"ნას­ვამ­მა ვერ მოვ­ზო­მე, რას ვა­კე­თებ­დი და სა­კუ­თარ მე­გო­ბარს და­ნა ჩა­ვარ­ტყი" - კვირის პალიტრა

"ნას­ვამ­მა ვერ მოვ­ზო­მე, რას ვა­კე­თებ­დი და სა­კუ­თარ მე­გო­ბარს და­ნა ჩა­ვარ­ტყი"

"მეგობარი შემომაკვდა"

"რამდენიმე წელი ციხეში ვიჯექი, გამოვედი და ადგილს ვერ ვპოულობ. ახლა არ ვიცი, ჩემს ცხოვრებას რა ჰქვია", - ასეთი შესავალი აქვს წერილს, რომელიც რედაქციაში მომიტანეს. უცნობი ადამიანის მთელი ცხოვრება თითქოს, სინანულად არის ქცეული, ციხეში კი მკვლელობის გამო იჯდა და არც მიკვირს, ადამიანები მასთან ურთიერთობას თავს რომ არიდებენ. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ მკვლელობა მართლაც, შემთხვევით მოხდა ანუ როგორც წერილის ავტორი ამბობს, მეგობარი შემთხვევით შემოაკვდა...

წერილის სტილი დაცულია:

"ვეღარ გავიგე, აღმართს დავადგე თუ თავქვე დავეშვა. დავუბრუნდი ჩემი მშობლების სახლს, რომელშიც მხოლოდ ბავშვობა მაქვს გატარებული. ერთხანს იქ გული საგულეს მქონდა - ციხიდან გამოსულისთვის შვება იყო თავისუფლების ჰაერის ჩასუნთქვა, მაგრამ მერე სხვა მოთხოვნილებები გამიჩნდა და ქუჩაში გამოვედი; სხვა თუ არაფერი, საქმე უნდა გამეჩინა, ფული რომ მეშოვა, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, არავინ გამიკარა სიახლოვეს და დასაქმებაზე ხომ საერთოდ, ყველამ უარი მითხრა. რთულია კრიმინალური წარსულით ცხოვრება. ეს დაღია, რომელიც სამუდამოდ აჩნდება და ზოლად გასდეს ჩემს ცხოვრებას. "ეს კრიმინალია!" - ამ სიტყვებით ყველაფერი ნათელი ხდება თითქოს და მრავალმნიშვნელოვნად გადმომხედავენ ხოლმე უცნობებიც. არც იციან, რისთვის მოვიხადე სასჯელი და უკვე განაჩენი გამოტანილი აქვთ: ამასთან მეგობრობა კი არა, ურთიერთობაც საშიშიაო! არადა, ჩემი აზრით, მართლა არ ვარ საშიში. ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც ახლა ძალიან უჭირს როგორც სულიერად, ისე მატერიალურად. თუმცა, სულიერად უფრო ღარიბულად ვარ და მეგობრის მხარში დგომა მენატრება.

ადამიანი შემომაკვდა. სულ შემთხვევით მოხდა ეს ამბავი. ის ჩემი მეგობარი იყო. ერთ დღეს ქეიფი გადავწყვიტეთ ბიჭებმა. წავედით რესტორანში. მთვრალებს შეკამათება მოგვიხდა. ნასვამმა ვერ მოვზომე, რას ვაკეთებდი და საკუთარ მეგობარს დანა ჩავარტყი. (გაგრძელება)