"ჩვენმა სამოთხესავით მხარემ რა დააშავა, რომ ჩვენკენ გამოხედვა არავის უნდა"
"ჩვენმა სამოთხესავით მხარემ რა დააშავა, რომ ჩვენკენ გამოხედვა არავის უნდა"
"ამ ხეობის 17 სოფლიდან უმეტესობას ენატრება გზა, წყალი და ელექტროდენი. XXI საუკუნეში კი რა დროს ამეების მონატრებაა! აბა, ახალგაზრდა ადამიანს წყალსა და დენზე რომ ეტყვიან, - არ არის და არც იქნებაო, იქ რაღა გააჩერებს. ადგება და იქით გასწევს, სადაც ეუბნებიან, აქ ჩამოდი და უკეთესად იქნებიო!"

ამას წინათ რედაქციაში ქალბატონი მობრძანდა, ხელში წერილი ეჭირა - პირველი სტრიქონების წაკითხვისთანავე მივხვდით, რომ საქართველოს ძირძველი და ამავე დროს, სპეციფიკური
You must have Flash Player installed in order to see this player.
კუთხიდან მნიშვნელოვანი სათხოვარი ჩამოიტანა, რათა ხელისუფლებამ ყურადღება მიაპყროს, რა ესახება მოსახლეობას პრობლემების მოსაგვარებლად.

"პანკისი არაერთხელ მოხვედრილა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ყურადღების ცენტრში - ამ ბოლო დროს მას მსოფლიო მედიაც ახსენებს ხოლმე იმ ახალგაზრდების გამო, რომლებიც ჩვენი ხეობიდან უცხო ქვეყანაში მიდიან სისხლის დასაღვრელად და ისე კვდებიან, სამარეც არ რჩებათ. მე ხშირად ვფიქრობ ამაზე - რატომ? პანკისელებს ქვეყნის სიყვარული არ გვესწავლებოდა. მაშ, რა მოხდა?! სამწუხაროდ, პანკისი საზღვარგარეთიდან შემოსული შეიარაღებული არაბული და ჩეჩნური დაჯგუფებების სათარეშო გახდა.

რა დამავიწყებს - ეს ვაჟბატონები სოფელ ყვარელწყალთან იყრიდნენ
თავს. იქ ჩავლილი ხალხი შიშით შესცქეროდა, რომ ნარკობარიგებს მათი შვილებისთვისაც არ შეეჩეჩებინათ ნარკოტიკი. ვისაც შეაჩეჩეს და მათ აჰყვა, უმეტესობა დედების თვალწინ დაიხოცა. მადლობა ღმერთს, რომ ამ საშიშროებამ უკვე ჩაიარა -
არც ისეთი სუსტი ყოფილა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, რომ ამას წლების მანძილზე გაუმკლავდა და ახლაც მედგრად დგას. მაგრამ თუ პანკისში მეტი არაფერი გაკეთდა, ახალგაზრდობა, ძველი თაობებივით როდი შესწირავს თავს ჩვენს რთულ პირობებს და ვერც მოსთხოვთ - ამ ხეობის 17 სოფლიდან უმეტესობას ენატრება გზა, წყალი და ელექტროდენი. XXI საუკუნეში კი რა დროს ამეების მონატრებაა! აბა, ახალგაზრდა ადამიანს წყალსა და დენზე რომ ეტყვიან, - არ არის და არც იქნებაო, იქ რაღა
გააჩერებს. ადგება და იქით გასწევს, სადაც ეუბნებიან, აქ ჩამოდი და უკეთესად იქნებიო!

ტურიზმი საქართველოს ყველა კუთხეში ვითარდება, ჩვენმა სამოთხესავით მხარემ რა დააშავა, რომ ჩვენკენ გამოხედვა არავის უნდა. შესაძლოა, ეს ადრინდელი შეიარაღებული დაჯგუფებების გამოძახილია და სახელმწიფოს პანკისში ტურისტის გაშვება ეშინია, მაგრამ მერწმუნეთ, პანკისელები სულელები არ ვართ, რომ შემოსავლის წყარო დავკარგოთ. როცა ახალგაზრდები დასაქმდებიან, ხომ უფრო დამშვიდდებიან?! თუ არადა, ძალიან ძნელი საყურებელია, ის შავოსანი დედები, რომელთა შვილებმა სადღაც, სირიაში იპოვეს სამარე, "ისლამურ სახელმწიფოს" შეეწირნენ. მერწმუნეთ, არც ერთი დედა - არც მუსლიმანი, არც ქრისტიანი, არ ზრდის შვილს იმისთვის, რომ ერთ შავბნელ დღეს შინიდან გავიდეს და აღარ დაბრუნდეს. ეს ძლიერი ტკივილია და ყველა დედა ცოდვაა ამისთვის.

ამ ტკივილმა პანკისის ქრისტიანი და მუსლიმანი დედები თითქოს უფრო მეტად შეგვაკავშირა - ქრისტიანები შვილმკვდარ მუსლიმან დედებს ვანუგეშებთ. მათ შორის მინდა ფარეულიძის დედა, ნაზი გაურგაშვილი გავიხსენო. ნაზი პანკისის ვარსკვლავი იყო. როცა ხეობაში იღებდნენ ფილმს "ქვიშანი დარჩებიან", ნაზი იმდენად მოეწონა რეჟისორს, რომ მის ოჯახს საშველი არ მისცა და გოგონა ფილმში თამაშზე დაითანხმა. სამწუხაროდ, ნაზის ოჯახმა უდიდესი შეცდომა დაუშვა და ეს ულამაზესი გოგონა სახლში გამოკეტა. დღეს ნაზი უბედური დედაა - შვილი სირიაში გაეპარა და სამუდამოდ დაკარგა... გული მიკვდება მისი და სხვა შავოსანი დედების დანახვისას. ეს არ უნდა მომხდარიყო!

და კიდევ: პანკისის ორ სოფელში - საკობიანოსა და ჯოყოლოში ქრისტიანული ეკლესიებია, რომლებიც დღეს დადუმებულია. ამ სოფლების ქრისტიანულ მოსახლეობას ჰაერივით გვჭირდება უფალთან მიახლება, ჟამის წირვა და "კირიელეისონ"... მინდა, ჩვენი ხმა იმ სასულიერო თუ საერო პირებს მისწვდეთ, რომლებიც ჩვენთვის ამ ნუგეშის მონიჭებას შეძლებენ - როცა ტაძრებში წირვა-ლოცვა დაიწყება, ჩვენც იმედი ჩაგვესახება.

ეს პანკისის ქრისტიანი მრევლის სათხოვარია. ტურიზმი კი არსობის პურის მოძიება იქნება მთელი პანკისისთვის".

მანანა სამუკაშვილი
tamari
02 იანვარი 2017 04:34
დიდ სიამოვნებიტ ვინახულებდი პანკისის ხეობას . საქარტველოს სტრატეგიულ და მნისჰვნელოვან კუტხეს . მარტლაც რატომ არის მიყრუებული ტურიზმისადმი ეს ადგილი ? სასჰისჰროებას არა მგონია წარმოადგენდნენ ეს ადგილები მაშინ სვანეტი საერტოდ საშიშ ზონად უნდა გამოცხადებულიყო გზებს ტუ ჩავტვლიტ და ზოგიერტ თავზე ხელაგებულ მასპინძელს . იქნებ მტავრობამ შეიმუშაოს ბიუჯეტი და გახსნან კურორტები ისე რომ მოსახლეობამაც ისარგებლოს ტუნდაც სამუშაო ადგილების მხრივ ან მატი ხელთნაქმევი გაიყიდოს მატივე სასარგებლოდ.
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?