"რაც შენი საქმე არ არის, იქ ცხვირს ნუ ყოფო!"
"რაც შენი საქმე არ არის, იქ ცხვირს ნუ ყოფო!"
"დღეს მათი საქმიანობაა საკუთარი თავისთვის ხელფასების მომატება, დევნილთა სამსახურიდან გათავისუფლება და მათ მაგივრად ახლობლების მიღებაა, რომელთა უმრავლესობას უმაღლესი განათლებაც არა აქვს"

მამით ოს და დედით ქარ­თ­ველ ირინა თედეევს ცხოვ­რება ომმა გა­უ­ნადგურა. თუმცა მაღალკვალიფიციური განათლების მიღება მაინც შეძლო, ცხინვალის უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა. 2006 წელს მისი ცხოვრება შეიცვალა - ცხინვალიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში­ დიმიტრი სანაკოევთან გადავიდა სამუშაოდ (იმხანად ეს სამსახური ქურთაში იყო, ახლა თბილისშია).

"ვერასოდეს გავყოფ ცხინვალსა და საქართველოს. საქართველოს მომავლისთვის ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში მუშაობა საუკეთესო გზად მივიჩნიე, მიუხედავად იმისა,
რომ ამ ნაბიჯით სამუდამოდ ჩამეკეტა ცხინვალში დასაბრუნებელი გზა. შევცდი, ამ სამსახურის ხელმძღვანელები პირად კეთილდღეობაზე მზრუნველ პატარა მეფეებად გარდაისახნენ. დღეს მათი საქმიანობა საკუთარი თავისთვის ხელფასების მომატება, დევნილთა სამსახურიდან გათავისუფლება და მათ მაგივრად ახლობლების მიღებაა, რომელთა უმრავლესობას უმაღლესი განათლებაც არა აქვს. თუკი ვინმემ გაბედა და დაინტერესდა, - ახალ თანამშრომელს დიპლომი რატომ არ აქვსო, შეურაცხყოფასაც არ დაიშურებენ. მე კი ამასთან შეგუება არ შემიძლია, რადგან სულ სხვა საქართველო მინდა.

რამდენიმე წლის წინ ჩვილბავშვიან დედებს მოგვთხოვეს, - დაწერეთ განცხადება­ და თქვენი ნებით წადით სამსახურიდან, 3-4 თვის კომპენსაციას მოგცემთ, თუ არ
წახვა­ლთ, ინანებთო. არსად წავსულვარ, ჩემი კვალიფიკაციის ფასი კარგად ვიცი, მაგრამ დანარჩენები, სხვათა შორის, დევნილები, უჩუმრად წავიდნენ. განმკითხავი არავი\ნ არის... ბოლო ხანს პასუხსაგებ თანამდებობაზე­ მავანი ისე ფარულად დაინიშნა, სახტად დავრჩით. წესით, ამ ადგილზე ფორმალური კონკურსი მაინც უნდა ჩატ­არებულიყო. ამ პიროვნებას ევალება და კიდეც მივმართე, - გთხოვთ, გადახედოთ ზოგიერთი თანამშრომლის დიპლომის ნამდვილობას-მეთქი. პასუხად კი ადმინისტრაციის უფროსობის არაადეკვატური რეაქცია მივიღე, - დამიბარეს და ყვირილით მითხრეს, - რაც შენი საქმე არ არის, იქ ცხვირს ნუ ყოფო".

იმედი გვაქვს, სახელმწიფო ორგანოები დაინტერესდებიან ამ საქმით.

ნატალია ბოკულოვა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის­ ადმინისტრაციის საზოგადოებასთან­ ურთიერთობის უფროსი: - ის ფაქტი, რომ ჩვენი ადმინისტრაცია არსებობს, უკვე საქმის კეთებას ნიშნავს. ვისაც ჩვენი საქმიანობა­ აინტერესებს, იხილოს ჩვენი ვებგვერდი­ და ყველაფერს გაიგებს. სხვა კომენტარი არ მაქვს.

მოამზადა ეთერ ერაძემ
Tamari
17 დეკემბერი 2016 01:10
ნეტავ საქარტველოსჰი ნაცნობ ნატესაობების საპასუხისმგებო სამსახურებსჰი ასე არაკვალიპიცირებული ხალხის დანისჰვნას ბოლო როდის უნდა მოეღოს??????
ამიტომ ვარტ უკან უკან რომ ვგორდებიტ
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპატრულო პოლიციის მუშაობას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპატრულო პოლიციის მუშაობას?
თვის კითხვადი სტატიები