სკოლა რომ არ დახურულიყო, მამამ 14 წლის ვაჟი ამბროლაურიდან 20 კილომეტრით დაშორებულ ხოტევის სკოლაში გადაიყვანა
სკოლა რომ არ დახურულიყო, მამამ 14 წლის ვაჟი ამბროლაურიდან 20 კილომეტრით დაშორებულ ხოტევის სკოლაში გადაიყვანა
"ერეკლე დილით გამვლელ მანქანას მიჰყვება - ყველა მძღოლი ცნობს, დაინახავენ თუ არა, უჩერებენ. სკოლიდანაც ამგვარად ბრუნდება"

თითოეული სოფლის დაცლა მიწის მტრისთვის უომრად გადაცემას ნიშნავს. თუმცა, საბედნიეროდ, არსებობენ ქართველები, ვინც მამაპაპეულ კერას ბოლომდე პატრონობენ. ერთი მათგანია მამუკა ჯანელიძე.­ ამიტომაც გაგვახარა რაჭიდან მოწერილმა წერილმა:

"მამუკა ჯანელიძემ საკუთარი ოჯახის ინტერესები ქვეყნის ინტერესების გამო გვერდზე გადადო და ამით რაჭის ერთ-ერთი ძველი და ლამაზი მაღალმთიან სოფელ ხოტევის სკოლა დახურვას გადაარჩინა: უთხრეს, სკოლა არ დაიხურება, თუ
იქ ერთი მოსწავლე მაინც იქნებაო და მანაც 14 წლის ვაჟი, ერეკლე, ამბროლაურის­ სკოლიდან ხოტევში გადაიყვანა. ბიჭი ყოველდღე 20-კილომეტრიან გზას გადის სკოლაში მისასვლელად, სამაგიეროდ, ხოტევის სკოლაში ზარი ისევ რეკავს".

ამ ამბავმა გული გაგვითბო და მამუკა ჯანელიძის ოჯახს სოფელ სადმელში დავუკავშირდით. …

ინგა ჯოხაძე, მამუკა ჯანელიძის მეუღლე
:
- მარტის დასაწყისში სოფელ ხოტევის სკოლიდან მოვიდნენ ჩვენს სოფელში­ და გვთხოვეს, - იქნებ აქედან ერთმა ბავშვმა მაინც იაროს ხოტევში, სკოლა იხურება, სოფელში დარჩენილ ხალხს დანა კბილს არ უხსნისო. სკოლის დახურვა აბა, სასიამოვნო ვისთვის არის, მაგრამ რაჭაში ერთ-ერთი უძველესი ხოტევის სკოლის ამბავი მახვილივით მოგვხვდა გულზე.
ჩემი შვილები აბროლაურის სკოლაში დადიან, მეგობრებიც იქ ჰყავთ. მამუკამ - ხოტევის სკოლა არ უნდა დაიხუროსო და ერეკლეს დაელაპარაკა. ერეკლემ, ვერ ვიტყვი, დიდად მოიწონა-მეთქი, მაგრამ მამას უარი ვერ შეჰკადრა. დღეს კი ვხედავ, რომ ამაყობს თავისი ნაბიჯით.

ხოტევი ჩვენი სოფლიდან 20 კილომეტრით არის დაშორებული, ერეკლე დილით გამვლელ მანქანას მიჰყვება - ყველა მძღოლი ცნობს, დაინახავენ თუ არა, უჩერებენ. სკოლიდანაც ამგვარად ბრუნდება.

ვნატრობთ, რომ ეგებ მომავალში მაინც ეშველოს რაჭას რაიმე
.

ბარის სოფლებს ხვანჭკარა გვაძლებინებს - ჭირნახულს გავყიდით და ორიოდ გროშს ვიშოვით, მაღალმთიან სოფლებში კი ვენახიც არა აქვთ და ხალხი ვეღარ ჩერდება. ახლა რაჭაში აეროპორტის მშენებლობა გვაიმედებს...

ერეკლემ კი რაჭველივით დინჯად გვით­ხრა: - თავიდან ძნელი იყო, ახლა ისე დავუახლოვდი ახალ მასწავლებლებს, ძალიანაც მომწონსო...

ლალი ბოჭორიშვილი, ხოტევის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი:

- იყო დრო, ჩვენს სკოლაში 1000 ბავშვიც სწავლობდა - ხუთი სოფლიდან დადიოდნენ: ველევიდან, თლუღიდან, ჭელიაღელიდან, წედისიდან, სხარტალიდან. ახლა აღარც ამ სოფლებში არიან ბავშვები და აღარც ხოტევში.

საცოლე ბიჭები გვყავს, ვეხვეწებით, დაქო­რწინდითო და გვპასუხობენ, - ცოლი რომ მოვიყვანოთ, მარტო ლობიო და მჭადი­ ვაჭამოთო?!
სკოლას ახალგაზრდა, ენერგიული დირექტორი ჰყავს. იქნებ სასწაულიც მოხდეს და სოფელში ხალხი დაბრუნდეს, ანდა ჩვენმა ბიჭებმა შეირთონ ცოლები... ხომ იცით, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

ბრძოლას მართლაც ყოველთვის აქვს აზრი და ამ ბრძოლაში თუნდაც ერთი სოფლის გამარჯვება მთელი ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა.

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (21)
გულნარა
19 ოქტომბერი 2019 23:11
უფალი შეგეწიოთ,სკოლის დახურვა ხომ სოფლის სიკვდილია. ღმერთმა გვაცილოს.
lia
11 დეკემბერი 2017 09:44
ვიდრე რაჭველი საცოლე ბიჭები დაქორწინდებიან ხოტევის კი არა მგონი ყველა რაჭული სოფლის სკოლაც კი დაიხუროს,ჩავასახლოთ რაჭაში გურული საცოლე ბიჭები და მეორე დღიდანვე ცოლის მოყვანას შეუდგებიან ,ეშველებათ გურულებსაც და რაჭველებსაც, გურულები დადინჯდებიან და რაჭველები უფრო მკვირცხლები გახდებიან.
''
17 სექტემბერი 2017 13:22
სოფელში ცხოვრება საბჭოთა კავშირის დროს იყო შესაძლებელი დაიშალა თუ არა და სოფლებიდანაც წამოვიდა ხალხი ეხლა ვითომ უკეთესი ცხოვრებაა აბა დაფიქრდით მაშინდელი სოფლის ცხოვრების დონე და ეხლანდელი დაჟე გზები არაა მისასვლელი არადა საბჭოთა პერიოდში მიუსვლელი სოფელი არ არსებობდა არ მოგეშლება ნერვები?
რუსეთუმე არ ვარ უბრალოდ სიმართლეს თვალებში უყურებ
გაიოზი
05 იანვარი 2017 12:04
მადლობთ, ქალბატონო ეთერ ერის ასეთ მტკივნეულ თემას, რომ შეეხეთ. თუ ხშირად იქნება ასეთი სტატიები ალბათ მთავრობაც და ხალხიც დაფიქრდება და ერთიანად მოიფიქრებენ რაღაც ზომებს რაჭის და არამარტო რაჭის გადასარჩენად. ერთი კი უნდა ვიცოდეთ მთავრობა ხალხის აქტიურობის გარეშე ვერაფერს გააკეთებს. და საერთოდ საქართველო გაზლუქუნებული და სახელმწიფოს ხელში შემყურე ხალხი არა მარტო ვერ გადაარჩენს, არამედ დაღუპავს კიდეც.
წკადისელი
15 დეკემბერი 2016 10:49
"იყო დრო, ჩვენს სკოლაში 1000 ბავშვიც სწავლობდა - ხუთი სოფლიდან დადიოდნენ: ველევიდან, თლუღიდან, ჭელიაღელიდან, წედისიდან, სხარტალიდან." აქ შეცდომაა წედისი კი არა წკადისი უნდა იყოს!
...
15 დეკემბერი 2016 09:49
მცხეთის #1 სკოლა მაქვს დამთავრებული,მაგრამ ჩემი ბედნიერი ბავშვობის ნააკვნარი , დღეს გადამწვარი ,ზნაურის რაიონი სოფელ ქალეთია. სალანძღავად რომ გაუხდიათ მენტალობით სოფლელებს სოფელი
ეკა შარაბიძე
15 დეკემბერი 2016 03:04
ხოტევი ჩემი ტკივილია, ჩემი წინაპარი იქიდან დიდი ხნის წამოსულია, თაობებია უკვე აქ თბილისში ვცხოვრობთ, ადრე ზაფხულობით მაინც ჩავდიოდით, მამაპაისეულ ფუძეზე, უზომოდ მიყვარს იქაურობა, თითოეული ბიჩქი და ხე, თითოეული კენჭი თუნდაც იმ სკოლის ეზოში ჩემთვის მშობლიური და ნაცნობია, მაგრამ როგრ ავიყარო და წავიდე, როგორ დავტოვო ყველაფერი რაც აქ მაქვს დ აგადავსახლდე ჩემი შვილიანად? მიწაზე მუშაობა მე არ ვიცი და სხვა სახის მეურნეობის წარმოება, ბავშვიც 2 წლისაა. დიდი რომ იყოს დ აუკვე ის ასაკი ჰქონდეს თავის თავს მიხედავდეს, მართლა წავიდოდი დ არაღცას მაინც მოვახერხებდი, მაგრამ მარტო ერთი ადამიანი ვერ შეცვლის სიტუაციას, იქ ახალგაზრდები უნდა დასახლდნენ ახალი ოჯახები, რომელსაც მომავალი ტაობები ეყოლებათ და იქ დაზრდიან. მოხუცები და უკვე ხანშიშესულები კი არა... რაღაცნაირად მაინც უნდა შეუწყოს სახწლმწიფომ ხელი, დააინტერესოს მოსახლეობა, მისცეს საქმე და შემოსავლის მიღების საშუალება რომ ოჯახები არჩინონ და რაჭვლი თავის ფუძეს დაუბრუნონ. მინდა მჯეროდეს რომ ჩემი სოფელი არ მოკვდება და მალე აჟრიამულდებიან იქ მომავალი თაობები, პატარა რაჭუკელები!!!...
ალეკო კობახიძე
15 დეკემბერი 2016 01:53
უფალმა დაგლოცოთ
ხათუნა
01 დეკემბერი 2016 16:08
სიყვარყლი ძალიან კარგია მაგრამ მარტო ეს არ შველის ცოტა მთავრობამაც უნდა შეუწყოს ხელი მაღალ მთიანი რეგიონების განვითარებად. ნუთუ რა გახდა რაჭის მიხედვა რა გაუჭირდა ასე მთავრობას ღმერთმა ამდენი სილამაზე სილამაზე მიცა რაჭას მაგრამ მთავრობა ამას ვერ იყენებს ამდენი წლებია საუბრობენ შაორზე მშენებლობის დაწყებას მაგრამ ეს ყველაფერი ტყუილია რა ქნას ახალგაზრდამ პენსიონერი მშობლების პენსიის მოლოდინში?
natia
29 ნოემბერი 2016 11:38
Mec mivlia xotevis skolashi. 1 weli viare sof. Cheliagelidan, 12-km.s davdiodit yovel dge me da chemi ori megobari gogona, me tbilisidan gadavedi . Im ert weliwadshi imdeni viswavle rac mteli 8 weli ar miswavlia tbilisis skolebshi, kidev davrchebodi, magram 9 klasamde gadaketda da ambrolaurshi vegar vivlidi cheliageleshi,1995 wlwbshi gadaketda arasrulad tu ar vcdebi da axla isicoxureba? Chemi ednieri bavshvobis wlebi swored xotevis skolas ukavshirdeba. NATIA DALAQISHVILI.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები