"ვერ გადავწყვიტე, დედ-მამა შევარიგო თუ არა"
"ვერ გადავწყვიტე, დედ-მამა შევარიგო თუ არა"
"სიმართლე გითხრათ, მამის ნახვა არ გამხარებია. ის კი პირფერად ჩამეხუტა და მითხრა, შენი უმცროსი დაიკო გაიცანიო."

რედაქციაში 16 წლის ირაკლის წერილი მოვიდა. მოზარდი უჩვეულო პრობლემის წინაშე აღმოჩნდა და მკითხველის დახმარება სჭირდება.

ირაკლი: - დედაჩემს (ცირას) და მამაჩემს (თენგოს) სულ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. მამა თვეობით იკარგებოდა. 3 წლის წინ კი რუსეთში გადაიხვეწა. ახლახან, სკოლიდან შინ დაბრუნებულს თენგო სასტუმრო ოთახში დამხვდა. გვერდით 7-8 წლის გოგონა ეჯდა. დედას ნამტირალები თვალები­ დასივებოდა. სიმართლე გითხრათ,
მამის ნახვა არ გამხარებია. ის კი პირფერად ჩამეხუტა და მითხრა, შენი უმცროსი დაიკო გაიცანიო. თურმე ადრე მამაჩემი ამ გოგონას დედის საყვარელი ყოფილა... 3 წლის წინ ის ქალი მამაჩემს დაუკავშირდა, ავად ვარო და ქალიშვილის შესახებაც უამბო. მთელი ეს დრო თენგო ავადმყოფს უვლიდა. გარდაიცვალა თუ არა, მამაჩემმა
ოჯახში დაბრუნება გადაწყვიტა და გოგონაც ჩამოიყვანა.

დედამ ბარგი ჩაალაგა და მშობლებთან გადავიდა. მეც თან გავყევი. მამაჩემი ყოვე­ლდღე სკოლასთან მაკითხავს და მეხვეწება,­ ცირასთან შემარიგეო. მარწმუნებს, რომ შეიცვალა, კარგი ქმარი და მამა იქნება. ამ ყველაფრის დაჯერება მიძნელდება. როგორ გგონიათ, ადამიანები მართლა იცვლებიან? სწორად მოვიქცევი, თუ დედაჩემს თენგოსთან დაბრუნებას ვთხოვ?

რა თქმა უნდა, მსურს ნორმალურ ოჯახში ვცხოვრობდე. მყავდეს დედ-მამა, თუმცა უსამართლობად მიმაჩნია, ცირას ამ გოგონ­ასთან ცხოვრება დავაძალო. ის ხომ დედაჩემს სულ გაახსენებს მამაჩემის ღალატს.

თათული ღვინიანიძე
sofio
12 დეკემბერი 2016 13:26
გასაგებია დედა გულნტკენია მაგრამ ის პტარა გოგო ცალიან მეცოდება ბავშვმა რა დააშავა გული მტკივა იმ პატარა არსებაზე
თეკო
06 სექტემბერი 2016 10:20
თამო მართალს ამბობს, დაუტოვე არჩევანი დედაშენს, თვითონ შინაგანად როგორც გრძნობს თავს, იმის მიხედვით გადაწყვიტოს, შენ უთხარი, რომ მამაშენს შერიგების სურვილი აქვს და დედაშენი როგორც იგრძნობს თავს ბედნიერად, ისე მოიქცევა.. მესმის, რომ სრულფასოვან ოჯახში გინდა ცხოვრება, მაგრამ ორივე მხარე უნდა იყოს ბედნიერი, რომ სახლში კარგი ატმოსფერო შექმნან, სხვანაირად ყველა დაიტანჯებით.. ზოგიერთ ადამიანს შეუძლია ღალატის პატიება, ზოგს - არა, არცერთ შემთხვევაში არ გაუნაწყენდე დედაშენს.
ლიანა
11 აპრილი 2016 16:19
ჩემო საყვარელო, მე შენზე ბევრად უფროსი ვარ შვილო, დიდი ცხოვრება მაქვს გავლილი, ბევრი ქარტეხილი გამოვიარე, გირჩევ, დედა და მამა შეარიგო, უმცროსი დაიკო კი ცაიხუტე და უპატრონე, მას დედა არ ყავს და შნ და მამათქვენი ყავხართ იმედად, პატიება ყველა ქრისტიანის ვალია, შეერტდით ყველანი და იცხოვრეთ ბედნიერად, მე, პირადად გლოცავთ გულით და სულით. გაითვალისწინე, რომ ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა, იმ საწყალმა ბავშვმა რა დააშავა, შეიყვარე და უპატრონე სიხარულო.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები