რა დაგემართათ, ქართველო ქალებო! - კვირის პალიტრა

რა დაგემართათ, ქართველო ქალებო!

ისეთი რამე არ უნდა გავაკეთოთ, რამაც შეიძლება ფესვი მოგვირყიოს. თორემ დღევანდელ კვერცხს დახარბებულები, ერის უძღებ შვილებზე უარესნიც გავხდებით...

უსათუოდ უნდა გითხრათ ის, რაც მაშფოთებს.

ჩვენ, საკუთარ მიწას მეტისმეტად მიჯაჭვულ ერს, უცხოეთში გადახვეწა უფრო დიდ განსაცდელად მოგვევლინა, ვიდრე სხვა ერებს. სამწუხაროდ, ამაში ნოსტალგიით შეპყრობილ ქართველებს კი არა (მადლობა ღმერთს, რომ ამგვარნი ბევრი გვყავს), მათ ვგულისხმობ, რომლებიც ძალზე ადვილად ითქვიფებიან უცხო ტომებში. ასეთები ბლომად არიან - სხვა ერებთან შედარებით იმდენად გასაკვირველი "ოსტატობა" გამოვავლინეთ აღრევისა, რომ ქართველების მეორე თაობა თუ არა, მესამე აღარც კი ფიქრობს იმაზე, რომ ქართველია.

ათეული წლების წინ მოსკოვში გახლდით მივლინებული. სასტუმროს სასადილოში თან წაღებული კიტრი და პომიდორი დავიწყვე. ერთმა რუსმა ეს რომ დაინახა, გვერდით მომიჯდა. ჩანთიდან ერთი ბოთლი კონიაკი ამოვიღე. შეხედა და - მეც წარმოშობით ქართველი ვარ, ახლა კი გარუსებული დობრინინიო. მერე მიამბო: - 200 წლის წინ ჩემი წინაპარი ვინმე კეთილაძე იყოო და ჩამომითვალა ვახტანგ VI-ს გაყოლილ ქართველთა ოცდაათამდე გვარი, რომლებიც მოსკოვში დაასახლეს.

შჩოლოკოვები ჩოლოყაშვილები იყვნენ, არბატოვები - მეურმიშვილები, დოხტუროვები - დოხტურიშვილები, იაშინები - იაშვილები, კარაულოვები -  ყარალაშვილები, არაკჩეევები - არაყიშვილები. ერთ-ერთი არაკჩეევი რუსის მეფეს პირველ კაცად ჰყავდაო... ესენი იმიტომ ვიცი, რომ ბაბუა მიყვებოდა, ამბობდა, ქართველები დიდ პატივში ჰყავდათ რუსებს, ძალიან მოსწონდათო.

მოკლედ, ეს ქართველები სულ რაღაც 20-30 წელიწადში გარუსდნენო! როგორი საქმეა! რაღა გასაკვირია, რომ უცხოეთში წასული ჩვენი ქალები თვალის დაუხამხამებლად მიჰყვებიან ცოლად უცხოელებს. გული მისკდება, როცა ტელევიზიებით ამაყად გვეუბნებიან უცხოეთში მცხოვრები ანგელოზი ქართველი ქალები - მე გერმანელი, ამერიკელი და ა.შ. შვილები მყავსო. ეს რა არის იმასთან შედარებით, რაც აქვე, ჩვენ გვერდით ხდება. ქართველი ქალები, ცოტა "გამართულად" რომ იცხოვრონ, საოცარ საქმეს სჩადიან. ამ რამდენიმე დღის წინ მეტრო "გურამიშვილის" ჩასასვლელთან მეგობარს ვესაუბრებოდი.

უმშვენიერესმა ახალგაზრდა ქალმა ჩაგვიარა. ჩემდა უნებურად თვალი სიამოვნებით გავაყოლე. გავიხედე და - ერთი ტანდაბალი შავ-ლურჯი ზანგი მისდევს. მეგობარს მივუბრუნდი, - უყურე, როგორ მისდევს იმ ლამაზ ქალს. მაგას ჰგონია, გამოელაპარაკება-მეთქი. ეგ კაცი სწორედ მაგ ლამაზმანის ქმარია, გოგონაც ჰყავთ და ჩემს მეზობლად ქირით ცხოვრობენო.

გული მეტკინა. მეძავიაო, იმ ქალზე რომ ეთქვათ, ალბათ ასე არ მეწყინებოდა.

ნუთუ დაიხშო ხმა გონებისა და ჯიშისა, რომელიც ძალუმად უნდა ხმაურობდეს. ეგებ მომავალში მაინც შემოგვესმას მისი ხმაური...

ავთანდილ ქურხული