"ბალახი რომ იყოს, ძროხას ქუჩაში რა უნდა, განა ასფალტს ჭამს?! "
"ბალახი რომ იყოს, ძროხას ქუჩაში რა უნდა, განა ასფალტს ჭამს?! "
"ძვირფასო რედაქცია, მაგ დალოცვილებს მე ვერ მივწვ­დი და თქვენ მაინც ჰკითხეთ, - რა ქნას გლეხკაცმა და მისმა პირუტყვმა, საით წავიდეს,
რომ ცოცხალი გადარჩეს?!"


ბოლო წლებში საგანგებო კანონები მუშავდება იმის შესახებ, თუ რატომ არ უნდა იაროს ქალაქის თუ დასახლებების ცენტრში პირუტყვმა - ქუჩებში მოსეირნე ძროხები ტრანსპორტისთვის საფრთხეს ქმნის, მისგან დაბინძურებული ქუჩები და გადაძოვილი გაზონები კი უსიამოვნო განცდას. თუმცა,­ არსებობს მეორე მხარე, რა ქნას გლეხმა, სად აძოვოს მარჩენალი პირუტყვი, როცა საძოვრები ყველგან
You must have Flash Player installed in order to see this player.
გაუყიდეს და მშიერი ოთხფეხი ქუჩაში დაეძებს საკვებს?!

სამოცს კარგა გადაცილებული გლეხკაცი გახლავართ.
მთელი სიცოცხლე შრომაში გავატარე, შინ რომ მივიდოდი და ცოტას ამოვისუნთქავდი,
კითხვა მიყვარდა და წიგნს ჩავუჯდებოდი ხოლმე. "კვირის პალიტრაც" წიგნივით იყო ჩემთვის, - აქაც ბევრჯერ ამომიკითხავს­ ბრძენი ხალხის ნათქვამი, მაგრამ არ მახსოვს, რომელიმეს ეთქვას, მშრომელი გლეხის მოსპობა და განადგურება ქვეყანას არ ღუპავსო.

ეს ცოდვა რამდენ მთავრობას აწევს კისერზე ტვირთად და ერთს არ წამოსცდენია - ამას რას ჩავდივარო! პირიქით, რაც შეუძლია, ყელში გვიჭერენ და გვიჭერენ.
საძოვრები განა მარტო კახეთში გაგვიყიდეს, მთელ საქართველოში, თანაც ჩალის ფასად, გლეხებისაგან ფარულად. მთელი სიცოცხლე რამდენიმე ძროხა მეწველებოდა, და ჩემი ნაშრომით ფეხზე ვიდექი.

ახლაც პატარა ფერმა მაქვს, მაგრამ ვაი, ამ ქონას - საძოვრები აღარ გვაქვს და
საკვებში იმდენს ვიხდი, რომ აღარაფერი მრჩება. არადა, 40 წლის ვაჟი მიდგას გვერდით და მუხლს არ ვხრით. ჩემი ვაჟის დაკოჟრილ ხელებს რომ შევხედავ ხოლმე, ბოღმა მომაწვება - კაცი ამდენს შრომობს და იმდენი ვერ იშოვა, რომ ოჯახის შექმნა გაბედოს. ჩვენი ძროხების ნაწველით ამოყვანილ ყველსაც ვერ ვყიდით. იკითხავთ, - ბაზარში მაინც რატომ არ გაყიდეო?! ბაზარში სიარულს მარიფათი და დრო უნდა; ჩვენ კი არც ერთი არ გვაქვს. ერთი რძის მიმღებ ქარხანას ვნატრობთ და ისიც კი არ გვაქვს საგარეჯოში.

ბალახი რომ იყოს, ძრო­ხას ქუჩაში რა უნდა, განა ასფალტს ჭამს?! ჩემი მთავრობა­ კი მემუქრება, - ეგ შენი ძროხა ქუჩაში არ დავინახოო, მაგრამ ვერ მოვაშორებ, რადგან ისევ ჩემი მარჩენალი უნდა შევინახო, სანამ ვიცოცხლებ... ძვირფასო რედაქცია, მაგ დალოცვილებს მე ვერ მივწვ­დი და თქვენ მაინც ჰკითხეთ, - რა ქნას გლეხკაცმა და მისმა პირუტყვმა, საით წავიდეს, რომ ცოცხალი გადარჩეს?!

თენგიზ მარიდაშვილი, საგარეჯო
მკითხველის კომენტარი (5)
ანნა
06 მაისი 2017 12:14
ვისაც ძროხების ყოლა უნდა და ფერმა, წავიდეს სოფელში და ფერმა იქ გააშენოს, ქალაქში თუ უნდა ცხოვრება სხვა გზა გამონახოს რჩენისა გარდა ძროხებისა, აბა რატომ ირგვება და რატომ სუფთავდება ქალაქი და გაზონები, ძროხებმა იბალახოს და გადაჭამოს?> შენნაირი გლეხი ათასი გამოყოფს თავს და ვაქციოთ აბა სოფლად ქალაქები და მოვაშენოთ ძროხები და ვაქციოთ ძროხების ქალაქად. ნურას უკაცრავად ქალაქს ვერ დაგანაგვიანებიებთ. რომელი ზროხაც გამოვა ქალაქში ყველას პატრონი მკაცრად უნდა დაჯარიმდეს. აამოქმედეთ კანონი ხელისუფლებავ, თუ არ შეგიძლიათ თქვენი კანონებით მუშაობა წადით სახლებში და ვინც არ შეეპუება და შიში არ ექნება საქონლის პატრონებისა ის მოვიდეს და მართოს თვითმმართველობა.
რძე და ყველი
11 იანვარი 2017 15:27
პატარა ფერმა მაქვსო? რძის ქარხანა გვინდაო? და ქუჩაში გამოკვებილი საქონლით გინდა ფერმა და ქარხანა? ღმერთმა ხელი მოგიმართოს, მაგრამ ფერმას ქუჩაში ვერ გამოკვებავ...
nini@
24 დეკემბერი 2016 14:48
ნინო 70 ლის ასაკში მეც კი გავაყიდინე ჩემს დედამტილს ძროხა არ დაამტვრიოს ქალი მეტქი . კი მაგრამ ახალგაზრდებმაც გავყიდოთ ძროხები და შენი დაშენი მთავრობის მოიმედე დავჯდეთ. დაგჭირდებათ წადით სოფელშიო გაყვირით დაგჰირდებატ გაყიდეთო .უბრალოდ შენნაირების ჭკვაზედ ვინ დაიარება მაგრამ უნდა დაფიქრდე რას წერ .
giga
13 დეკემბერი 2016 12:51
ჰო ყველა რო გაყიდის მასე ძროხებს ქვეყანაში რო არ გექნება და მთლიანად ყველა რძის პროდუქტი რო შემოსატანი გაგიხდება და ლარის კურსს რა ჭირსო იკითხავთ მერე.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები