"ვერ გადავწყვიტე, დედ-მამა შევარიგო თუ არა"
29-02-2016
"ვერ გადავწყვიტე, დედ-მამა შევარიგო თუ არა"
"სიმართლე გითხრათ, მამის ნახვა არ გამხარებია. ის კი პირფერად ჩამეხუტა და მითხრა, შენი უმცროსი დაიკო გაიცანიო."

რედაქციაში 16 წლის ირაკლის წერილი მოვიდა. მოზარდი უჩვეულო პრობლემის წინაშე აღმოჩნდა და მკითხველის დახმარება სჭირდება.

ირაკლი: - დედაჩემს (ცირას) და მამაჩემს (თენგოს) სულ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. მამა თვეობით იკარგებოდა. 3 წლის წინ კი რუსეთში გადაიხვეწა. ახლახან, სკოლიდან შინ დაბრუნებულს თენგო სასტუმრო ოთახში დამხვდა. გვერდით 7-8 წლის გოგონა ეჯდა. დედას ნამტირალები თვალები­ დასივებოდა. სიმართლე გითხრათ,
მამის ნახვა არ გამხარებია. ის კი პირფერად ჩამეხუტა და მითხრა, შენი უმცროსი დაიკო გაიცანიო. თურმე ადრე მამაჩემი ამ გოგონას დედის საყვარელი ყოფილა... 3 წლის წინ ის ქალი მამაჩემს დაუკავშირდა, ავად ვარო და ქალიშვილის შესახებაც უამბო. მთელი ეს დრო თენგო ავადმყოფს უვლიდა. გარდაიცვალა თუ არა, მამაჩემმა
ოჯახში დაბრუნება გადაწყვიტა და გოგონაც ჩამოიყვანა.

დედამ ბარგი ჩაალაგა და მშობლებთან გადავიდა. მეც თან გავყევი. მამაჩემი ყოვე­ლდღე სკოლასთან მაკითხავს და მეხვეწება,­ ცირასთან შემარიგეო. მარწმუნებს, რომ შეიცვალა, კარგი ქმარი და მამა იქნება. ამ ყველაფრის დაჯერება მიძნელდება. როგორ გგონიათ, ადამიანები მართლა იცვლებიან? სწორად მოვიქცევი, თუ დედაჩემს თენგოსთან დაბრუნებას ვთხოვ?

რა თქმა უნდა, მსურს ნორმალურ ოჯახში ვცხოვრობდე. მყავდეს დედ-მამა, თუმცა უსამართლობად მიმაჩნია, ცირას ამ გოგონ­ასთან ცხოვრება დავაძალო. ის ხომ დედაჩემს სულ გაახსენებს მამაჩემის ღალატს.

თათული ღვინიანიძე

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?