01-06-2015
წყალი სიცოცხლეა. ჩვენს ქვეყანაში, საბედნიეროდ, ასეთი სიცოცხლის წყარო ძალზე ბევრია. მათი ძალა ჩვენმა წინაპრებმაც იცოდნენ და თავგამოდებითა და რუდუნებით ცდილობდნენ, ადგილი, სადაც წყარო მოჩუხჩუხებდა, ლამაზად შეემკოთ. ზოგ სოფელში ხალხური ხელოვნების ნამდვილი განძი ინახება მოჩუქურთმებული წყაროების სახით. მადლობას ვუხდით თამარ კვიჟინაძეს ამ განძის აღმოჩენა-დაფასებისთვის - იმ წერილისთვის, რომელიც გამოგვიგზავნა.
"გამარჯობა, პატივცემულო რედაქციავ. მე და ჩემი მეგობრები ხშირად დავდივართ ჩვენს სოფლებში. გვეუბნებიან ხოლმე, - ძალიან უცნაურები ხართ, ხალხი საზღვარგარეთ მიდის, ერთობა, სიამოვნებას
ერთ ზაფხულს დაღლილებმა ამ წყაროებთანაც ბედნიერებმა ჩავიმუხლეთ და დავლიეთ წყალი... ამ ფოტოებზე ასახულ წყაროთაგან ერთი რაჭაში, ონის რაიონის სოფელ ჟოშხაში არის გადაღებული, მეორე - ხარაგაულში, ფარცხნალში.

და კიდევ ერთი: სოფელში წყლის მომწოდებელს ეუბნებიან, - გაიხარე, წყლის ძალა მოგცეს ღმერთმაო. მართალია, მოხუცი არ ვარ, მაგრამ მეც ასე მინდა გისურვოთ!"
პატივისცემით, თამარ კვიჟინაძე
ადამიანის დაუდევრობიტ