შეყვარებულისთვის დედაჩემის ოქროულობა მოვიპარე
07-03-2016
შეყვარებულისთვის დედაჩემის ოქროულობა მოვიპარე
მშობლებისთვის სიმართლის გამხელის მეშინია. არ ვიცი, როგორ მოვიქცე...

იმეილზე მომივიდა 15 წლის ნანოს წერილი, რომელმაც შეყვარებულის გამო ოჯახიდან­ ოქრო მოიპარა და ბიჭს დასალომბარდებლად მისცა. გოგონას დედამ შენიშნა, რომ სამკაულები დაიკარგა. თინეიჯერს ვერ გადაუწყვეტია, მშობლებს­ გამოუტყდეს თუ არა.

ნანო: - მე და მათე 9 თვეა, შეყვარებ­უ­ლები ვართ. მათე ჩემზე სამი წლით უფროსია. ერთმანეთი უბანში გავიცანით. სამი თვის წინ შევნიშნე, რომ უგუნებობა­ დასჩ­ემდა, ხშირად აღარ მნახულობდა, სალ­აპა­რაკოსაც ვეღარ ვპოულობდით. ამას ძალ­იან განვიცდიდი.
ვიფიქრე, მათეს გული გაუცივდა-მეთქი. მოგვიანებით მისმა­ ძმაკაცებმა მითხრეს, ფინანსური პრობლემ­ები აქვსო.­ ამის თაობაზე დალაპარაკება ვცადე, მაგ­რამ მომახალა, - ჩემს საქმეში ცხვირს ნუ ყოფო. ერთი კვირის შემდეგ მესიჯი მომწერა, - ფული ძალიან მჭირდება და ხომ ვერ დამეხმარებიო. მივხვდი, რომ გამოუვალ­ მდგო­მარეობაში იყო, თორემ მომხდარის შემდეგ ფულის
სათხოვნელად ჩემთან არ მოვიდოდა. მაშინვე ვუთხარი, დასალომბარდებლად ოქროს მოგცემ, ოღონდ უსათუოდ უნდა დააბრუნო-მეთქი. მეორე დღეს ჩემი მშობლები სამსახურში წავიდნენ თუ არა, დედის დამალული სამკაულები მოვიპარე და მათეს შევხვდი.

გადიოდა დრო. მათე მეუბნებოდა, ლომბარდის პროცენტს ვიხდი, მაგრამ ოქროს გამოსატანად ფული არ მაქვსო. მეშინოდა, დედას ოქროულობა არ შეემოწმებინა. ძალ­იან ვნერვიულობდი. ჩემი შიში გამართლდა კიდეც. წინა კვირას დედაჩემი ქორწილში­ უნდა წასულიყო, გამოიპრანჭა, მერე სამკაუ­ლების გაკეთება მოინდომა. ზარდახშა გადმოიღო. მაშინვე შენიშნა, რომ საყურეები და ყელსაბამი აკლდა. ჯერ მე მკითხა,­ ოქროსთვის ხელი ხომ არ გიხლიაო, მერე - ოჯახის ყველა წევრს. ეჭვი მამაჩემ­ის უმცროს ძმაზე მიიტანეს, რომელმაც ტოტალიზატორის გამო ნივთები რამდენჯერმე დაუკითხავად გაიტანა სახლიდან. მამა ბიძაჩემს ეჩხუბა, ის კი პროტესტის ნიშნად შინიდან წავიდა. მათეს მომხდარი მოვუყევი,­ დამპირდა, რომ ოქროულობას გამოიტანდა,­ თუმცა იმ ღამესვე გამომიტყდა (მესიჯით), ოქრო დაკარგულიაო. აღმოჩნდა, რომ პროცენტის ფულს ვერ იხდიდა. შეიძლება გაყიდა კიდეც. ძალიან მეწყინა. მისი საქციელი ღალატად ჩავთვალე და დავშორდი. მშობლებისთვის სიმართლის გამხელის მეშინია. არ ვიცი, როგორ მოვიქცე...

თათული ღვინიანიძე
Marine
12 ნოემბერი 2017 17:41
Siyvarulis gamo es shecdoma chaidine, magram getyoba, rom bunebit simartlistvis moyvaruli xar cinaadeg shemtxvevashi ar dashordebodi mas, amitom tu ginda, rom sulierad daisveno aucileblad unda tqva simartle, mjera, rom sheni mshoblebs gagigeben
ნინო
14 აგვისტო 2017 00:19
ჰე ეხლა შედეგით და დაგაუარეთ ამ ბავშვს, ლანძღვა კი არა დარიგება და დასაბუთებულად ახსნა ჭირდება რატომ უნდა თქვას სიმართლე და არა ისე რომ სულელია და ეს არუნდა ექნა, ჩემო მეგობარო ამ კომენტარს თუ წაიკითხავ გამიხარდება, სიმართლე უნდა თქვა იმიტომ რომ შენი სიმართლის არ თქმის გამო სხვა ადამიქნი უსამართლოდ ისჯება და ეს არ არის კარგი არც შენთვის და არც იმისთვის შეიძლება ძალიან მკაცრადაც დაისაჯო მაგრამ მაგის არ შეგეშინდეს ეს შენი პასუხისმგებლობაა და არ გაექცე თუ გინდა მომავლში წარმატებუკი გოგო გამოხვიდე ეს აუცილებლად გამოგადგება წარმატებები კარგი იქნება თუ შენი მშობლები ამ საკითს გულიანად შეხედავენ და სასჯელი იქნება ისეთი რო შენ მომავალში დაგეხმაროს კიდე არ დაგემართოს ასეთი რამ და არა პირიქით
11
13 აგვისტო 2017 01:09
15 წლის გოგოს რომ ბიჯი ფულს მოთხოვს იქ უნდა დაამთავრო ყველაფერი თან მასეთ უპასუხისმგებლოს,რომელმაც დაგაწერა. თან დედას მოპარე .

რედაქტორის რჩევით