წინაპრების სასწაულმოქმედი ელექსირი - კვირის პალიტრა

წინაპრების სასწაულმოქმედი ელექსირი

ჩვენს ისტორიაში ხშირად შეხვდებით მემატიანის შეძახილს: - "ქართველნი, ერთი ათის მძლეველნი"! მართლაც! ძლევამოსილ ქართულ მხედრობას უპირველესად სამშობლოს სიყვარული ასაზრდოებდა, მერე წვრთნა. ამათზე არანაკლები როლი ლაშქრის კვებას მიუძღოდა.

...ვახტანგ გორგასალი ლაშქარს მხოლოდ ერწო-თიანეთის სანახებში მოყვანილი ხორბლის უნიკალური, ქართული ენდემური ჯიშების ("ხულუგო", "თავთუხი", "იფქლი", "მახა", "დიკა") პურს აჭმევდა. ამასთანავე მოსავლის სანახავადაც ადიოდა და იქვე, ეკლესია-მონასტერში ლოცულობდა. დავით აღმაშენებელმა კი ლაშქრის კვება სრულყოფილ სისტემად დაყო, რომელიც "მშვიდობიანი პერიოდის ლაშქრის კვების", "საომარი მოქმედების დროს კვების" და "ბრძოლისწინა კვების" რეჟიმისგან და ა.შ. შედგებოდა. ბრძოლის წინ მეომარს ქუმელის თაფლაკვერას აჭმევდა, რაც ოც წუთში ენერგიის მოზღვავების უშრეტი წყარო იყო "ბრძოლის შენივთებისას".

...დიდი წინაპრების ეს სასწაულმოქმედი ელექსირი "ქართველთა დედამ", მეფე თამარმა, ლექს-ანდერძის სახით დაგვიტოვა, შთამომავლობას კი ქობულეთელმა აზნაურმა, გამაჰმადიანებულმა ქართველმა ყურშუმ-აღა ჭყონიამ შემოუნახა: "ათასი კაბა ყმა მყავდა: ყველანი ოქროს ღილითა; ვაჭმევდი დედალ ხოხობსა ვასმევდი ბროლის ჭიქითა. ვინცა შემება, შევები ალალითა და ჯიქითა, აწი თქვენ იცით, მეფენო, ვინც დარჩით ამას იქითა".

... ახლა რომ აღარ ვითავისებთ ამ სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხს, ამიტომ იგრძნობა ქართულ ჯარში ბრგე და მხრებგანიერი ოფიცრებისა და რიგითების სიმცირე... უცხომ კი ეს თემა მეცნიერული შესწავლის საგნად აქცია. აი, ასე:З.М. Эвенштейн, Масква, Экономика 1990 г. ст. 205.

...В тех же целях, а не только как непортящийса запас высокопитательной еды, брали ссобой долгие походы кожаныемешочки с кумели - медовой массой - грузинские воины времен ьоурави Георгиа Сакадзе в начале XVII века...

აი, ასე! შენს პირს შაქარი, ევენშტეინო! ამ დროს, რომაელნი ხახვიან პურებს აძლევდნენ ჯარს ბრძოლის წინ, ელადელები - ხახვს და ნიორს, შვედები - თევზს, მაგრამ სამივე შემთხვევაში სულ სხვა მიზნით - "ბრძოლის წინა კვება" მეომართ გამბედაობისათვის ეძლეოდა, ქართულ ჯარში კი ამ კვებას ის დანიშნულება ჰქონდა, რომ მეომარს რაც შეიძლება დიდხანს გაეძლო ომში. ასე რომ, ქართულ ჯარს (და მოსახლეობას) საზღვარგარეთული უხარისხო საკვები კი არ სჭირდება, არამედ "ნოყიერ-მსუყე" და "დედას პური".

...სხვათა შორის, მაშინაც და ახლაც ამ საკითხს მეორე მხარეც ჰქონდა: ქართული სოფლის მუშახელის დასაქმება, მადლიან-დოვლათიანი ქართული მიწის მოსავლის ჯარისა და მოსახლეობისთვის მიწოდება და, - სახელმწიფო ხაზინის შევსება...

დაბოლოს, ეს ყველაფერი პოეტის სიტყვებით ასე გამოიხატება - "სხვისი დასახმარებელი რა გვჭირს, თვარა კი..."

...ჩვენ გვითქვამს და "აწი თქვენ იცით, მეფენო"!.

გიორგი ლობჟანიძე, შალვა ლობჟანიძე, საქართველოს ეროვნული აკადემია