს, კოლექტიურად, 3-4 ლარად ყიდიან), ციცქნა დარბაზში ამდენი­ ბავშვი ვეღარ ეტევა და ზოგი იატაკზე ზის, ზოგი მთელი სპექტაკლის განმავლობაში მშობელს ხელში ჰყავს აყვანილი. ნუთუ არ შეიძლება, იმდენი ბავშვი შეიყვანონ სპექ­ტ­აკლებზე, რამდენიც დაეტევა?"

ჩვენ კომენტარისთვის დავუკავშირდით თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტოს უფროსს, თემურ თორდინავას, რომელმაც არსებული სიძნელეები წინა ხელისუფლებისგან დატოვებული მძიმე მემკვიდრეობით­ ახსნა და დაგვპირდა, რომ თბილისში უახლოეს მომავალში 50 საბავშვო ბაგა-ბაღი­ ამუშავდება და ეს საკითხიც მოგვარდება. იმედია, ასეც იქნება, ჯერჯერობით კი, ფაქტია, ახალი ხელისუფლების მოსვლის მესამე წელიწადსაც ბაგა-ბაღების მოწესრიგება გადაუჭრელ პრობლემად რჩება.
kikilo
22 აპრილი 2015 19:08
მე მეგონა მარტო ჩვენთან იყო ასე.თურმე დედაქალაქშიც ასეა და ვინ მოგაქცევს ყურადღებას სადღაც ვანის რაიონში
lela
09 აპრილი 2015 10:59
თბილისის ბაღებში გათბობა მაინც არის და ხაშურის ბაღებში ღუმელითთბებიან,როგორ გინდა 30 ბავშვს უძახო,ღუმელს არ დაეჯახო,არ დაეჯახო.
ira
07 აპრილი 2015 16:03
დირექტორის ნატესავები როგორ მუშაობენ,არცერტი ტანამშრომლის დანიშვნის უფლება დირექტორს არ აქვს.შეეშვით ტკუილებს.

რედაქტორის რჩევით