"იქნებ პირობა შეასრულონ?!" - კვირის პალიტრა

"იქნებ პირობა შეასრულონ?!"

ჩვენი მკითხველი თავის საწუხარს ხშირად გვანდობს და გვანაღვლიანებს, მაგრამ სამაგიეროდ, ის გვახარებს, როცა პრობლემებს ვუგვარებთ. რამდენიმე ხნის წინ იმათ გასაჭირზე ვწერდით, ვისაც  თბილისის მერია უფასო თვალის ოპერაციებს დაჰპირდა და პირობა არ შეუსრულა. როგორც ჩვენს, ამჯერად წერილს ნაყოფი გამოუღია.

ძვირფასო რედაქციავ, ერთ-ერთი იმათთაგანი გახლავართ, ვისაც შარშან, თბილისის მერის არჩევნების მთელი კამპანიის დროს, მერია თვალის უფასო ოპერაციებს ჰპირდებოდა, მერე კი პირობის შესრულება დაავიწყდა. გმადლობთ, რომ ამაზე "პალიტრის ფოსტაში" დაბეჭდეთ, - გაზეთი გამოვიდა თუ არა, რამდენიმე დღეში მერიიდან დაგვირეკეს და, - ოპერაციას აუცილებლად გაგიკეთებთო. მართალია, დრო არც ამჯერად დაუთქვამთ, მაგრამ რადგან რეაგირება მოჰყვა, ვფიქრობთ, გვეშველება,  ქვეყანას დავინახავთ. სინათლე ნუ მოგეშალოთ ნურც თქვენ და ნურც იმათ, ვისაც გაჭირვებისას მხარში დგომა და პირობის შესრულება შეუძლია.