"სოფელში რა ვაკეთო? ორღობეში ქალების ჭორაობას ვუსმინო?"
27-06-2016
"სოფელში რა ვაკეთო? ორღობეში ქალების ჭორაობას ვუსმინო?"
"ვიცი, სოფელში ჩარჩოებში მოვექცევი. დარწმუნებული ვარ, დეპრესიაში ჩავვარდები და ალბათ ცხოვრებაზე ჩავიქნევ ხელს"

რედაქციაში 15 წლის სალომეს წერილი მივიღეთ. გოგონას მშობლებს ფინანსური კრიზისის გამო თბილისში სახლის გაყიდვა და სოფელში საცხოვრებლად გადასვლა უწევთ. გოგონა შიშობს, რომ ახალ გარემოსთან შეგუება გაუჭირდება და ვერც მეგობრებს გაიჩენს.

სალომე: - ორი თვის წინ მამა სამსახურიდან გაათავისუფლეს. დედა, თავისი მცირე ხელფასით (ერთ-ერთ კაფეში დამლაგებლად მუშაობს), ოჯახის რჩენას ვერ ახერხებს. უმცროსი და-ძმა მყავს. ნინიკო 8 წლისაა, გიორგი
- 5-ის. კახეთში სოფელი გვაქვს, სადაც მამაჩემის დედ-მამა ცხოვრობს. ძველი შეხედულებების ხალხია. სტუმრად როცა ჩავდივარ, ჩემი დახეული ჯინსები უკვირთ და დედაჩემს საყვედურობენ, ნორმალური შარვალი ჩააცვით ამ ბავშვს, თორემ მეზობლები რას იფიქრებენო. როკმუსიკას ყურსასმენების გარეშე თუ ვუსმენ, უკვირთ, ამ ბრახაბრუხისა რა მოგწონსო და ქართულ სიმღერებს მირთავენ.
სულ გადაგვარდა ახალგაზრდობა, ან რას უსმენენ, ან რა აცვიათო - პაპაჩემს ჩემი დანახვისას სულ ეს ფრაზა აკერია პირზე. ბებია ყოველთვის ამბობდა, ბავშვი სოფელში უნდა გაიზარდოს, ქალაქი ეშმაკი ხალხის ადგილიაო.

ცოტა ხნის წინ ჩემმა მშობლებმა მითხრეს, რომ სექტემბრიდან სოფელში გადავდივართ საცხოვრებლად. ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ დაბრუნების პერსპექტივა არც არსებობს. სახლს ყიდიან. თავზარი დამეცა. თავის დროზე ჩემს კლასელებთან დამეგობრება ძალიან გამიჭირდა, მასწავლებლებსაც ძნელად შევეწყვე, მრცხვენოდა ფეხზე ადგომა და გაკვეთილის მოყოლა. საშინელ გუნებაზე ვდგები, როცა წარმოვიდგენ, რომ იგივე უნდა განმეორდეს...

ვიცი, სოფელში ჩარჩოებში მოვექცევი. დარწმუნებული ვარ, დეპრესიაში ჩავვარდები და ალბათ ცხოვრებაზე ჩავიქნევ ხელს. იქ რა ვაკეთო? ეზო დავგავო, ქათმებს ვაჭამო და ორღობეში სოფლის ქალების ჭორაობას ვუსმინო?

კიდევ ერთი მიზეზით მინდა ქალაქში დარჩენა... ჩემი მეზობელი ბიჭი მომწონს, რომელსაც სოფელში წასვლის შემდეგ ვეღარასდროს ვნახავ. სოციალურ ქსელში დამატებული არ მყავს და არც მისი ნომერი ვიცი. შეხვედრისას ერთ-ორ სიტყვას გავუცვლით ხოლმე ერთმანეთს თავაზიანობის გამო. არ ვიცი, როგორ მოვიქცე...

თათული ღვინიანიძე
დათო
19 თებერვალი 2018 06:26
ჟურნალისტის მოფიქრებული ზღაპარია.... როკს ახალგაზრდობა აღარ უსმენს....
Marina ioseliani.2017 20 ivnisi.
20 ივნისი 2017 12:07
Chemo chkviano gogona,arasodes uaryopitze ar ipiqro,sopelshi martlac dzalian tbili da mosiyvarule xalxi cxovrobs,ityvi neta adre gadmovsuliyavito,yoveltvis chitebis chikchikshi gaigvidzeb,uamravi sheni sayvareli yvavilebi shegidzlia moamravlo.dilis supta haers ra jobia da rom icodet sopelshi upro kulturuli da ganatlebuli axalgazrdebi arian megobarsac upro kargs shearchevt.ichqare sopelshi wasvla
მარინე
12 იანვარი 2017 16:39
ვის რა აწუხებს, მე კი სოფელს ვნატრობ ნეტა როდის გადავბარგდები სოფელში, რომ ჩემი ეზო ედემის ბაღად ვაქციო

რედაქტორის რჩევით