"მეუღლემ შინიდან გამომაგდო"
07-12-2015
"მეუღლემ შინიდან გამომაგდო"
ისევ ჩემმა ქალიშვილმა შემიფარა, რომელსაც გვარიც კი არა აქვს ჩემი და ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს ქმარ-შვილთან ერთად. ის მტანჯავს, რომ ასეთ შვილს ვერ დავუდექი გვერდით...

საფარ ბერიას წერილმა დაგვასევდიანა,­ - მეუღლემ ფეხმოტეხილი, 92 წლის მოხუცი­ საკუთარი ბინიდან ქუჩაში გამოაგდო. საფარ ბერიამ თავისი­ მწარე სიბერის შესახებ მოგვითხრო...

- ორი წელია, სამართალს ვეძებ, ვერ ვიპოვე... სიყვარულით შერთული ცოლი ადრე მომიკვდა. ორი ვაჟი დამრჩა, ორივე გზაზე დავაყენე, მაგრამ ბედმა არ შემარჩინა - ერთი
სამაჩაბლოში დამეღუპა, მეორე - ავტოკატასტროფაში... დავრჩი­ მარტო და გაუბედურებული...
მარტოობას ვეღარ გავუძელი და ერთ ქალთან ერთად დავიწყე ცხოვრება. ეს ოფიცი­ალური ქორწინება არ ყოფილა, მერე ორი შვილი გამიჩნდა. სამწუხაროდ, არ გამომივიდა შვილებთან ცხოვრება... ვერ გამოვდექი კარგი მამა.
69 წლის ვიყავი, როცა 20 წლით უმც­როსი ქალი გავიცანი.
23 წლის მანძილზე ნორმალური ცოლქმრობა გვქონდა და რას ვიფიქ­რებდი, თუ გარეთ გამომაგდებდა...

- რა მოხდა?

- ჩემმა მეუღლემ, მისმა ძმამ და მათმა მამიდაშვილმა (მისი ნათესავები 23 წელი ძმობას მეფიცებოდნენ)­ ჩემი 2 სამოთახიანი ბინა მიისაკუთრეს, ერთი - სანზონაში, მეორე - გლდანში.
2012 წელს ქუჩაში წავიქეცი, თეძოს ძვალი მოვიტეხე და ლოგინს მივეჯაჭვე. თავიდან მეუღლე მივლიდა. ექიმებმა - ოპერაციას აზრი არა აქვსო. ეტყობა, ჩემმა ცოლმა იფიქრა, ლოგინად ჩავარდნილ კაცს რა თავში ვიხლიო და გამომიცხადა, - თუ გამიფორმებ გლდანის ბინას, მოგივლიო. მისმა ძმამაც იგივე გამიმეორა, სხვა რა გზა მქონდა, მარტო საწოლში გადაბრუნებაც მიჭირდა, წყლის მიმწოდებელიც არავინ მყავდა და "მივაჩუქე" გლდანის ბინა... ცოტა ხანში სანზონის ბინაც გადამაფორმებინა, მერე კი გარეთ გამომაგდო...
ისევ ჩემმა ქალიშვილმა შემიფარა, რომელსაც გვარიც კი არ აქვს ჩემი და ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს ქმარ-შვილთან ერთად. რა მეთქმის, ის მტანჯავს, რომ ასეთ შვილს ვერ დავუდექი გვერდით...

- სასამართლოს არ მიმართეთ?
- როგორ არ მივმართე, მაგრამ გამომიცხადეს, რახან ბინები საკუთარი ნებით გააჩუქე, ვეღარაფრით დაგეხმარებითო... ახლა იმაზე ვოცნებობ, რომ იქნებ სამართალი ვიპოვო, თორემ ამ მძიმე ჯვრის ტარება უფრო საშინელია, ვიდრე ის ტკივილი, რომელმაც საწოლს მიმაჯაჭვა...
24 დეკემბერი 2016 19:18
კარგი ადვოკატი აიყვანოს,სანამ ცოცხალია,მაგაზე კარგი მოწმე რაღა უნდა,მეზობლებიც დაუმოწმებენ,რომ გამოაგდეს...
Annie
27 აპრილი 2016 22:24
საკუთარი ნებით კი აჩუქა მაგრამ მოატყუეს და არ უპატრონეს, გარეთ გამოაგდეს და სასამართლოც რა "მაგარია!" ისინიც ატყუებენ, ალბათ ფულით მოისყიდეს და ეს გაუბედურებული მოხუცი კაცი დაიკიდეს, ეს არის სამართალი?

რედაქტორის რჩევით