ნახე, მტერო! - კვირის პალიტრა

ნახე, მტერო!

ეს "ოთხასი წლის" ფერეიდნელი ტარიელ მულიანია (ასე უწოდებენ  ფერეიდნელი ქართველები თავის თავს). თუ შვიდი წლის ტარიელს საქართველოში ეკითხებიან, რამდენი წლისა ხარო? პასუხობს, - ოთხასის. ეს წერილი ცხინვალის ომის ტრაგიკული მოვლენის ორი წლისთავისთვის საგანგებოდ შემოვინახე მომავლის იმედად.

ეს პატარა ვაჟკაცი წინაპრებივით საქართველოზე მხოლოდ კი არ ოცნებობს, ხშირად გვსტუმრობს, საკუთარი ხელით ეხება ყველაფერს, რისი ნატვრაც სიზმარივით გაჰყვათ შორეულ ირანში მის წინაპრებს. ერთ დღეს საქართველოს ჯარისკაცი გავხდებიო. ნახე, მტერო, ფერეიდანშიც იზრდებიან "ალგეთის ლეკვები."

KvirisPalitra.Ge