ნახე, მტერო!
ეს "ოთხასი წლის" ფერეიდნელი ტარიელ მულიანია (ასე უწოდებენ  ფერეიდნელი ქართველები თავის თავს). თუ შვიდი წლის ტარიელს საქართველოში ეკითხებიან, რამდენი წლისა ხარო? პასუხობს, - ოთხასის. ეს წერილი ცხინვალის ომის ტრაგიკული მოვლენის ორი წლისთავისთვის საგანგებოდ შემოვინახე მომავლის იმედად.

ეს პატარა ვაჟკაცი წინაპრებივით საქართველოზე მხოლოდ კი არ ოცნებობს, ხშირად გვსტუმრობს, საკუთარი ხელით ეხება ყველაფერს, რისი ნატვრაც სიზმარივით გაჰყვათ შორეულ ირანში მის წინაპრებს. ერთ დღეს საქართველოს ჯარისკაცი გავხდებიო. ნახე, მტერო, ფერეიდანშიც იზრდებიან "ალგეთის ლეკვები."

KvirisPalitra.Ge
მტერო,
31 ოქტომბერი 2015 18:45
მტერო,
manana pruidze
30 აგვისტო 2010 07:11
ეს ხომ მომავალი ქართველი ვაჟკაცია და ამისი მამა ათასჯერ უფრო ვაჟკაცი, რომ დღემდე მოიტანა გულით ნატარები საქართველოს სიყვარული და შვილს ასწავლა! ქედი მხოლოდ გარდაცვლილი გმირების წინაშე კი არ უნდა მოვიყაროთ, ქართველებო, არამედ ტარიელის მამის მსგავსი ცოცხალი გმირების წინაშეც! ესაა, რაც სამშობლოს, ენას და სარწმუნოებას გვინარჩუნებს, ასეთი ვაჟკაცების დამსახურებაა დღემდე მოღწეული საქართველო!
nana
28 აგვისტო 2010 23:26
გენაცვალე!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები