"1 000 ლარს ვერ იმეტებენ?!"
"1 000 ლარს ვერ იმეტებენ?!"
"ჩემი იდეაა, წმინდა გიორგის ქანდაკების გარშემო წრიულ კონსტრუქციაზე, რამდენიმე ენაზე ოქროსფერი ასოებით ამოვკვეთოთ სიტყვა "თავისუფლება"

"მშვიდობისა და ინტელექტუალურ კლუბ 111 -ის პრეზიდენტი, ქუთაისელი ბესიკ ადამია მრავალი წელია, რამდენიმე იდეის ხორცშესხმისთვის იბრძვის. ერთ-ერთის, პარიზის მშვიდობის კედელზე სიტყვა "მშვიდობის" ქართულ ენაზე დასაწერად პარიზში ოთხჯერ ჩავიდა და აქცია გამართა - პარიზის მერია და ევროკავშირი გამოეხმაურნენ და მათგან მხარდაჭერის წერილები მიიღო. "თუკი პარიზის კედელზე 49 ენაზე აწერია სიტყვა "მშვიდობა", მათ შორის სომხურად, რატომ არ შეიძლება ქართულ ენაზეც დაეწეროს", - ამბობს ბესიკ ადამია.

ამჯერად ამ
კლუბის პრეზიდენტს კიდევ ერთი საინტერესო წინადადება აქვს. ახალი იდეის თაობაზე ბესიკ ადამიამ "კვირის პალიტრასაც" სთხოვა მხარდაჭერა:

- საქმე თავისუფლების მოედანს, კერძოდ, წმინდა გიორგის ქანდაკების გარშემო წრიულ კონსტრუქციას ეხება, რომელიც ყველას გვინახავს და გვიყვარს. ჩემი იდეაა, რომ ამ წრიულ კონსტრუქციაზე, მთელ სიგრძეზე რამდენიმე ენაზე ოქროსფერი ასოებით ამოვკვეთოთ სიტყვა "თავისუფლება".

- ანუ დაახლოებით ისე, როგორც პარიზის მშვიდობის კედელზეა ამოკვეთილი?
- დიახ. თავისუფლების მოედანზე მრავალი უცხოელი იყრის თავს, შესაბამისად, ისინი თავიანთ ქვეყანაში წაიღებენ ამბავს, თუ როგორ გვიყვარს ჩვენ თავისუფლება.

- თბილისის მერიას მიმართეთ?
- სწორედ მას მივმართე წერილობით.
პასუხად რაღაც ბლანკზე დაწერილი წერილები გამომიგზავნეს, - თქვენი იდეა მერიამ არ მიიღოო. ამის გამო ქუთაისიდან თბილისში საგანგებოდ ჩამოვედი და მერიაში განვაცხადე, ამ წერილის განხილვას დამასწარით, იმ ხალხმა ამ იდეის საწინააღმდეგო არგუმენტები მითხრას-მეთქი. წრიულ კონსტრუქციაზე ოქროსფერი ასოების გამოყვანას 1.000 ლარი თუ დასჭირდება და ამას ვერ იმეტებენ?!

იდეის ავტორს იმედი აქვს, რომ მის ნააზრევს ხორცშესხმა მაინც უწერია.
მამო
14 მაისი 2016 12:38
ერთი ეს კაცი არ ურიკინებდეს! ვისაც რა მოეხუშტურება იმის დაფინანსება თუ დაიწყო სახელმწიფომ , კარგად გვქონია საქმე!
რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები