"სიმახინჯეებისკენ ასე რატომ მიგვიწევს გული" - კვირის პალიტრა

"სიმახინჯეებისკენ ასე რატომ მიგვიწევს გული"

ძველი ბერძნები ამბობდნენ, ლამაზ სხეულში ლამაზი სულიაო. ამ ლოგიკით  - მახინჯ სხეულში მახინჯი სული უნდა იყოს და სიმახინჯეებსაც ასეთი სული ქმნის. მაგრამ ხომ ვამბობთ, ქართველები ლამაზი ხალხი ვართო! აბა, სიმახინჯეებისკენ რატომ ვისწრაფვით?

თბილისში ყველაზე მახინჯი სახლის კონკურსი რომ ჩატარდეს, პირველ ადგილს არავის დაუთმობს ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე "წამოჭიმული" კორპუსი (#42). არ გირჩევდით, მაგრამ ოდესმე თუ ნახავთ, რა ამბავი დააწიეს ამ უბედურს მობინადრეებმა, გული გაგისკდებათ.

ეს ხომ ასეა, მაგრამ უფრო ცუდი ის არის, რომ ამ სიმახინჯეს ყველა ისეა შეჩვეული, თითქოს დაბადებიდან დაჰყვათ - შეეჩვია ყველა მობინადრე, ამვლელ-ჩამვლელი, ისიც, ვინც უნდა ამბობდეს, - ასეთი სახლი არ უნდა იდგეს ჩვენში, რადგან ცივილიზაციასა და სილამაზეზე გვაქვს პრეტენზიაო. მაგრამ, ეტყობა, მხოლოდ პრეტენზია გვაქვს და არა სურვილი, რადგან თუ მიგვიშვეს, სიმახინჯეებისკენ ისე გავიწევთ, ცხრა უღელი ხარ-კამეჩი ვერ შეგვაჩერებს..

მიხეილ მუმლაძე