მომიტეხე მჭადი, მოგიტეხავ ყველს... - კვირის პალიტრა

მომიტეხე მჭადი, მოგიტეხავ ყველს...

ავტორმა ამ ლექსს "ეროვნული თანხმობისა და ქვეყნის გადარჩენის ზესტაფონური ვარიანტი" დაარქვა... მადლობას ვუხდით ბატონ შოთას, რომ ერის მთავარი ტკივილი

ასე უბრალოდ და ერთი ამოსუნთქვით ამოთქვა. ღმერთმა ქნას, ამ სიბრძნეს ჩვენმა მკითხველმა და მთელმა საქართველომ გული გაუღოს. ეს ჩვენი მიზანია, ალბათ ბატონი შოთასიც!

როცა შენ გაქვს მჭადი და დაეძებ ყველს,

მე მაქვს ყველი, მაგრამ მჭადი არ მაქვს დღეს,

მომიტეხე მჭადი, მოგიტეხავ ყველს,

დავპატიჟებ სხვებსაც, მივალ, მოვხდი ქვევრს,

ამოვიღებ ღვინოს, ვიქეიფებთ ბევრს,

სიმღერით და ლხენით გავაკვირვებთ სხვებს,

გავახარებთ მოყვასს, თვალს დავუვსებთ მტერს,

ერთმანეთის ლოცვას შევავედრებთ ღმერთს.

ყველაფერზე მეტად რაც გვაკლია დღეს -

თანაგრძნობას, ძმობას ვუქადაგებთ მრევლს.

ძველებსაც ხომ უთქვამთ, ხელი ბანსო ხელს,

მოვინდომოთ ყველამ - გავაკეთოთ ეს,

ქვეყნის ერთად შეკვრას ნუ მივანდობთ ბედს,

ან სხვას - გადამთიელ მოყვარეს თუ მტერს,

"მომიტეხე მჭადი, მოგიტეხავ ყველს",

ამ ხალხური სიბრძნით გადავარჩენთ ერს.

შოთა ჩხეიძე