"დედა იტალიაში გათხოვდა, მამამ კი არაფერი იცის"
"დედა იტალიაში გათხოვდა, მამამ კი არაფერი იცის"
"სოციალურ ქსელში შემთხვევით დედას პროფილი აღმოვაჩინე, იტალიური სახელით და გვარით. საპატარძლო კაბა ეცვა და ვიღაც კაცის გვერდით იდგა. კომენტარებს გადავავლე თვალი, ვიღაცები დედაჩემს გათხოვებას ულოცავდნენ"

ჩემი მშობლების სურათს ვუყურებ და ვერ ვიჯერებ, რომ დედა გათხოვდა, ჩემმა ძმამ და მამამ კი არაფერი იციან.

ყველაფერი მაშინ გართულდა, როცა მამა სამსახურიდან გაათავისუფლეს და ფინანსური პრობლემები დედას დააწვა მხრებზე. ჩემს ძმას ასთმა დაუდგინეს და ექიმმა გვირჩია, ზამთარ-ზაფხულ დასასვენებლად ბაკურიანში წაგვეყვანა. დედა კომუნალური
You must have Flash Player installed in order to see this player.
გადასახადებისა და საკვების ფულს ძლივს შოულობდა, ბაკურიანში სახლის დაქირავებაზე ვერც კი ვიოცნებებდით. მშობლებმა იმსჯელეს და გადაწყდა, რომ დედა საზღვარგარეთ მომვლელად წავიდოდა. მამამ ფული ისესხა და დედა იტალიაში გაუშვა. ის ყოველთვიურად თანხას გვიგზავნიდა. ჩემი ძმის მკურნალობა და ბაკურიანში წაყვანაც მოვახერხეთ. თითქოს ყველაფერი დალაგდა.
დედას ჩამოსვლაზე რომ დავუწყებდი ლაპარაკს, ყოველთვის რაიმეს იმიზეზებდა და საერთოდ, ცდილობდა, ამაზე არ გვესაუბრა. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში შემთხვევით მისი მეორე პროფილი აღმოვაჩინე, იტალიური სახელით და გვარით. სურათები დავათვალიერე, საპატარძლო კაბა ეცვა და ვიღაც კაცის გვერდით იდგა.
ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ გათხოვდა. კომენტარებს გადავავლე თვალი, იტალიურად ულოცავდნენ. ისე ვინერვიულე, რომ ცუდად გავხდი. სასწრაფოდ გამოვრთე კომპიუტერი, თუმცა ნანახი გონებიდან ვერ ამოვიშალე. ნერვიულობის გამო სიცხემ ამიწია. ერთ დღესაც რომ
შევეხმიანეთ ერთმანეთს, დედას ვკითხე, მანდ გათხოვდი-მეთქი? ჯერ დაიბნა, მერე სიცილი დაიწყო, - რა კარგი ფანტაზიის უნარი გაქვსო და მირჩია, მოთხრობების წერა დამეწყო. ქორწილის ფოტოები გადავუგზავნე. მაშინ კი გამოტყდა, რომ შეხვდა კაცს, რომელიც შეუყვარდა. სწორედ მისი დახმარებით გვარჩენდა ჩვენ და მთხოვა, მამაჩემისთვის არაფერი მომეყოლა. არ უნდოდა, მისთვის გული ეტკინა. არა მგონია, მამაჩემის მოტყუება სწორი იყოს, თუმცა ვერც დედას დავაღალატებ. ორ ცეცხლს შუა ვარ. არ ვიცი, როგორ მოვიქცე.

თათული ღვინიანიძე

მკითხველის კომენტარი (57)
მანანა
01 ივნისი 2017 00:35
მშობლებმა იმსჯელეს და გადაწყდა,რომ დედა საზღვარგარეთ წავიდოდა მომვლელად.....რატომ მამები არ მიდიან?
დედამ დააყენა ფეხზე ოჯახი, შვილი გამოაჯანმრთელა, ხოდა აცალეთ იყოს ბედნიერი...
რუსუდანი
01 ივნისი 2017 00:33
ორმაგი თამაში არ შემიძლია გავამართლო. იქ ხომ იმიტომ წავიდა,რომ შვილებისთვის ნორმალური ცხოვრების პირობები შეექმნა და თუ ასე ატკენდა გულს მისი საქციელით, რაღა მადლი აქვს ასეთი პირობების შექმნას. არ სჯობდა დედა სახლში ყოლოდათ და მხოლოდ პური და წყალი ჰქონოდა. თუ მაინცადამაინც ვიღაც შეუყვარდა, ჯერ ქმართან განქორწინებული და მერე დაქორწინენულიყო სხვასთან. ყველაფერის პატიება ხომ არ შეიძლება...
დათო
31 მაისი 2017 20:27
სამწუხაროდ ქალების საზღვარგარეთ წასვლამ კი არ გადაარჩინა საქართველო როგორც ბევრს გონია ,პირიქით დაღუპა.ქალმა აიღო კაცის ფუნქცია და კაცი დარჩა უფუნქციო.
TaTia
31 მაისი 2017 18:04
ცოლს რომ უცხოეთში უშვებ მის ფულებზე ცხოვრობ, უკან ბრუნდება და სახლში სხვა ქალს ახვედრებ, მაინტერესებს მაშინ რა ხდება? დაფიქრდით ქმრებო კარგად............
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები