ისე ყვავილობს, როგორც ქართველთა ფიქრები... - კვირის პალიტრა

ისე ყვავილობს, როგორც ქართველთა ფიქრები...

ჩემო "პალიტრა", გილოცავ 15 წლის იუბილეს. ამ წლების განმავლობაში სულ გვეიმედებოდით. ამჯFერად მეც გავბედე მოგწეროთ და თუ თქვენთვის მნიშვნელოვანი

იქნება, გთხოვთ,  დაბეჭდოთ. შარშან ავისრულე მთელი სიცოცხლის ოცნება და ტაო-კლარჯეთი ვნახე. ამისთვის ყოველი სიტყვა უძლურია, ვერ გადმოსცემს ამ გრძნობებს.

როცა ლიბომორღვეულ ოთხთა ტაძარში შევედით და იქაურმა გოგონებმა ჩვენთან ერთად იგალობეს, იმ წუთებში მათ რომ მოეთხოვათ, საკუთარ სულსაც კი მივცემდით. რისი ჩუქებაც შეიძლებოდა, ყველაფერი ვაჩუქეთ და უზომოდ ბედნიერები ვიყავით. როცა ტაძრიდან გამოსულმა და თვალებდანისლულმა კლდის დუმა (ყვავილი) დავინახე, დაუფიქრებლად ავფოფხდი, ძირიანად  ფრთხილად ამოვიღე და ჩანთაში ჩავიდე. რატომ? ალბათ უფრო იმიტომ, რომ ტაო-კლარჯეთის სუნთქვა გულთან ახლოს მქონოდა. იმაზე არც მიფიქრია, თბილისში გაიხარებდა თუ არა.

განა ეს მცენარე ჩვენთან არ იზრდება, - ჩვენ და ტაო-კლარჯეთი რამ გაგვყო, მაგრამ ტაო-კლარჯეთის კლდის დუმას რომ ვუცქერ, ასე მგონია, ტაო-კლარჯეთიც ისევ ჩემთან არის. იქიდან წამოღებულმა მცენარემაც თავი თითქოს ისევ საკუთარ გარემოში იგრძნოო, ქოთანშიც კი გაიხარა, კვირტებად აფეთქდა, თითქოს ჩემი დაკარგული მიწის მხურვალება და სუნთქვა ამოიტანაო. და ის ახლა ჩემს სასთუმალთან ყვავის, როგორც ნებისმიერი ქართველის ფიქრი იმაზე, რომ ოდესმე ჩვენს მიწას ისევ ჩვენი სახელი ერქმევა!

ნანული გობრონიძე