ვენო-დედას ამბავი
ვენო-დედას ამბავი
ძვირფასო რედაქცია, ამ წერილით სამოცდაათს გადაცილებული ქალბატონი  მინდა გაგაცნოთ, რომელიც ცაგერში, ერთ უბრალო სახლში ცხოვრობს. მცენარეების  მესაიდუმლე ქალბატონი სნეულთ სრულიად უსასყიდლოდ ემსახურება!

სამი შვილი შეეძინა ვენერას. ალექ­სანდრე­ (გია) და თამილა ჯანმრთელი ბავშვები ყოფილან, ნაბოლარა გიორგი - მუნჯი აღმოჩნდა. ლამის მთელი ქვეყანა მოიარეს, მაგრამ უშედეგოდ. გამწარებული დედა ცაგერიდან ლენტეხში ფეხით ავიდა და ,,ფაყის ორკარიანად~“წოდებულ საყდარში უფალს აღუთქვა, ოღონდ შვილი განმიკურნე და სნეულებს უსასყიდლოდ მოვემსახურებიო. ცაგერში დაბრუნებულმა ბავშვი ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს მიაბარა
(სადაც მალე სტიქარით შემოსეს), საკუთარ ოჯახში განეშორა მეუღლეს და შეუდგა ფარული აღთქმის შესრულებას. მძიმე განსაცდელები დაატყდა თავს. რა აღარ გამოიარა - უანგარობის წილ - უმადურება
და სიყვარულის წილ - სიძულვილი. ვერაფერმა გატეხა. დიდმა შრომამ და ტანჯვამ სამკურნალო მადლიც გაუმრავლა და მადლიერი ადამიანებიც, უფალმაც წყალობა მოიღო და 12 წლის შემდეგ, 17 წლის სტიქაროსანმა გიორგიმ ენა ამოიდგა!

წლები გადიოდა, უფროსი შვილები დაოჯახდნენ და ბოლნისში დასახლდნენ, ვენერა­ ლიპარტელიანი გიორგისთან ერთად ცაგერში დარჩა.

შარშან, ოქტომბერში დიდი უბედურება დაატყდა თავს - მოულოდნელად გარდაეცვალა უფროსი ვაჟი. ცაგერში ხმა დაირხა, ვენერა აღარავის უმკურნალებსო. ხალხი შეშფოთდა - ამდენ გაჭირვებულს რა ეშველება, ვინღა მიხედავსო... და გამწარებულმა ქალმა ამოიკვნესა, - რა ვქნა, ადამიანის ღალატი უფლის ღალატიაო და მის კართან ხალხის რიგი ისევ გაჩნდა.

ერთმა გამოჯანმრთელებულმა მადლიერების ნიშნად მას ვენო-დედა შეარქვა.
ვენერა დეიდა 2010 წელს გავიცანი. ეს ღვთისნიერი ქალი გამთენიისას ლოცვას დაასრულებს და ავადმყოფების მიღებას იწყებს, შუადღისას წაიხემსებს (არასოდეს­ გაუსინჯავს ხორცი და თევზი), საღამოს­ ლოცვის შემდეგ წამლების მზადებას შეუდგ­ება. ერთხელ 9 წლის მუნჯი ბიჭი მიუყვანეს. ვენერამ კალთაში ჩაისვა ბავშვი და შეეკითხა, - სიმღერა გიყვარსო? პატარამ­ თავი დაუქნია. ვენო-დედამ სიმღერა წამოიწყო, `იავნანას~ მღეროდა. ამყევიო, უთხრა ბიჭს. ბავშვი ღიღინით აჰყვა. ასე ვუმღეროდი ჩემს გიორგის, მუნჯი როცა იყოო, სიტყვა ჩაანაცვლა სიმღერას მკურნალმა. მერე ბავშვი შეაქო, შეაგულიანა, - აბა, ახლა დედაშენს სახელი დაუძახეო. ეკაო, - დაიყვირა ბავშვმა!..
ხშირად უნახავთ სვანებს ლენტეხში ფეხით ასული ვენერა დავრდომილი ავადმყოფების მოსავლელად - უპატრონო მოხუც დებს უვლიდა... სხვა კუთხის ავადმყოფებს, რომლებსაც ცაგერში ჩასვლა არ შეუძლიათ, ვენერა გამზადებულ წამლებს სამარშრუტო ტაქსით უგზავნის და ყოველ ამანათზე 2 ლარს იხდის. ეს რომ შევიტყვე, გავცეცხლდი,­ - თქვენ ფულს როგორ გართმევენ-მეთქი. დამამშვიდა: ყველას ვერ მოსთხოვ ქველმოქმედებასო!  

ლია გიგიტაშვილი, ყვარელი
მკითხველის კომენტარი (24)
ლელა
03 აგვისტო 2017 11:42
უპირველესად-დამწვრობის უძლიერეს წამალს ამზადებს...ვპასუხობ პირველ შეკითხვას!
dodo
23 ივლისი 2017 18:47
Gaixare bebo gmertma didxans gacocxlot. ra mainteresebs dziritadad raze mkurnalobt?
მაია გრძელიშვილი
25 იანვარი 2016 10:48
ჩემო საყვარელო ვენერა დეიდა, მიყვარხართ ძალიან და მინდა დიდხანს, დიდხადს იცოცხლოთ!!!
...
25 იანვარი 2016 10:46
ჩემო საყვარელო ვენერა დეიდა,მიყვარხართ ძალიან და მინდა დიდხანს დიდხანს იცოცხლოთ.
bendo
21 აგვისტო 2015 11:20
Gmertma hamrteloba bedniereba. Sulgaxarebuli da bednieri iyavi veno deda. Bednierivar rom tqven gagicanit da tqvenze aseti lamazi sityvebs xarjavs Sazogadoeba. Shegewios mtavarangelozta madli.
ცირა
07 აგვისტო 2015 15:30
ქალბატონო ვენერა უფალმა სულ სიხარული მოგცეთ და შეგაძლებინოთ ყველა გაჭირვებულს დაეხმაროთ.ეს სტატია რომ წავიკითხე გამახსენდა აწ განსვენებული დედაჩემი. ჩვენ თბილისში ვცხოვრობთ დედაჩემი ბალახებს ყიდულობდა და წამლებს ამზადებდა არავის ფულს არ ართმევდა თან ის პერიოდი იყო როცა არც გაზი დაარცდევი არ გვქონდა ნავთის კერესინკაზე ედგა ყოველტბვის წყალი რათა წამალი მოემზადებინა.ბევრი მადლიერი ადამიანი ჰყავდა. მეც მეუბნევოდა მოდი შვილო ისწავლე მე რომ არ ვიქნები ძენ გამოგადგებავო, მე ახალგაზრდა ვიყავი დაარ მოვუსმინე ..ახლა ვნანობ რამდენ ადამიანს ვასიამოვნებდი. ეს იმიტომ დავწერე რომ იქნებ თავის ცოდნა ტავის მონაგარს გაუზიარს ცუდად არ გამიგოთ.

.
07 აგვისტო 2015 00:07
Dე დიდხანს დიდხანს İცოცხლე მიყვარხარ Dა გტხოვ ტავს Gაუფრტხილდიიი MİYVარხარ
tamuna
06 აგვისტო 2015 11:14
ღმერთმა კარგად გამყოფოთ
MN
05 აგვისტო 2015 23:12
CHVEN DAVDIVART VENO BEBOSTAN UFLIS CYALOBIT DA VENOS DAXMAREBIT MJERA ROM CHVENIII OCNEBA AXDEBA DA MALEE CHEM PATARAS DAVICHER XELSHI ROGORMJERA AM QALBATONIS DA RA RCMENIT VAR MASTAN YVELAS GISURVEBT YOVELIVE KARGS VENOS KI DIDXANS SICOCXLES DA JAMRTELOBAS
nana
05 აგვისტო 2015 19:52
ჩემი უსაყვარლესი, უტკბილესი და უთბილესი ადამიანი ხართ ჩემო მეორე დედავ, თქვენით მითენდება დღე და ღამე, მადლობა უფალს რომ თქვენი თავი მოგვივლინა ჩვენთვის, სულისა და ხორცის განსაკურნად, მიყვარხარ ვენო დედა.უფალმა გაგაძლიეროს და დიდხანს გაცოცხლოს თქვენს შვილ მომავალთან ერთად.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?